მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი გ ვ ა რ ი
I ს ე რ ი ა
- 52. აწმყო. აწმყო ერთგზისია. მისი ფუძე დამთავრებულია -ე, -ი, -ა სუ-ფიქსებით ან ნულით. უკანასკნელი შედეგია -ი ან -ე სუფიქსის მოკვეცისა, რასაც ადასტურებს ფუძის ხმოვნის გაუმლაუტება (იღრა̄̈ლ < იღრა̄ლე "მღერის", ხოჟუ̂ეღ, ლშხ. ხოჟოღ "უძღვის"). ფუძე აწმყოში უცვლელია პი-რისა და რიცხვის ფორმებში. ძირითადი ნიშანი -ი უნდა ჩანდეს, -ე ბოლო-თუ შიგნიხმოვნიანია, უნდა იყოს მიღებული ფუძისეული ა-სა და -ი სუფიქსის კონტრაქციით (აკრ-ე < აკრა + -ი "აღებს"; ჷგემ < ,ჷგამ-ი "დგამს"), ხოლო ხ ა ჟ ხ ა ტიპის ზმნებში -ა I რეზულტატიურის ნიშანია.
- 53. ნამყო უწყვეტელი რთული წყობისაა. იგი იყენებს აწმყოს ფუძეს. მისი ძირითადი სუფიქსებია -ა, -და, -ჷნ, -ჷდ. -ა გვევლინება -ე სუფიქსიანებ-თან, -და კი -ი და ნულსუფიქსიანებთან; ეცერულში III პირში -ი სუფიქსია-ნები -უ̂'ს ირთავენ; -ა და -და-ს პარალელურად შეიძლება იყოს -ჷდ. -ჷნ, -დ, ერთვის ქონება-გრძნობის ზმნებს (verba sentiendi). I და II პირის ფორმა განსხვავდება III პირისაგან, რომელიც მრ. რიცხვში ფუძედაა გამოყენებული. I და II პირს დაბოლოებად მოუდის ბზ., ლნტ. -ა̈ს, -და̈ს, ბეჩ. -ასგუ̂, -დასგუ̂ ან -ა̈სგუ̂, -და̈სგუ̂ (უფრო გამარტივებული სახით -ა̈სუ̂, -და̈სუ̂), ეცერულში კი სულ მოკვეცილია. უმლაუტი გამოწვეულია, ალბათ, -ი-ს დაკარგვით, რომელიც წარმოდგენილია ლაშხურში I და II პირის -ის დაბოლოებაში.
ფორმანტთა ნაირგვარობასთან ერთად სირთულეს ქმნის ფუძეში მომ-ხდარი ფონეტიკური ცვლილებები: -ი იკვეცება ბალსზემოურსა და ქვემოსვა-ნურში, ამასთანავე, ბალსზემოურში წინა ხმოვანი უმლაუტდება და ერთმარცვლიან ფუძეში ხმოვანი გამოვლინდება (აჴნი "ხნავს", აჴა̈ნდა "ხნავდა"); -ა̄̈ლ, -ა̈ლ სუფიქსი უმლაუტს კარგავს, -ე-ს შემცველი თემატური სუფიქსები: -იე̄ლ, ეცრ. -ელ, -ემ,-ერ, -ე̄სგი, -ე̄შგი, -ე̄ლი, ეცრ. -ესგ/-ისგ, უშგ. -ელ-ი უწყვეტელში -ია̄ლ, ეცრ. -ალ სახეს იღებს, სხვა ბოლოსართებში ბალსზემოურში უმლაუტიანი -ა მოგვევლინება, რაც მოკვეცილ -ი სუფიქსთან ასიმილაციის შედეგია, ეცერულში კი -ა ჩანს (ჷგა̈მდა < ჷგამიდა, შდრ. ეცრ. ჷგამ "აგებდა"; ხოღა̄̈შგდა < ხოღა̄შგიდა, შდრ. ეცრ. ხოღაშგუ̂ "ართმევდა").
- 54. კონიუნქტივი7 I. საწარმოებელი სუფიქსია -დე, რომელიც დაერ-თვის აწმყოს ან ნამყო უწყვეტლის ფუძეს, რაც დამოკიდებულია კილოსა და ზმნის ფუძეზე. III პ. ნიშანია -ს ბოლოსართი. ბალსზემოურში (უშგულურის გამოკლებით) -ე სუფიქსიანებთან -დე-ს ე იკვეცება და საკომპენსაციოდ წინა -ე გრძელდება, სხვა ფუძეებს -დე̄დ მოუდით; ლენტეხურში ფუძის -ე იკვეცება და წინა ხმოვანი უმლაუტდება, ლაშხურში ფუძის ე და ი იკარგე-ბა და კავშირებითის ნიშნად -დე-ს გვერდით -ჷდე-ც გვაქვს, მაგრამ ბალსქვე-მოურში უწყვეტლის -ა და -ი სუფიქსიანებს იგივე -დე ერთვის.
- -დე სუფიქსში შეერთებულია უწყვეტლის -დ და კავშირებითის -ე ნიშ-ნები, რასაც ადასტურებს -ე-ს დამოუკიდებელი გამოყენება უწყვეტლის -ჷდ და ბალსქვემოურში -ჷნ სუფიქსებთან. ბზ. -დე̄დ მიღებული ჩანს -ედ და -დე სუფიქსთა კონტამინაციით.
კავშირებითი I-ის წარმოება გენეტურად საერთოა ქართულთან და მეგ-რულთან.
- 55. მყოფადუსრული მნიშვნელობით უდრის რუსულ შედგენილ მყო-ფადს (ხуუ̂у читხтჩ) და მეგრულ ი ჸ უ ა ფ უ ("იქნება") მეშველზმნიან კავში-რებითს ("წერდეს იქნება"). მისი ფორმანტებია -უნ-ი, ლშხ. -ჷნ-ი, ხოლო გარდაუვალ ზმნებთან ბზ., ლნტ. -ინ-ი, რომელიც დაერთვის -ე ან -ი მოკვე-ცილ აწმყოს ფუძეს. ფონეტიკურ მოვლენათაგან აღსანიშნავია: თუ ფუძე არ იკუმშება, მაშინ სუფიქსებს მოსდით რედუქცია და ჩვეულებრივ უ > უ̂, რო-მელიც წყვილბაგისმიერებთან იკარგება, ხოლო ამოღებული -ი- უმლაუტს იწვევს. გარდა ამისა, -ა̄̈ლ/-ა̈ლ უმლაუტს კარგავს, ხოლო ბზ., ეცრ. -იე̄ლ/-ელ, -ერ, -ე̄სგ-ი, -ე̄ლ-ი თემატური ნიშნების ე̄/ე > ბზ. ა̄, ა̄̈, ა̈ და ეცრ. -ა'დ.
- 56. თურმეობითი I (зხгლხзное I) რელატიური ზმნაა, აღნიშნავს უნახა-ობის აქტს და ითარგმნება თ უ რ მ ე ნაწილაკიანი ნამყო უწყვეტლით. სა-წარმოებელი სუფიქსებია ბქ. -უნ-ა და ბზ., ქსვ. -ინ-ა, დაერთვის სუფიქსმო-კვეცილ აწმყოს ფუძეს. როგორც რელატიურ ფორმას პრეფიქსად აქვს ა- ქვე-მოსვანურში და I და II პირს დაერთვის მეშველი ზმნა. თავკიდური -უ- თუ -ი-შეიძლება შეიკუმშოს და დარჩეს კვალი უ̂ ან -ი-ს ამოღებით (ხამა̄̈რ-ინ-ა‖ხამა̄̈რ-ნ-ა, ბქვ. ხამარ-უნ-ა "უმზადებდა თურმე", შდრ. ლნტ. ხახატა̈უ̂-ნ-ა "უხატავდა თურმე").
- 57. თურმეობითი II აბსოლუტური ზმნაა, რთული შედგენილობისა. იგი გამოხატავს უნახაობის აქტს, გადმოსცემს სხვისგან განაგონს, ითარგმნება დიალექტური ფორმით: ნა- პრეფიქსიანი მიმღეობა + მეშველი ზმნა. წარმო-ება ასეთია: აწმყოს ფუძეს დაერთვის პრეფიქსები ლჷ- + მა̈- და სუფიქსები -უნ + -ე ან მარტო -ე. ამათგან ლჷ- – -ე ნამყოს მიმღეობის აფიქსებია, რა-საც ადასტურებს ბოლოს მეშველი ზმნის დართვა და თავში ძირითადი პრე-ვერბის გამოყენების შესაძლებლობა. მა̈- დაცულია ლენტეხურში, იშვიათად სხვაგანაც, ა̈-ს უ მ ლ ა უ ტ ი ა უ ხ ს ნ ე ლ ი ა; მას კუმშავს ლჷ- თავ-სართი, -უნ სუფიქსი მოკვეცილი -ე-ს გავლენით, გაუმლაუტებულია და წარ-მოდგენილია -უ̈ნ, -უ̂ინ ან -ინ-ის სახით.
- -ე-ს შემონახვისას -უნ > -უ̂ნ და ბზ., ეცრ. -უ̂ დაიკარგება, დარჩება მარტო -ნ. ბზ., ლშხ. III პირის ნიშანი ლ- ეკვრის -ე სუფიქსს და აგრძელებს მას. უსუფიქსო ფორმები გავრცელებულია ლენტეხურში, შედარებით ნაკ-ლებადაა სხვაგან. მათ მეშველი ზმნა III პირში არ სჭირდებათ (ლჷმა̄̈ზ, ლჷმა̈ზ "მინავალა"). ლენტეხურში, -ე-ს მოკვეცის გამო, ფუძის ხმოვანი გაუმ-ლაუტებულია: ლჷმა̈ქა̈ჩ ლი "ჭრიდა თურმე".
მეშველი ზმნა შეიძლება იყოს ნამყოშიც და იშვიათად კავშირებით I-შიც. პრევერბთაგან უფრო ხშირად გამოყენებულია თანდებულ-პრევერბი, ძირითადი ზმნისწინი ნაკლებადაა (ალმა̄̈ზ < ან-ლჷმა̄̈ზ "მონავალა", ელმა̄̈ზ < ეს-ლჷ- მა̄̈ზ "მინავალა").
- 58. მყოფადსრული აღნაგობითაც და განსაკუთრებით მნიშვნელობით ემთხვევა პრევერბიან ქართულ და რუსულ მყოფადს. იგი იწარმოება სამი საშუალებით:
- 1. ძირითადი პრევერბი + აწმყოს ფუძე;
- 2. აწმყოს ფუძე + სუფიქსი;
- 3. პრევერბი + აწმყოს ფუძე + სუფიქსი.
გარდა ამისა, ზოგი ზმნის აწმყოს ფორმა მყოფადის მნიშვნელობითაც გვევლინება.
პირველი საშუალებით (პრევერბი + აწმყოს ფუძე) მყოფადს აწარმოებენ II ჯგუფის, ძირმონაცვლე და ზოგი ორთემიანი ზმნა (ა̈ტხე, ატხე "დააბრუ-ნებს", აწმყო: ტიხე; ადკუ̂ანნე "გააგდებს", აწმყო: აკვა̄/ანე; ლა̈ჲთჷრე, ლშხ. ლეჲთჷრე "დალევს", აწმყო: ითრე, ჷთრე... ნამყო წყვეტილი: ლ ი̄ყ, ლ ჲშ "დალია"...). ზოგჯერ ანალოგიით შეიძლება გაჩნდეს -ინ-ე სუფიქსი.
თუ ზმნის აწმყოს ფუძეს -ინ-ე ბოლოსართი აქვს, მყოფადში -ი- ელე-მენტი იკუმშება და ფუძეში აღდგება შეკუმშული უმლაუტიანი ხმოვანი (ა̈ნცხუ̂ა̈პნე "მოიტაცებს", აწმყო – იცხუ̂პინე, ლნტ. იცხუ̂ა̈პი).
მეორე საშუალება (-ი, -ე მოკვეცილი აწმყოს ფუძე + სუფიქსი) ნაკლებ გავრცელებულია. სუფიქსებად გამოყენებულია -ინ-ე ან -ი (ხა̈/აძგრ-ინ-ე, ლნტ. ხაძგერ-ნ-ე "აძგერებს", აწმყო ხა̈/აძგრი; ხა̄/ამნ-ი "აჭმევს", აწმყო ხა̄/ა-მნ-ე).
მესამე საშუალება (აწმყოს ფუძესთან პრევერბისა და სუფიქსის ერთდროული გამოყენება) ყველაზე უფრო გაბატონებულია სვანურში. სუფიქსებიდან ძალიან გავრცელებულია -ი, ბქვ. -ისგ (> ‖ ბეჩ. -ის). პირვან-დელი ჩანს -ისგ (ადხატუ̂-ი < ლნტ. ადახატა̈უ̂-ი, ბქვ. ადხატუ̂-ისგ ‖ ბეჩ. ადხატუ̂-ის "დახატავს", აწმყო ახტა̈უ̂ი).
მეორე სუფიქსია -ინ-ე, რომლის სინკოპირებული სახეა -ნ-ე. ამოღებული -ი- ფუძის ხმოვანს აუმლაუტებს ( დჴა̈ნ-ნ-ე, ლშხ. ჩუ̂ედჴანნე "მოხნავს", შდრ. ან-ჯბ-ი̄ნ-ე, ლშხ. ან-ჯაბ-ნ-ე < ლნტ. ან-აჯა̈ბ-ნ-ე "მოხარშავს"); ეგევე -ნ-ე
დაერთვის -ენ-ი სუფიქსებმოკვეცილ ზმნებს (ათლა̈წნე "დააწებებს", აწმყო: ალწ-ენ-ი), რასაც ადასტურებენ პარალელური ფორმები: ათლა̈წნე და ზსვ. ადჷლწინე და -ენ-ი სუფიქსების გვერდით -ი ან -ე ბოლოსართის ხმარება ზოგიერთ კილოში ერთსა და იმავე ზმნაში (ლშხ. აკრენი, მაგრამ ზსვ. აკრე "აღებს"; მყოფადში ლშხ. ჩუ̂ადკარნე < ლნტ. ადაკა̈რნე "გააღებს"; ბზ., ლშხ.
ალჯ-ენ-ი, ბქვ., ლნტ. ჷ/ალჯ-ი "რგავს", "კრავს", მყოფადში ან-ლა̈ჯ-ნ-ე
"შეკრავს", ათ-ლა̈ჯ-ნ-ე "დარგავს").
არის შემთხვევები, როცა ბზ., ქვსვ. -ი ბოლოსართს ენაცვლება -ნ-ე (ა̈ნმა̄̈რ-ი ‖ ანმა̄̈რნე "მოამზადებს"; ბზ., ლნტ. ლა̈ჲზუ̂ები ‖ ლა̈ჲზუ̂ებნე,
ლშხ. ლეჲზობი ‖ ლეჲზობნე "შეჭამს"). უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ -ნ-ე ანალოგიითაა გაჩენილი.
მესამე სუფიქსია -ე, რომელიც ბალსზემოურში -(ი)ნე'ს გვერდით იხ-
მარება (ა̈დლა̈ჯ-ნ-ე ‖ ა̈დლაჯ-ე "დაირგავს").
- 59. პირობითი თავისი წარმოებით მყოფადისეული ნამყო უწყვეტელია,
მნიშვნელობითაც უდრის ქართულის მყოფადისეულ ნამყოს, ანუ ხოლმეო-
ბითს. ნამყო უწყვეტლის ნიშნებში სხვაობაა დიალექტთა მიხედვით -ი ან -ისგ სუფიქსიან ფორმებში: ბზ. -ი̄ს იხმარება, ბქვ. -ისგ-ის ადგილას -ასგუ̂, ლნტ. -ოლ, ხოლო ლაშხურში I დაII პირში ყველგან ერთვის -ინ, მაგრამ III პირში – -ა სუფიქსი, რომელიც წინა ი ხმოვანს კუმშავს.
- -ემ, -ერ და სხვა ორთემიანი ზმნები ბზ. -(ი)ნე-ს დართვასთან ერთად ფუძის -ე-ს წარმოგვიდგენენ -ა̈-ს (ეცრ. ა) სახით და იყენებენ ბოლოსართ -უ̂-ს (ა̈ნ-კა̈დ-ნ-ა, ეცრ. ა̈ნ-კად-უ̂ "აიღებდა"). ვარაუდობენ, რომ ბალსზემოურში აქ აბლაუტი კი არ არის, არამედ – სუფიქსისეული -ა-ს გამოვლენა.
პირობითი იწარმოება -ი მოკვეცილი მყოფადუსრულისგან -ო̄ლ, -ოლ სუფიქსის მეშვეობით, ოღონდ ეცერულში -ი მოკვეცილია I და II პირში (ზოგან -უნ უმლაუტიანია), III პირს კი -ი-ს შემდეგ -უ̂ ახლავს.
II ს ე რ ი ა
- 60. ნამყო წყვეტილის მოდელი სავსებით ქართულისებურია. მასში შე-დის პრევერბი (მარტივი ან რთული) + პირის ნიშანი + მაქცევარი + ზმნის ფუძე + -ე სუფიქსი ან ნულნიშანი. -ე ნამყო წყვეტილის საწარმოებელი სუ-ფიქსია, ოღონდ I და II პირში მოკვეცილია და წინა ხმოვანი გაუმლაუტებუ-ლია (ლაშხურის გამოკლებით), III პირში კი დაცულია, მაგრამ იწვევს წინა ხმოვნის რედუქციას (ლენტეხურის გამოკლებით) ორ და მეტმარცვლიანებ-
ში. მაქცევრებიდან ზემოსვანურსა და ლაშხურში ყველა ნიშანი,
ლენტეხურში კი მხოლოდ ი- არის ამოღებული, ამიტომ ლენტეხურის ჩვენება და ხალხური სიმღერების მონაცემები ფრიად მნიშვნელოვანია ადრინდელი ფორმის აღსადგენად.
I პ. ოთხატა̈უ̂ < ლნტ. ათუ̂ახატა̈უ̂ "დავხატე"
- II პ. ათხატა̈უ̂ ათახატა̈უ̂
- III პ. ადხატუ̂-ე ადახატა̈უ̂ე
ნულსუფიქსიანები ქართულ მ ო კ ა ლ ტიპის ზმნებს მოგვაგონებენ, სა-დაც I და II პირში ნიშანი არ ჩანს, ხოლო მესამე პირში ფუძის ხმოვანი უმ-ლაუტიანია, რაც გვავარაუდებინებს -ე სუფიქსის მოკვეცას. ეს ნაგულისხმე-ბი -ე ქართ. -ა-ს შესატყვისი უნდა იყოს. ამ ტიპს შეადგენენ I ჯგუფის ერთი ნაწილი და II ჯგუფის თითქმის ყველა ზმნა. ა მ ა თ, თ უ მ ა ქ ც ე ვ ა რ ი ა რ ა ა ქ ვ თ, პრევერბად მოუდით ა-, რომელიც I და II პირში მახვილს ატარებს, III პირში კი მახვილი გადადის შიგნითა ხმოვანზე.
I პ. | ო ღაფ | "შევღებე" | ხუ̂ა̈ ყრ "ვუყავ" |
II პ. | ა ღაფ | ხა̈ ყრ | |
III პ. | აღა̈ ფ | ხაყე რ, ლნტ. ხა̈ყე რ |
-ე სუფიქსიან ზმნათა გარკვეული ნაწილი პრევერბს არ იყენებს და მა-ინც სრული ასპექტისაა. ამ მხრივ ემთხვევა ქართულს და ამტკიცებს, რომ პრევერბის ფუნქცია – სრული ასპექტის გამოხატვა – მეორეულია.
აღსანიშნავია, რომ გარდაუვალი ზმნები, რომელთაც ნამყო უწყვეტელ-ში -ჷნ, -დ-ა, ეცრ. -უ̂ სუფიქსი მოუდით, რ და ნ მონაცვლეა ან -ო̄ნ, -ონ ელემენტი გამოევლინებათ, ნამყო წყვეტილის შინაარსის გადმოსაცემად პრევერბს დაირთავენ და მიიღება ასეთი ფორმულა: პრევერბი + ნამყო უსრული = ნამყო წყვეტილს. აშკარაა, რომ აქ სრულ ასპექტთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე – წყვეტილის თავისებურ წარმოებასთან (ხალტჷნდა "უყვარდა" – ლახლატჷნ{და}, ლშხ. ლახლატჷ̄ნ{და} < ლნტ. ლახალატჷნდა "შეუყვარდა"; აწმყო: ხალა̈ტ "უყვარს". ხაჟანდა "სწყინდებოდა" – ახჟანდა < ლნტ. ჟ'ახაჟანდა "მოსწყინდა"; აწმყო: ხაჟა̈რ "სწყინდება").
ნამყო წყვეტილის სუფიქსთა ტაბულა | |||
პირი | ფუძეში | სუფიქსი | ფუძეში სუფიქსი |
I პ. | უმლაუტი | – < -,ე | ფუძე |
II პ. | უმლაუტი | – < -,ე | ფუძე |
III პ. | -ე | უმლაუტი – < -,ე |
- 61. კონიუნქტივი II მთლიანად იმეორებს ნამყო წყვეტილის -ე მოკვე-ცილ ფუძეს და საწარმოებლად იყენებს -ა, -ე ან -ი სუფიქსს. მხ. რ. III პი-რის ნიშანია -ს. ბოლოსართები ასეა განაწილებული:
- -ა ერთვის ნამყო წყვეტილის -ე სუფიქსიან ზმნებს (ადკალუ̂-ა-ს < ლნტ. ადაკალაუ̂-ა-ს "გალეწოს"); -ე სუფიქსი აწარმოებს II ჯგუფის ზმნებს, რო-მელთაც ფუძეში ჷ ან (უ̂ჷ >) უ ექნებათ (ადჷგ-ე-ს "გააქროს", აკუშ-ე-ს "გა-ტეხოს"), ხოლო -ი მოუდით ნულნიშნიანებს, აღა̈ფ ("შეღება") ტიპისას (აჴნ-ი-ს "მოხნას", ანჯბ-ი-ს "მოხარშოს", ნამყო წყვეტილში: აჴა̈ნ, ანჯა̈ბ).
II ჯგუფის ზმნებთან -ე სუფიქსის პარალელურად იხმარება -ა (ბზ.), -ი (ლნტ.) და -ა ან -ი (ლშხ.) (ბქვ. ადჷგ-ე-ს, ბზ. ადჷგ-ა-ს, ლნტ. ადჷგ-ი-ს, ლშხ. ადჷგ-ი-ს ‖ ადჷგ-ა-ს "გააქროს").
I ჯგუფის ზმნები, -ი სუფიქსის გარდა, -ე-ს და ბალსზემოურ-ქვემოსვა-ნურში -ა-საც ხშირად იყენებენ (ა̈ნთჷშ-ე-ს, ბზ., ლნტ. ა̈ნთჷშ-ა-ს ‖ ლნტ. ა̈ნთჷშ-ი-ს "აირჩიოს").
ბალსზემოურსა და ლენტეხურში შეიძლება კონიუნქტივი II-ს -ი ნიშანი მოიკვეცოს და მისი კვალი ჩანდეს ფუძის ხმოვნის გაუმლაუტებით ან ჷ-ს გა-დასვლით -ი-დ (ბზ. ქ'ო̄თჟუ̂ეღის > ქ'ო̄თჟუ̂ეღ-ს "გაუძღვეს").
ნამყო უწყვეტლისაგან პრევერბით განსხვავებული სრული ასპექტის (-ჷნ, -დ... სუფიქსიანი) ზმნები კონიუნქტივ II-ს პრევერბითვე განარჩევენ კონი-უნქტივი I-საგან (ხალტჷნდე̄დს, ხალტჷნეს "უყვარდეს", მაგრამ ლახ-ლატჷნდე̄დს, ლახლატჷნეს "შეუყვარდეს").
კონიუნქტივ II-ის სუფიქსთა შორის -ე ძირითადი და ყველაზე ადრინდე-ლი ჩანს; -ი ეგების პერმანსივის სუფიქსი იყოს; -ა ა ს ა ხ ს ნ ე ლ ი ა ქ ა რ-თ უ ლ შ ი ც და ს ვ ა ნ უ რ შ ი ც, ი გ ი მ ე ო რ ე უ ლ ი ა.
- 62. ბრძანებითი კილო აქვეა განხილული და არა ცალკე იმის გამო, რომ მას საკუთარი წარმოება არა აქვს და თანაც იყენებს თხრობითი და კო-ნიუნქტივი კილოს ფორმებს. შინაარსობრივად ბრძანებითი სამგვარია: კატე-გორიული (წართქმითი), თხოვნითი და უკუთქმითი.
კ ა ტ ე გ ო რ ი უ ლ ი (წართქმითი) ბრძანებითი II პირისათვის მიმარ-თავს ნამყო წყვეტილის ფორმებს, ოღონდ ნაცვალსახელები არ იხმარება; თავკიდურ ხმოვანზე დასმული მახვილის გავლენით ზმნის ბოლო მარცვალში თანხმოვანი ხშირად იკვეცება. თუ ზმნას ნამყო წყვეტილის წარმოება არ ძა-ლუძს, მაშინ ნამყო უწყვეტლის ფორმაა აღებული (ჩუ̂ათხატა̈/აუ̂, ლნტ. ჩუ̂ათახატა̈უ̂ "დახატე", მაგრამ სგურდა̈ს, სგურდ "იჯექ").
- III და მრ. რ. I პირისათვის სვანური, ახალი ქართულის მსგავსად, იყენებს კავშირებითი II-ის შესაბამის ფორმებს (ჩუ̂ალხატუ̂-ა-დ < ლნტ. ჩუ̂ალა-ხატაუ̂-ა-დ "დავხატოთ", ჩუ̂ადხატუ̂-ა-ს < ლნტ. ჩუ̂ადახატაუ̂-ა-ს "დახატოს").
თ ხ ო ვ ნ ი თ ი ბრძანებითი ემყარება ნამყო უწყვეტლის ფორმებს: სი ლოცს ხიჩოდა̈ს ი მეჴჷ̄რა̄ლდა̈ს – "შენ ლოცულობდე ("ლოცვას ი-ქმ-ოდ-ე") და მეხვეწებოდე". თ ა ვ ი ს ი მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ი თ ა და ნ ა წ ი ლ ო ბ-რ ი ვ ა ღ ნ ა გ ო ბ ი თ ს ვ ა ნ უ რ ი მ ო გ ვ ა გ ო ნ ე ბ ს ფ შ ა უ რ-ხ ე ვ ს უ რ უ ლ-თ უ შ უ რ ს.
უ კ უ თ ქ მ ი თ ი ბრძანებითი ორგვარია: აკრძალვითი და უარყოფითი. პირველი იყენებს აკრძალვის ნომ, ლშხ. ნო̄მ, ბზ. ნო̄მის და ნემ ნაწილაკსა და აწმყოს ფორმას (ნომ ‖ნემ ხიჩო "ნუ შვრები", ნომ ‖ ნემ იჩო "ნუ
შვრება", ასეა მრ.რიცხვშიც). მეორე (უარყოფითი) ბრძანებითი ხმარობს ნა-წილაკს ნომა, ნო̄სა, ლნტ. ნომა ‖ ნოსა ‖ ნო ("არ") და კავშირებით II-ს (ნომა ჩუ̂ემინეს, ლნტ. ნომა ‖ ნოსა ‖ ნო ჩომინეს "არ ქნას", ეცრ. ნომა ჩემნედ "არ ქნათ").
- 63. III სერიაში მოქმედებითი გვარის ზმნების დრო-კილოთა ფორმები ინ-ვერსიულია: ქვემდებარე მიცემითშია, დამატება – სახელობითში. წყობა, ჩვე-ულებრივ, ობიექტურია, შეიძლება სუბიექტურიც იყოს, ქცევა სასხვისოა. გარ-დაუვალი რელატიური ზმნები ა- პრეფიქსიანია. საშუალი გვარის გრძნობა-ქონების გამომხატველი ზმნებიც ინვერსიულია, სხვა საშუალი და აგრეთვე ვნებითი გვარისა – არა. უკანასკნელთან ქვემდებარე სახელობითშია, დამატე-ბა კი – მიცემითში. მიცემითში დასმული სახელი ქვემდებარედაა გაგებული (თუ ირიბ დამატებად), III პირი ობიექტური თავსართით აღინიშნება.
- 64. შედეგობითი (რეზულტატიური) I წარმოებით ქართულისაგან ძა-ლიან განსხვავდება, მაგრამ ჰგავს მეგრულისას. მისი საწარმოებელი სუფიქ-სი ყველა ზმნასთან არის -ა, რომელსაც ქვსვ. I და II პირში დაერთვის მეშვე-ლი ზმნა აწმყოში და ლაშხურში -ა გრძელდება (მიმა̄რ-ა, მიმარ-ა "მიმზადე-ბია"). ა- პრეფიქსიან გარდაუვალ და აწმყოს სტატიკურ ფორმებს -ა ბოლო-სართის წინ ხშირად ჩაერთვის -ე̄ნ/-ენ სუფიქსი (ხახლ-ე̄/ენ-ა, ლნტ. ხახალ-ა "სცოდნია"; ხა̈/ამთქუ̂-ე̄/ენ-ა "სჩვევია", აწმყო ხა̈/ამთქუ̂ა). II ჯგუფის მოქმედე-ბითი გვარის ზმნათა ი გრძელდება (ოხუ̂კი̄და "აუღია", ოთკუ̂ი̄შა "გაუტეხია").
საფუძვლად აღებულია, ჩვეულებრივ, II სერიის ზმნათა საერთო ფუძე, თუმცა აწმყოსიც არაა გამორიცხული, მეტადრე ლენტეხურში. II სერიის ფუძე თვალსაჩინოდ ჩანს ძირმონაცვლე და და ორფუძიან ზმნებში (ხოქუ̂თა, ხოქუ̂ითა "მოუპარავს", აწმყოში იქუ̂თერ, ნამყო წყვეტილში ა̈დქუ̂ით, ლშხ. ედქუ̂ით-ე; ხო̄ქუ̂ა, ხოქუ̂ა "უთქვამს", მაგრამ რა̄̈ქუ̂, რა̈ქუ̂ე "თქვა", შდრ. ხოგა, ლნტ. ხოგემა "აუგია", აწმყოში: ჷ/აგემ "აგებს").
- 65. შედეგობითი (რეზულტატიური) II იგივე ნამყო წინარეწარსულია (პლუსკვამპერფექტი) და შინაარსობრივად ქართული თურმეობითი II-ის ბადალია. მთლიანად ემყარება რეზულტატიურ I-ს, ოღონდ -ა სუფიქსის ნაცვლად დაირთავს ყველა პირში -ა̄̈ნ, ლშხ. -ა̄ნ/-ე̄ნ, ეცრ. -ა̈ნ, ბეჩ., ლნტ. -ან სუფიქსს (ხოხტაუ̂ა̄̈ნ, ლშხ. ხოხტაუ̂ა̄/ე̄ნ, ეცრ. ხოხტაუ̂ა̈ნ < ლნტ. ხოხტაუ̂ან "{და}ეხატა"). უნდა ვიფიქროთ, რომ აქ ფორმანტის უნიფიკაციასთან გვაქვს საქმე: I და II პირში მოსალოდნელი იყო ბალსზემოურში -ა̈ნ, სხვა დიალექ-ტებში კი – -ენ. დავსძენთ, რომ შეიძლება ქვემოსვანურში I და II პ. მეშვე-ლი ზმნის ნამყოს ფორმა დაიმატოს (ოთქაჩა̄/ე̄ნ-ხუ̂ეს "დავჭროდი"); -ე̄ნ ‖ -ენ სუფიქსი ხშირად უგულებელყოფილია: ათხატუ̂ა̄̈ნ, ათხატუ̂ა̄/ე̄ნ, ეცრ. ათ-ხატუ̂ა̈ნ <ლნტ. ათახატაუ̂ა̈ნ, თუმცა პარალელურად დასაშვებია ათხატუ̂-ენ-ა̄ნ, ეცრ. ათხატუ̂ენა̈ნ "დახატოდა".
ყურადღებას იქცევს -ა სუფიქსიანი სტატიკური ზმნები. ისინი, კონიუნ-ქტივი II-ის სუფიქსის დართვის გარდა, ა- თავსართს ცვლიან ვნებითის ე-პრეფიქსით და ბოლოში ხშირად იმატებენ ბალსზემოურსა და ლაშხურში ნამყო უწყვეტლის -და ნიშანს (ხეჟხა̄̈ნ{და}, ლშხ. ხეჲშხა̄ნ{და}, ეცრ. ხეშხა̈ნ "ერქვა", აწმყო: ხაჟხა, ლშხ. ხა̄ჲშხა "ჰქვია"). არის შემთხვევები, რომ -ა̄̈ნ, -ა̄ნ, -ა̈ნ, -ან სუფიქსს ენაცვლება ნამყო უწყვეტელში გამოვლენილი -ონ ან -ჷნ ბოლოსართი (ბზ. ხებჟა̄̈ნ{და}, ლშხ. ხებჟა̄ნ, მაგრამ ლნტ. ხაბაჟჷნ{და}, ეცრ. ხებჟჷნ "ეგონა"). გარდა ამისა, შეიძლება პარალელურად გვქონდეს როგორც ა- და ვნებითის ე- თავსართი, ისე იმავდროულად სუფიქსებიც (ბზ. ხებ-ჟა̄̈ნ{და} ‖ ხაბჟჷნ "ეგონა"). ამას თავისი ახსნა მოეპოვება.
-ა სუფიქსიან სტატიკურ ზმნებს აწმყოს მნიშვნელობა მიენიჭა და ნამყო წინარეწარსულს – ნამყო უწყვეტლისა, რაც სათანადო -ჷნ ‖ -ჷნ-და სუფიქ-სით გამოიხატა, ხოლო ა- თავსართიან და -ა̄̈ნ ‖ -ა̄ნ ‖ -ა̈ნ ‖ -ან ბოლოსართია-ნებს – ნამყო წინარეწარსულისა (ხა̈მჲედა̄̈ნ "შეეძლო"), რაც პოულობს თავის ანალოგს ქართულში: ჰგონია – ეგონა და ჰგონებია – ჰგონებოდა.
- 66. კონიუნქტივი III თავისი სუფიქსით ვნებითი გვარის ნამყო წყვეტილს ჰგავს. ესაა: ბზ. ლშხ. -ე̄ნ ‖ ბქვ. -ენ-ე; აქაც მხ. რ. III პირის მაჩვენებელია -ს ბოლოსართი; ფუძედ იყენებს ნამყო წინარეწარსულს (ათქაჩე̄ნს, ეცრ. ათქაჩენს ‖ ათქაჩენეს < ლნტ. ათაქაჩენს "დასჭროდეს"). ბალსქვემოურში -ენ სუფიქსს კავშირებითის საერთო -ე ნიშანი ახლავს (ეცრ. ათკუშურენს ‖ ათკუშურენეს ან კიდევ გასაძლიერებლად – ე: ათკუშურენესე
"დამსხვრეოდეს"). ლაშხურში ერთვის კავშირებითი I-ის -დე, -დე̄დ ან -ე სუფიქსი (ათმეჩე̄ნდეს "დაჰბერებოდეს").
საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ კავშირებითი III იშვიათად იხმარება. მის ნაცვლად -უ (> უ̂), ბქვ. -ოუ̂, -უუ̂, -ოღ "მცა" ნაწილაკიანი ნამყო წინა-
რეწარსულია გამოყენებული. ამ მხრივ იგი ქართულს ემთხვევა, ოღონდ შე-საბამისი -მცა ნაწილაკი ამჟამად აღარ გვხვდება.
- 67. მეშველი ზმნის დართვა. ქვემოსვანურში მეშველი ზმნის აწმყოს ფორმები დაერთვის ყველა ზმნის I სერიის დრო-კილოებს I და II პირში, ხო-ლო ნამყოს ფორმები – II და III სერიისას. ლაშხურში წინამავალი ხმოვანი გრძელდება (ხოტხე̄ხუ̂ი, ლნტ. ხუტხეხუ̂ი "ვუბრუნებ", ოთკალა̄უ̂-ხუ̂ეს < ლნტ. ათუ̂კალა̈უ̂-ხუ̂ეს "გავლეწე"). თუ ზმნას ნამყო უწყვეტელში სუფიქსი აქვს, მაშინ მეშველი ზმნა არ იხმარება (ხუ̂ამა̄რის "ვამზადებდი", ლნტ. ხუ̂არდა̈ს, მაგრამ ხუ̂არდ-ხუ̂ეს "ვიყავი").
- 68. ასპექტი ორგვარია: სრული და უსრული. სრული ასპექტი გამოხატუ-ლია პრევერბით მოქმედებითი და ვნებითი გვარის ზმნებთან I სერიის მყოფადის წრისა და II და III სერიის დრო-კილოთა ფორმებში. არის ერთი ნაწილი ზმნე-ბისა, რომელნიც უპრევერბოდაც აღნიშნავენ სრულ ასპექტს (რა̄̈ქუ̂ "თქვა", ხოს-გუ̂ეჯ "უბრძანა"), ამას კი გარკვეული მნიშვნელობა აქვს ასპექტის ისტორიისა-თვის, ერთი მხრივ, და პრევერბის მეორეული ფუნქციის მტკიცებისათვის, მეორე მხრივ. საშუალ ზმნებთან პრევერბი ასპექტს არ უჩვენებს.
უთუოდ გადმონაშთია, რომ თხოვნითი ბრძანებითისათვის გამოყენებუ-ლი ნამყო უწყვეტლის ფორმები მრავალგზისობის გაგებას იძლევიან.