მოკლე ცნობები დიალექტთა შესახებ
- 108. სვანურში გამოყოფილია ო თ ხ ი მ თ ა ვ ა რ ი დ ი ა ლ ე ქ ტ ი: ბალსზემოური, ბალსქვემოური, ლაშხური და ლენტეხური. მათ კლასიფიკა-ციას საფუძვლად უძევს სამი ძირითადი ფონეტიკური მოვლენა: ხმოვანთა სიგრძე, უმლაუტი და რედუქცია. გრძელი ხმოვნები აქვს ბალსზემოურსა და ლაშხურს, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან უმლაუტით: ლაშხურს უმლაუტი არ ახასიათებს. ბალსქვემოურსა და ლენტეხურს ბალსზემოურთან აერთიანებს უმლაუტი, მაგრამ აშორებს მისგან ხმოვნის სიგრძე, ხოლო ლენ-ტეხურს ბალსქვემოურისგან – რედუქციის სისუსტე. ამგვარად, ბალსზემო-ურის ნიშნებია: გ რ ძ ე ლ ი ხ მ ო ვ ნ ე ბ ი, რ ე დ უ ქ ც ი ა და უ მ ლ ა უ ტ ი, ლაშხურისა – გ რ ძ ე ლ ი ხ მ ო ვ ნ ე ბ ი და რ ე დ უ-
ქ ც ი ა, ბალსქვემოურისა – რ ე დ უ ქ ც ი ა და უ მ ლ ა უ ტ ი,
ლენტეხურისა – ს უ ს ტ ი რ ე დ უ ქ ც ი ა და უ მ ლ ა უ ტ ი.
გარდა ამისა, მათ განასხვავებს ერთმანეთისაგან ბრუნებისა და უღვლი-ლების, აგრეთვე ლექსიკური თავისებურებანი.
- 109. ბალსზემოური კილო ყველაზე უფრო მდიდარია ბგერითი შედგე-ნილობითა და ფონეტიკური პროცესებით, ყველაზე უკეთ აქვს შემონახული არქაიზმები, ჩნდება ნეოლოგიზმები. მასში გამოიყოფა ორი განაპირა კილო-კავი: აღმოსავლეთით – უშგულური და დასავლეთით – ლატალური. ნ. მა-რის მიერ გამოცალკევებული ხალდური, იფარული, მუჟალ-მულახური უმნიშვნელოდ განსხვავდება მესტიურისაგან და კილოკავებს არ წარმოადგენენ.
- 110. უშგულური ბალსზემოურის კილოკავია; იგი საკმაოდ დაშორებუ-ლია ქვემოსვანურს, მაგრამ ლაშხურის გავლენა მაინც განუცდია როგორც I ობიექტური პირის ფორმებში, ისე ზოგი დრო-კილოს წარმოებაში.
ფონეტიკურ თავისებურებათაგან აღსანიშნავია:
ა) ი ხმოვნის უძლურება უმლაუტის გამოწვევაში, როცა ი წარმოდგენი-ლია (მაგ.: იდგარი "კვდება", ხუ̂აშიხდა̈ს "ვწვავდი", მაგრამ ხუ̂ა̈შხი "ვწვავ"), თუმცა გვაქვს უმლაუტიანი ფორმები: ნა̈ჲ ‖ ნა̈ "ჩვენ", სგა̈ჲ ‖ სგა̈ "თქვენ", მა̈ჲ ‖ მა̈ "რა" და ა. შ.
ბ) ე-ს აბლაუტი ა̈/ა-დ ცნობილია მთელი სვანურისათვის I და II ჯგუფის ვნებითის ფორმებში და სახელთა ფუძეებში (ჴედნი "მოდის" – ანჴა̈დ "მოვი-და"; ა̈ნმა̄რა̄̈ნ < ა̈ნმა̄რე̄ნ "მომზადდა"... მეგა̈მ < მეგემ "ხე"; ნა̈ბოზ < ნებოზ "საღამო" და სხვა). უშგულურში ეს მოვლენა ძალზე ხშირია, იგი გვაქვს არა მარტო კილოებში შენიშნულ შემთხვევებში, არამედ სახელებში და ზმნათა I თურმეობითში, ნამყო უწყვეტელსა და კონიუნქტივ II-ში და ა. შ. (კა̄̈სა̈რ = კე̄სა̈რ "კეისარი", ჴა̈ფა̈ = ჴეფა̈ჲ "კბენია"... ადმა̈შხე "გააშავა", ადმა̈შხას "გა-აშავოს" (შდრ. მეშხე "შავი"), ჩოთმა̈ჩა "დავაბერო" (შდრ. მეჩი "მოხუცი")..., 89
უფროობით ხარისხში ე̄ნ > ა̄̈ნ: მაჩა̄̈ნე (= მაჩე̄ნე) "ყველაზე უკეთესი" და სხვა.
გ) პრევერბისეული უმლაუტიანი ა̈ ემსგავსება სუბიექტის I პირის უ̂ ნი-შანს და ო-დ იქცევა, როგორც კალურსა და იფარულშია.
დ) ჩუ ზმნისწინი გამარტივებულია ჩ-ს სახით: ჩადგა̈რ "მოკლა".
ე) მოქმედებით ბრუნვაში -შუ̂ ნიშანი ვერ იმსგავსებს ფუძის ბო-
ლოკიდურ ა-სა და ე-ს: დი̄ნაუ̂შ "გოგონათი", მა̄რეუ̂შ "კაცით"...
ვ) ლექსიკური შეხვედრებია ლაშხურთან: ჲეხუ̂ "ცოლი", ქაბნა "ხბო"... არის თავისებურება, საფიქრებელია, ძველი: აჯა "ის", აჯჟი "ისე", აჯზუმ "იმ-დენი", აჩას "იმას", აჩჷნქა "იმის გარდა" და სხვ.
- 111. ლატალური უშუალო მეზობლობაშია ბალსქვემოურის ბეჩოურ კი-ლოკავთან და, ეტყობა, საკმაო გავლენაც განიცადა, მაგრამ აქვს საკუთარი თავისებურებებიც. აი, ზოგი მათგანი:
ა) დელაბიალიზაცია ხშირად უ̂ე და უ̂ი კიმპლექსებისა: ჩემინ "ქმნა", მინდერ "მინდორი", ლა̈ხჭედდა "ჰკითხა", ჯინელ "ძველი", ცირე "ტოვებს", აგრეთვე უ̂-ს დაკარგვა თანხმოვანთა შორის: ფიშდე "უშვებს"... ლემ "ლომი", თეთნე "თეთრი" და სხვა. უ̂ე კომპლექსის დელაბიალიზაცია გავრცელებუ-ლია ბალსქვემოურში.
ბ) ჲ-ს ჩართვა ხმოვანთა შორის: ხოხაჲა? "იცის?"
გ) მოქმედებითის -შუ̂ ნიშნის შ-დ წარმოდგენა: მაყალშ "შიშით",
შგურშ "სირცხვილით".
დ) ჩუ პრევერბის ჩ-დ ხმარება, როგორც ეს უშგულურშია: ჩანჴა̈დ "ჩა-მოვიდა", ჩადგან "მოკვდა"...
ე) საერთო ლექსიკური ერთეულები ბალსქვემოურთან: ლა̈იდ "მთლად", ფა̈მლი "ყმა", ნაურ "ვაჟი", ეჩეგ "იქ" და სხვა.
- 112. ბალსქვემოური ყველა კილოზე უფრო დაქუცმაცებულია, თუმცა ხევები თუ თემები არც ისე დაშორებულია ერთმანეთისაგან და არც ბუნებ-რივი დაბრკოლებებია მათ შორის გადასალახავი. ბალსქვემოური აერთი-ანებს ძველთაგანვე არსებულ საზოგადოებათა მეტყველებას: ბეჩოურს, ცხუ-მარულს, ეცერულს, ფარულს, ჩუბეხეურსა და ლახამულურს. განსაკუთრე-ბით გამოირჩევა ლახამულური. ზოგ კილოკავს შორის სხვაობა იმდენად ნა-თელია, რომ თვით სვანებიც კი აღნიშნავენ თავისებურებებს. სხვაობა შეიმ-ჩნევა არა მარტო ერთი საზოგადოების სოფლების მოსახლეობის მეტყვე-ლებათა შორის, არამედ მეზობელი ოჯახებისა და, რაც საინტერესოა, ერთი ოჯახის წევრთა მეტყველებაშიც. საგანგებოდ აღსანიშნავია სხვაობა ძველი და ახალი თაობის მეტყველებათა შორის. ამას თავისი მიზეზები
აქვს: ისტორიულ-ეთნოგრაფიული და თანამედროვე კულტურული გან-ვითარების მხრივ.
- 113. ბეჩოური მეზობელი კილოკავია ლატალურისა და, ბუნებრივია, მა-თი ურთიერთგავლენა. ბეჩოურში საკმაოდ ფართოდ ჩანს ბალსზემოურის მოვლენები, უთუოდ ლატალურის გავლენის მეშვეობით.
ფონეტიკური თავისებურებებია:
ა) უმლაუტის შესუსტება არა მარტო მოსალოდნელი გრძელი ხმოვნისა, არამედ მოკლისაც: ბაზი "ამაღამ", მაზიგ "ჭირი"...
ბ) ე-ს აბლაუტი ა-დ; (ნაცვლად ბალსზემოურ-ეცერული ა̈-სი): აჩად "წა-ვიდა", ა̈დსოყან "გაგიჟდა", ლაბამ "დასაბამი",...
გ) ბზ. -ა̄̈ლ, ეცერ. -ა̈ლ-ის ნაცვლად -ალ ფორმანტის ხმარება: იღრალ "მღერის", იზელალ "დადის"...
დ) უ̂-ს უგულებელყოფა: ისგ "ვაშლი", ხოხრა "უმცროსი", ჩუქან "ქვეშ"...
ე) აღმავალი დიფთონგის ჲ-ს ნაცვლად ლ-ს ხმარება: ლერ "ვინ", ლერხი "ზოგი"...
მორფოლოგიიდან აღსანიშნავია:
ვ) ნათესაობითში -(ი)შ სუფიქსის გამოყენება -ემ ბოლოსართის პარა-ლელურად და ბალსზემოურის მსგავსად მსაზღვრელთან შ-ს დაკარგვა: ბოგა̈ პილს "ხიდის პირას"...
ზ) ზოგი დრო-კილოს წარმოებაში ხელშესახებია თავისებური ვითარება: ნამყო უწყვეტელში, I და II პირში, -ასგუ̂ და -დასგუ̂ სუფიქსთა და მათ ვა-რიანტთა (-ა̈სგუ̂, -და̈სგუ̂, -ა̈/ასუ̂, -და̈/ასუ̂,...) ხმარება, ზმნის ფუძისეული -ი სუფიქსის შემონახვა და სხვა.
- 114. ეცერული უმთავრესად ფონეტიკური და მორფოლოგიური თავი-სებურებებით ხასიათდება:
ა) უმლაუტს იწვევს ე ხმოვანიც, როცა ის შეკუმშული არ არის: ნა̈გემ "ნაგები", ნა̈რდეუ̂ "ნამყოფი", ლა̈ლემ "შეჭამა",...
ბ) -ა̈ჲ > ა̈: ნა̈ "ჩვენ", ზა̈ "წელიწადი", კაპრა̈ "ნიკაპი", ლეღუ̂ა̈ "ხორცის მოყვარული"...
გ) უ̂ე-ს მოსდის დელაბიალიზაცია და რჩება ე: გეშ "საქმე", ტეტ "ტო-ტი", "თათი"; გეჭ "გოჭი"...
დ) -იე̄ლ, -იელ სუფიქსის ნაცვლად წარმოდგენილია -ელ: ხეჭუ̂დელ "ეკითხება", ირბელ "ხაბაზობს"...
ე) II პირის ობიექტური ნიშანი ჯ > ჲ: აჯკუ̂ეშა ‖ აჲკუ̂ეშა "გაგტეხია";
ვ) თანდებულია -ლისგა ("ში"): თხუმლისგა "თავში", დაუ̂ითიშლისგა "დავითისაში".
მორფოლოგიური სხვაობა ხელშესახებია ბრუნებაშიც და უღვლილება-შიც.
- 115. ცხუმარული მეტყველება განსხვავებულია ძველ და ახალ თაობათა მიხედვით. ძველი თაობა იცავს ეცერულ მოვლენებს, რამდენადაც ცხუმარუ-ლი ისტორიულად იგივე ეცერული უნდა ყოფილიყო, ხოლო ახალი თაობა ხმარობს ბეჩოურს, რამდენადაც უკანასკნელის გავლენა ცხუმარულზე ძლიე-რია. შეინიშნება სპეციფიკური მოვლენებიც: (უმლაუტიანი პრევერბის პარა-ლელურად არის -ე ხმოვნიანი ფორმა: ჩუ̂ა̈დღუ̂აჟ ‖ ჩუ̂ედღუ̂აჟ "იმშობია-რა"...); გვაქვს შეჯვარების შემთხვევებიც.
- 116. ლახამულური დიდად განსხვავდება ყველა ბალსქვემოური კილოკა-ვისაგან.
ა) ბგერით შედგენილობას ამდიდრებს ხმოვანთა ნაზალობა მ და ნ-ს მე-ზობლობაში, რაც სხვაგან ამჟამად არ შეინიშნება.
ბ) ჲ რეფლექსია ჰ ან ჯ თანხმოვნებისა; უკანასკნელი ძირისეულიცაა და ფორმანტისეულიც: ეჲ < ეჯ "ის"; ეჲგუ̂ა̈რ < ეჯგუ̂ა̈რ "იმგვარი", აჲტიხ < აჯტიხ "დაგიბრუნა".
გ) უმლაუტს იწვევს უმლაუტიანი უ-ც: ლა̈ბუ̈რდ = ეცრ. ლ ბუ̈რდ "ვარცლი".
დ) ე აუმლაუტებს ა, ო და უ ხმოვნებს, ზოგჯერ უმლაუტიანი ა გადადის ე-დ: მა̈რე "კაცი", მა̈ხე "ახალი", ნეყირ (< ნა̈ყირ) "ნაცემი", ნეჴეფ (< ნა̈ჴეფ) "ნაკბენი"...
ე) უ̂ე-ს დელაბიალიზაცია აქაც გავრცელებულია: კალენ (< კალო̈ნ) "კანონი", ღებ "სკა" და სხვა.
ვ) შენიშნულია ე და ი-ს მონაცვლეობა: უშდიხა < უშდეხა "ულევი"...
ზ) საყურადღებოა ლ-ს შენაცვლება უ̂-დ კნინობით სახელებში, მრავ-ლობით რიცხვში და სხვაგან: ლიციუ̂დ (=ლიცილდ) "წყალუკა", ზურაუ̂ (=ზურალ) "ქალი"; მაროუ̂ (= მაროლ) "კაცები"...
თ) ფონეტიკური პროცესებიდან საინტერესოა ასიმილაციის, მეტათეზი-სის, სუბსტიტუციისა და სხვა მოვლენების შემთხვევები.
ი) მორფოლოგიაშიც უღვლილების თავისებურება იქცევს ყურადღებას (დრო-კილოთა წარმოება, ად- პრევერბის უცვლელად ხმარება I და II პირში და სხვა).
- 117. ლაშხური ქვემოსვანურის კილოა. მას ზოგი რამ საერთო აქვს ლენ-ტეხურთან, ზოგიც – ბალსზემოურთან, მაგრამ საკუთარი სპეციფიკური ფონეტიკურ-გრამატიკული მოვლენები იმდენად ბევრია, რომ განსხვავდება სხვა ძირითადი კილოებისაგან და დამოუკიდებელ დიალექტად გვევლინება. იგი ერთი მთლიანი კილოა, შიდა დაყოფა კილოკავებად და თქმებად არ ახა-
სიათებს. მცირე სხვაობა სოფლებს შორის მეტყველებაში ერთეულს არ ქმნის.
- 1. საერთოა ბალსზემოურთან გრძელი ხმოვნები ერთსა და იმავე სი-ტყვებსა და ფორმანტებში, მაგრამ განსხვავებაც არის: ლაშხურში გრძელი ხმოვნები გვაქვს იქ, სადაც ბალსზემოურში არ არის: მუ̄რყუ̂ამ, ბზ. მურყუ̂ამ "კოშკი"; ლჷ̄გ, ბზ. ლჷგ "დგას" და ა. შ.
- 2. უმლაუტი არ ახასიათებს, მაგრამ მისი კვალი ჩანს პრევერბებში, რო-მელთა ა > ე მომდევნო არსებული ან შეკუმშული სათავისო ან სასხვისო ქცევისა და ვნებითის ი-სა თუ ვნებითის შეკუმშული ე-ს გავლენით (ენმა̄რე "მოიმზადა", ენმა̄რა̄ნ "მომზადდა"...).
- 3. ლენტეხურთან საერთო ფშვინვიერი შემართვის უფშვინვიეროდ ან იოტირებულად წარმოდგენა: ჰაში > ლნტ. ა̈ში, ლშხ. აში "მჩატე", ჰებ >
ჲებ "ბალი", მეჰად > მეჲად "სულ" და სხვა.
- 4. სგ, შგ კომპლექსი გამარტივებულია გ-ს მოკვეცით: ლემესგ > ქვსვ. ლემეს "ცეცხლი". თემატური სუფიქსები -ე̄სგ, -ე̄შგ > -ე̄ს, -ე̄შ, ლნტ. -ეს (ბზ. ლიდე̄სგი > ლშხ. ლიდე̄ს, ლნტ. ლიდეს{კ} "დება", "ჩაცმა",...).
- 5. სხვა ფონეტიკური პროცესებიდან მსგავსი მოვლენებიცაა და განსხვა-ვებულიც.
- 6. განსხვავებაა გრამატიკულ მოვლენებსა და ლექსიკაშიც. გვხვდება სი-ტყვები, რომლებიც სხვაგან არ იხმარება.
118. ლენტეხური მეორე ქვემოსვანური კილოა. იგი ზემო და ქვემო აშა-რის მოსახლეობის მეტყველებაა. ქვემო აშარაში შედის რცხმელურისა და ხოფურის სასოფლო საბჭო, ხოლო ზემო აშარაში – ხელედისა და ლენტეხი-სა. ოთხი საზოგადოების ლენტეხური მეტყველება, ძირითადად, ერთიანია. მცირე სხვაობა სოფლებს შორის დიალექტურ ერთეულებს არ იძლევა. ადრე არსებული მოვლენები, შეიძლება მნიშვნელოვანიც, თანდათან იშლება და კილოს ნიველირება ხდება. მაგ. სოფ. ფაყის ძველი თაობის წარმოთქმაში ის-მოდა ა ნაზალური ხმოვანი პრევერბ ან-ში (აჼღრი), ამჟამად მას ვერ გაიგო-ნებთ. ამდენად, ლენტეხური ერთ განუყოფელ კილოს წარმოადგენს.
ლენტეხურის მთავარი თვისება – სიგრძის უქონლობა, უმლაუტის თავი-სებურება და, რედუქციის მოდუნების გამო, სრულხმოვნობის დაცვა სხვა მოვლენებთან ერთად მას თვალსაჩინოდ განსხვავებულ და სვანური ენის ის-ტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კილოდ წარმოგვიდგენს.
- 1. ლენტეხური თავისი სრულხმოვნობით მოგვაგონებს მეგრულს. მიუ-ხედავად ფორმანტების დართვისა, მასში რედუქცია ნაკლებად ხდება და ამით დაცულია არქაული სახე სვანურისა: გარგალა (> ბზ. გა̈რგლა) "ლაპარაკი", ნაგა̈ზი (> ნაგზი) "კვირა", ჴედენი (> ჴედნი) "მოდის", ტებედი (> ტებდი) "თბილი" და სხვა. მაგრამ გვაქვს შემთხვევები რედუქციისა: ლახუ̂ბა, ნაცვ-
ლად ლახუბა-სი "ძმები", სა̈დლურ "უსადილო" (< სადილ), ადგა̈რი (< ადაგა̈რი) "კლავს" და სხვა. სათავისო თუ სასხვისო ქცევისა და ვნებითის ი-თავსართი რედუცირებულია პრევერბთან: ა̈დბინე (< ,ა̈დიბინე) "დაიწყო", ა̈ნჴიდ
(< ა̈ნიჴიდ) "მოიტანა".
- 2. უმლაუტს იწვევს ე ხმოვანიც, როგორც ეს ეცერულ-ლახამულურშია: ლა̈დეღ "დღე", ანა̈ყე "აცხობს", ა̈მეჩე "აბერებს" და სხვა, -ო კი ამ წესს არ ექვემდებარება; წარმოშობით გრძელ ხმოვნებს უმლაუტი არ მოსდის (ალაში "თესავს", ამარე "ამზადებს"). უმლაუტის სხვა თავისებურ მოვლენებს აქ არ ვეხებით.
- 3. კომპლექსები სდ, შდ, სგ, შგ ლენტეხურში წარმოდგენილია სტ, შტ, სკ და შკ-ს სახით (ლუსტუ̂იგუ̂ "ნაწნავი", შტიმ "ყური", სკიმ "ვეძა", იშკუ̂იდ "შვიდი" და სხვა).
ფონეტიკური პროცესების (ასიმილაციის, მეტათეზისის, სუბსტიტუცი-ის, ბგერათა დაკარგვისა და სხვა) მაგალითები გზადაგზა აღნიშნულია. ნა-ჩვენებია აგრეთვე ბრუნებისა და უღლების თავისებურებანი.
- 119. ჩოლურული მეტყველება მოქცეულია ლაშხურსა და ლენტეხურს შორის, და ალბათ ამის გამო, ორივეს ძირითად ფონეტიკურ მოვლენებს იზიარებს, ესაა: ლაშხურთან საერთო გრძელი ხმოვნები და რედუქცია, ხოლო ლენტეხურთან – საერთო უმლაუტი. ჩოლურული, ძირითადად, ლაშხურს განეკუთვნება ბგერითი შედგენილობითა და გრამატიკული წყობით. უმლაუტი, ალბათ, ლენტეხურის გავლენის შედეგია. აღსანიშნა-ვია, რომ ლენტეხურთან ახლო მდებარე სოფლის – საყდრის (აგრეთვე, რო-გორც შენიშნავენ, მუწდისა და ბულეშის) ძველი თაობის მეტყველება უმ-თავრესად ლენტეხურს გასდევს, ახლისა კი – ლაშხურს. საყდრული მე-ტყველება შეჯვარებული გარდამავალი დიალექტის იშვიათ ერთეულს წარმოადგენს.
ჩოლურული ახლო მომავალში შესწავლის ობიექტი გახდება.
- 120. როგორც ამ მოკლე მიმოხილვიდან ჩანს, სვანური ქართველურ ენა-თა ცალკე შტოა. იგი თავისი ბგერითი შედგენილობით, ფონეტიკური პრო-ცესებით, გრამატიკული აღნაგობით, ფორმანტებითა და ძირითადი ლექსი-კური ერთეულებით მსგავსია ქართულისა და ზანურისა. მათი ნათესაური დამოკიდებულების შესწავლა ისტორიულ-შედარებითი მეთოდით სრულიად გამართლებულია და შედეგებიც დამაჯერებელი და ხელშესახებია. შესწავლა გრძელდება ენის ყველა მოვლენის წარმოსაჩენად და ისტორიულ ასპექტში გასაშუქებლად. სვანური ენის მონაცემები ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვა-ნია და ფასეული.