ლექსიკა
107. სვანური, თუმცა უმწერლობო ენაა, მდიდარია ლექსიკური ერთეუ-ლებით. განსაკუთრებით მრავალფეროვანია იგი საყოფაცხოვრებო სიტყვები-თა და ტერმინებით (სოფლის მეურნეობის დარგებისა და იარაღების სახელ-წოდებები, სარწმუნეობრივი ტერმინოლოგია და სხვა). სიმდიდრეს ქმნის:
ა) ერთისა და იმავე საგნისა თუ მოქმედების ორი და მეტი სახელი ყვე-ლა დიალექტში (მაგ.: და ძმისთვის არის დაჩუ̂ირ, დისთვის კი – უდილ, ძმა ძმისთვის მუხუ̂ბე-ა, ხოლო დისთვის – ჯჷმილ);
ბ) დიალექტებში სხვადასხვა სახელწოდებით ან ერთი სიტყვის სხვადა-სხვა მნიშვნელობით ხმარება (ბზ. ლიღრა̄̈ლ / ლშხ. ლიბრია̄ლ "მღერა");
გ) ერთი და იმავე ფუნქციის გამოხატვა სხვადასხვა აფიქსით (ქა ლჷნყე = ქა მჷნა̈ყ "გამომცხვარი");
დ) სიტყვათწარმოება აფიქსაციისა და კომპოზიციის მეშვეობით და სხვა.
ძირითადი ლექსიკური მარაგიდან ბევრი სვანური სიტყვა საერთო ძირის მქონეა ქართულ-ზანურთან, საერთო-ქართველურია, ბევრიც ნასესხებია. სესხება გამოწვეულია იმ ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობით, რომე-ლიც სვანებს ჰქონდათ ჩრდილო კავკასიის მოსახლეობასთან (ჩერქეზ-ყაბარდოელებთან, აფხაზებთან, ბალყარელებთან,...). ზანებთან ტომობრივი და სა-ხელმწიფოებრივი კავშირი ხომ ისტორიულია და მისი ზემოქმედებაც ძლი-ერია. ქართულის გავლენა ჩანს ქვემოსვანურსა და ბალსზემოურზე, მეგრუ-ლისა – ბალსქვემოურზე. ზანურის ფენა მთელ სვანურშია გამჯდარი. გარდა ამისა, ჩერქეზულის გრამატიკულ-ლექსიკური ფენაა გამოვლენილი სვა-ნურში. შეიმჩნევა აფხაზურის გავლენის კვალიც.
ამ მხრივ სვანური ლექსიკა სუბსტრატისა და სესხების შესასწავლად ხელშესახებ მასალას იძლევა. მასში შედის საზოგადოებრივი ურთიერთობის, ეკონომიკური, ტექნიკური და საერთოდ კულტურის დარგის სიტყვები და ტერმინები, მაგრამ ყოველი მათგანი ექვემდებარება სვანურის ფონეტიკურ-გრამატიკულ წესებს.
[pc note: the 107 section number is repeated between the Syntax section and Vocabulary section in the original text.]