parryblog . home . posts

Under construction

Last update: 2020-12-21

Reencoded and formated by Parry [parry (ათ) parryc.com]


This page

Other parts

სვანური ენის სახელმძღვანელო

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Proceedings of the Institute of the Georgian Language

Varlam Topuria A Course of the Svan Language

(A brief review of grammar, conversational materials with the glossary, texts with translations) The book completed and prepared for publication by Guram Topuria and Iza Chantladze

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენის ინსტიტუტის შრომები N1

ვარლამ თოფურია სვანური ენის სახელმძღვანელო

(მოკლე გრამატიკული მიმოხილვა, სასაუბრო მასალები მცირე ლექსიკონითურთ, ტექსტები და მათი თარგმანები)

წიგნი დაასრულეს და გამოსაცემად მოამზადეს

გურამ თოფურიამ და იზა ჩანტლაძემ

სვანური ენის სახელმძღვანელო გამოდის პირველად. შესაბამისი სა-ლექციო კურსი იკითხება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჰუმა-ნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე. წინამდებარე პუბლიკაცია გან-კუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ საზოგადოდ ქარ-თველოლოგებისა და კავკასიოლოგებისათვის.

რედაქტორები: ქეთევან მარგიანი-დადვანი ქეთევან მარგიანი-სუბარი ივანე ლეჟავა

რეცენზენტები: ირინე მელიქიშვილი

ეთერ სოსელია რუსუდან ასათიანი ვინფრიდ ბოედერი

The textbook of the Svan language is published for the first time. The course is delivered at almost all Humanities faculties of different universities in Georgia. The following publication will be beneficial not only for students, but also for Kartvelologists and Caucasiologists in general.

Editors:

Critics:

Image of Varlam Topuria

წინასიტყვაობა (Foreward)

აკადემიკოს ვარლამ თოფურიას "სვანური ენის სახელმძღვანელო" თბი-ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართვე-ლურ და კავკასიურ ენათა განყოფილებების სტუდენტ-ასპირანტებისთვის მომზადდა 1957-1965 წლებში როგორც ახალი ქართული ენის კათედრის შრომების N7 ტომი.

"სვანური ზმნის" მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში (ვ. თოფურია, შრომები, I, თბილისი, 1967, გვ. XXIII), რომელიც დათარიღებულია 1965 წლის დეკემბრის თვით, ნათქვამია: "შედგენილია და სასტამბოდ მზადდება სვანური ენის სახელმძღვანელო (გრამატიკული მიმოხილვა, საუბრები, ტექს-ტები, ლექსიკონი)". სამწუხაროდ, ბატონმა ვარლამმა ვეღარ დაასრულა ქართველოლოგიაში ყველა სახელმძღვანელოს შორის ყოველმხრივ გამორჩე-ული, ესოდენ დიდი რუდუნებით შექმნილი ნაშრომი და ვეღარც მის გამო-ცემას მოესწრო.

დიდხანს მუშაობდა წინამდებარე წიგნის დასრულებასა და კორექტირე-ბაზე ცნობილი კავკასიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ თოფურია – ბატონი ვარლამის ვაჟი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც მან იხილა სახელმძღვანელოს პუბლიკაცია.

სათაყვანებელი მოძღვართმოძღვრის მოწაფეებსა და მოწაფეთა მოწაფე-ებს არანაირი ძალა და ენერგია არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ ეს წიგნი სანიმუშო ყოფილიყო ყოველგვარი თვალსაზრისით. დავამატეთ ზოგი ტექს-ტი თუ სასაუბრო მასალა, რომელთა დედანში გადატანა-გადათეთრება ავ-ტორმა ვეღარ მოასწრო.

ნაშრომში წარმოდგენილ ტექსტებს ახლდა შესაბამისი ლექსიკონიც, მაგრამ, დიდი მოცულობის გამო (434 გვ.), გადავწყვიტეთ მისი ცალკე გამო-ცემა; სამაგიეროდ, სვანურ ტექსტებს, ენის უკეთ შესწავლის მიზნით, დავუ-რთეთ პწკარედი (ძირითადად) ქართული თარგმანები, რომლებიც თავიდა-ნვე არ ყოფილა გათვალისწინებული სახელმძღვანელოში.

რამდენადმე შევცვალეთ ორთოგრაფიაც; მორფემათა ზღვარზე წარმო-ქმნილ ზოგ სიტუაციათა აღსანიშნავად, წინამდებარე ნაშრომზე დაყრდნო-ბით, ჩვენ შემოგვაქვს ორი ახალი სიმბოლო – ა̄̀ და ე̄̀, ურომლისოდაც დღემ-დე არსებულ პუბლიკაციებში არაერთი გაუგებრობაა. მათ შესაბამის ბგე-რებს დისტინქციური ღირებულება აქვს; შდრ. ალა "ეს", ალა̄ (<ალა+)?

"ეს?", ალა̄̀ (< ალა+ა̀) "ეს, აი!", ერთი მხრივ, და ეჯე̄ (< ეჯა+ ერერე)

"ის, რომ", ეჯე̄̀ (< ეჯა+ე̀) "ის, ე!"

კომპიუტერული შესაძლებლობის გათვალისწინებით სახელმძღვანელოს დედნის გრაფემა ყველგან შეცვლილია უ̂ ასოთი, რადგანაც ქართული კბილბაგისმიერი ბგერის შესაბამისი ფონემა მხოლოდ ცაგერის რაიონის მო-საზღვრე სვანურ (ლენტეხურ) სოფლებშია დადასტურებული და იქაც ქარ-თულის გავლენით.

სხვათა სიტყვა სვანურში, ძირითადად, მესამეპირისეული კონსტრუქცი-ით გადმოიცემა. ჩვენ შევეცადეთ ქართულ თარგმანებში ფრჩხილებში გვე-ჩვენებინა შესაბამის ზმნათა თუ ნაცვალსახელთა ფორმები, რომ სვანური ტექსტები უფრო ადვილად გასაგები ყოფილიყო.

დასასრულ, უღრმესი მადლობის გრძნობით გვინდა მოვიხსენიოთ ქალბა-ტონები ნანა თოფურია და დოდო აბაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, სრული პროფესორები დამანა მელიქიშვილი და შუქია აფრიდონიძე გულ-წრფელი თანადგომისათვის წინამდებარე წიგნის გამოცემასთან დაკავშირე-ბული არაერთი პრობლემის გადაწყვეტისას.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის ბატონ ნუგზარ წიკლაურისა და ამავე გამომცემლობის რედაქტორის ქალბატონ ცირა ჯიშ-კარიანის დიდი ამაგი. სწორედ მათი დამსახურებაა პოლიგრაფიული თვალ-საზრისით ძალზე რთული სახელმძღვანელოს გამოცემა.

საპატიო პროფესორიიზა ჩანტლაძე
ასოცირებული პროფესორიქეთევან მარგიანი-დადვანი
მეცნიერი თანამშრომელიქეთევან მარგიანი-სუბარი
ფილოლოგიის მეცნ. დოქტორიივანე ლეჟავა