ზმნა
- 40. სვანური უღვლილების სისტემა ქართველურია. ზმნას იგივე კატე-გორიები მოეპოვება, რაც ქართულსა და ზანურს. ესაა: პირი, რიცხვი, დრო, კილო (უღვლილების კატეგორიები) და ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი (წარმოქმნის კატეგორიები). ქართველური ზმნის მექანიზმი საერთოდ რთულია, მაგრამ სვანურისა – განსაკუთრებით. მას მეტი აქვს ინკლუზივ-ექსკლუზივის ფორმები, თურმეობითი I და II, მყოფადუსრული და სხვა. ეს ბადებს საკითხთა წყებას მათი გენეზისისა და პირველადობის შესახებ.
- 41. პირი. სვანური ზმნა პოლიპერსონალურია. მასში ასახვას პოულობს როგორც სუბიექტის პირი (ქვემდებარე), ისე პირდაპირი და ირიბი ობიექ-ტის პირი (დამატება), ოღონდ ირიბი განსხვავდება პირდაპირისაგან III პირ-ში ხ- თავსართის გამოყენებით.
- 42. სუბიექტური პირის ფორმანტები გარჩეულია ფუძის მიხედვით. ხმოვნით დაწყებულ ფუძესთან პირის ნიშნები უფრო სრულადაა წარმოდგე-ნილი, ვიდრე თანხმოვნით დაწყებულთან, ისტორიულად კი ეს ნიშნები ერ-თი წარმოშობისაა.
პ ი რ ი ს ნ ი შ ა ნ თ ა ს ქ ე მ ა
ვარაუდობენ, რომ II პირის თავსართი ჰ- იყო, რომელიც შერწყმულია
ად- პრევერბის დ-სთან და აქცევს მას -თ-დ(ად+ჰ->ათ-).
I პირის უ̂ ნიშანი ინფიქსია. III პირის ლ- პრეფიქსი შემონახულია სამ ზმნაში: ლ-ი "არის", ლ-ა̈სუ̂ "იყო" (ლ-ესუ̂) "იყოს" და ლჷგ "დგას". იგი მომდინარეობს ნ-საგან.
- -ს სუფიქსი მახასიათებელია კავშირებითის III პირისა, -ა- – ნამყო უწ-ყვეტლისა და -ე – ნამყო წყვეტილისა.
-
43. რიცხვი. სუბიექტურ პირთა მრავლობითობა გამოხატულია სუფიქ-სებით: I და II პ. – -დ ბოლოსართით და III პ. – -ხ ნიშნით. I პირი განარ-ჩევს ინკლუზივსა და ექსკლუზივს ყველა კილოში. ინკლუზივის ნიშანია ლ-(თანხმოვანთან ლჷ-) და ექსკლუზივისა – ხუ̂- ან უ̂-.
I პ. ხუ̂იდგე "ვიქრობ" დუ̂იგე "ვაქრობ" II პ. ხიდგე დიგე III პ. იდგე დიგე I-II პ. ლიდგედ ლჷდგედ
I-III პ. ხუ̂იდგედ
II პ. ხიდგედ III პ. იდგეხ
პირისა და რიცხვის აფიქსთა სქემა ასეთია:
I პ. ექსკლ. ხუ̂-, უ̂- ლ ნ ტ. მ- – -დ
I პ. ინკლ. ლ-, ლ-ჷ-
II პ. ხ-, ,ჰ-
III პ. ლ-, –, -ს, -ა, -ე
ფონეტიკური პროცესებით გამოწვეული ცვლილებები განხილულია სა-თანადო ადგილას.
- 44. ობიექტური პირი. პირდაპირი თუ ირიბი ობიექტის თავსართებია: I პირისა მ-, II პირისა ჯ-, ხოლო III პირისა პირდაპირისათვის ნული, ირიბისა-თვის – ხ- (ვარაუდობენ, რომ ისტორიულად ჰ- იყო). პირდაპირ ობიექტსაც უნდა ჰქონოდა თავსართი ლ-, რომელიც გადმონაშთის სახით გვაქვს ზმნებ-ში ლა-ლ-ე̄მ "შეჭამა", ლა-ლ-ჷ̄შ "დალია"; ფიქრობენ, რომ სხვა ზმნებში ლა-პრევერბის შემდეგ ლ > ჲ, მაგრამ ადრინდელი პრეფიქსი დაცულია ბალს-ქვემოური დიალექტის ერთ-ერთ თქმაში: ლა-ნ-თ-ე >,ლა-ლ-თ-ე > ლა-ჲ-თ-ე "მომკა".
-
45. რიცხვი. ობიექტური პირიც განარჩევს ზემოსვანურში ინკლუ-ზივსა და ექსკლუზივს, რომელთაც სათანადო პრეფიქსები აქვთ: ინკლუ-ზივს – გუ̂- (იგივე ქართ. გუ-) და ექსკლუზივს – ნ-. ქვემოსვანურში სხვაო-ბა მოშლილია და გაბატონებულია ქართულთან საერთო გუ̂-. მათ მრ. რი-ცხვის ნიშანი არ სჭირდებათ. II და ინვერსიულ ზმნათა III პირი იყენებენ -ხ სუფიქსს (III პ. სუბიექტის ნიშანს მსგავსად ზანურისა), ხოლო III პირი არა-ინვერსიულ (პირდაპირობიექტიან) ზმნებში ნიშნით არ არის აღნიშნული:
I პ. მამა̄რე "მამზადებს" მაყა "მყავს" II პ. ჯამა̄რე ჯაყა III პ. ამა̄რე ხაყა I-II პ. გუ̂ამა̄რე გუ̂აყა I-III პ. ნამა̄რე ნაყა II პ. ჯამა̄რეხ ჯაყახ III პ. ამა̄რეხ ხაყახ
ობიექტური პირის ნიშანთა სქემა
I პ. | მ- | მ-ჷ- | გუ̂- | გუ- (გუ̂+ჷ) |
ნ- | ნ-ჷ- | |||
II პ. | ჯ- | ჯ-ჷ- | ჯ- – -ხ, | ჯ-ჷ- – -ხ |
III პ. | – | – | – | – |
,ჰ-, | ხ- | ,ჰ- – -{ხ}, | ხ- – -{ხ} |
ჯ-, როგორც ცნობილია, ქართულ-ზანური პალატალიზებული გ- პრე-ფიქსია, -ჷ- თანხმოვანთგასაყარია.
ინკლუზივისა და ექსკლუზივის შესახებ ერთმანეთის გამომრიცხველი ორი მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევრის აზრით, იგი მეორეულია. ამით აიხსნება მათი განურჩევლობა ქვემოსვანურში, არეულად ხმარება უშ-გულურსა და ხალხურ სიმღერებში, გ- ელემენტის ფონეტიკური განვითარე-
ბა უ̂-ს წინ ქართულში. მაგრამ, სხვების აზრით, იგი საერთო-ქართველურია: კარგადაა შემონახული, დღესაც ცოცხალია და პრაქტიკულადაც პროდუქ-
ტიული სუბიექტურ ფორმებში მთელ სვანურში, გარჩეულია ნ- და გუ̂-კუთვნილებითს ნაცვალსახელებში (ნიშგუ̂ეჲ და გუ̂იშგუ̂ეჲ); გადმონაშთის
სახით დაცულია მ- და გუ̂-ს დაპირისპირება ძველ ქართულში. გუ̂-ს შემორ-
ჩენა და ნ-ს დაკარგვა ქვემოსვანურში ქართულის გავლენით შეიძლება აიხსნას. ს ა კ ი თხ ი შ ე მ დ გ ო მ ძ ი ე ბ ა ს მ ო ი თ ხ ო ვ ს.
აბსოლუტურ გარდაუვალ ზმნაში მხოლოდ სუ-
ბიექტური პირია და მისი ნიშნები; პირთა მიმართება შეიძლება გვქონდეს
მხოლოდ გარდაუვალ-რელატიურ და გარდამავალ-რელატიურ ზმნებში.
პირველი ორპირიანია და მეორე – ორპირიანი ან სამპირიანი.
III პირის სუბიექტს ობიექტად მოუდის I, II ან III პირი; II პირისას – I ან III, ხოლო I პირისას – II ან III პირი. თუ სუბიექტის თავსართია წარ-მოდგენილი, მაშინ ობიექტის ნიშანი არ ჩანს, ხოლო, თუ ობიექტის პრეფიქ-სია, მაშინ სუბიექტის თავსართი გამორიცხულია. ეს ამჟამად; ისტორიულად კი აბსოლუტურ ზმნას სუბიექტი ეუფლებოდა და რელატიურ ზმნას – ობი-ექტი, ამ მხრივ ქართველურ-სვანური დაღესტნურ ენებს უკავშირდებოდა თავისი მოდელით. მაგ.:
ხუ̂-ა-ლა̈ტ მი ეჩას "ვუყვარვარ მე მას" – აქ S1-ის თავსართია ხუ̂-, მაგრამ მოსალოდნელი O3-ს ხ-ს არსებობა გამორიცხულია: მ-ა-მა̄რ-ე სი მი "მამზადებ შენ მე" – აქ O1 ნიშანია მ-, მაგრამ მოსალოდნელი S2 ხ- არ ივა-რაუდება.
ს ქ ე მ ა
რელატიურ-გარდაუვალი რელატიურ-გარდამავალი
პ.
S | O | S | O | S | Oპ. | S | Oირ |
I პ. | II პ. | ჯ- | ჯ- | ჯ- | |||
I პ. | III პ. | ხუ̂- | - | უ̂- | ხუ̂- | ||
II პ. | I პ. | მ- | მ- | მ- | |||
II პ. | ექსკლ. | ნ- | ნ- | ნ- | ნ- | ||
II პ. | III პ. | ხ- | ხ- |
ობიექტურ ფორმანტთა ცვლილებები გაშუქებულია თავის ადგილას.
- 47. ზმნათა კლასიფიკაცია. სვანური ზმნა ტიპოლოგიურად არ განირ-ჩევა ქართულ-ზანურისაგან. აქაც დიფერენცირება ხდება პირის, აგებულები-სა და გარდამავლობის მიხედვით. მორფოლოგიური თვალსაზრისით ზმნა ერთპირიანი, ორპირიანი ან სამპირიანია. პირველი აბსოლუტურია, სხვები – რელატიური. ზოგის გამოკლებით (ლი "არის", ესღრი "მიდის"), აბსოლუ-ტური ზმნის რელატიურად გადაქცევა შეიძლება.
ა გ ე ბ უ ლ ე ბ ი თ ზმნა სუბიექტური ან ობიექტური წყობისაა. აბსო-ლუტური ყველა სუბიექტური წყობისაა და იწყება სუბიექტური ნიშნებით, რელატიური ორივე წყობისა შეიძლება იყოს: სუბიექტური ან ობიექტური. უკანასკნელს ობიექტის პრეფიქსები მოუდის: მ-ალა̈ტ შდრ. ხუ̂-ალა̈ტ "მიყვარს" "ვუყვარვარ". ასეთია უმეტესობა, მაგრამ ბევრი ზმნა, სემანტიკური თავისებურების გამო, მხოლოდ ერთი წყობითაა წარმოდგენილი: ხუ̂აჴნი "ვხნავ" (მაგრამ არა მაჴნი "მხნავს"), მაჟხა "მქვია" (მაგრამ არ იხმარება ხუ̂აჟხა "ვჰქვივარ").
ს ი ნ ტ ა ქ ს უ რ ი თვალსაზრისით ზმნა იყოფა გარდამავლად და გარ-დაუვლად. გარდამავალ ზმნას ახლავს ბრუნვაში მართული სუბიექტი და მართულივე ერთი (პირდაპირი) ან ორი (პირდაპირი და ირიბი) ობიექტი. ამის მიხედვით ზმნა ერთობიექტიანია ან ორობიექტიანი. გარდაუვალ ზმნას-თან გვაქვს სუბიექტი სახელობითში (ბრუნვაუცვლელი) და ობიექტი, თუ ასეთი მოეპოვება, – მიცემითში (ირიბი). გარდაუვალია ვნებითი და ე. წ. სა-შუალი გვარის ზმნები. გარდაუვალ ზმნებში განარჩევენ დინამიკურსა და სტატიკურს, მაგრამ ეს ცნებები ყველა მკვლევარს ერთგვარად არ ესმის. დი-ნამიკურია დეგნი "ქრება", ანღრი "მოდის", ხოლო სტატიკურია ლჷგ "დგას", აყუ̂რე "წევს" და სხვა. ამ დაყოფის შესაბამისად გვაქვს აბსოლუტურ-გარდა-უვალი, რელატიურ-გარდაუვალი და რელატიურ-გარდამავალი ზმნები. უკანასკნელი მოქმედებითი გვარისაა, პირველი-მეორე – ვნებითი ან საშუა-ლი გვარისა.
- 48. ზმნის ჯგუფები. ზმნები სამ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფს შეადგენენ გარდამავალი ზმნები, რომლებიც ვნებითს აწარმოებენ ი- ან ე- თავსართით. მეორე ჯგუფს განეკუთვნება ფუძედრეკადი ზმნები, რომელთაც აბლაუტი ახასი-ათებთ: მოქმედებითისათვის -ი- (დიგე "აქრობს") და ვნებითისათვის -ე- (დეგნი "ქრება"). მესამე ჯგუფს ქმნიან საშუალი ზმნები და აგრეთვე -ა სუფიქსიანი სტატიკური ფორმები (სგურ "ზის", ხასგურ "აზის", ხაჟხა "ჰქვია" და სხვა).
- 49. პრევერბი. პრევერბს დრო-კილოთა წარმოებასთან მჭიდრო კავშირი აქვს და ამიტომ ადრე განვიხილავთ. პრევერბის ძირითადი ფუნქცია სვანურ-შიც, როგორც ქართულსა და ზოგ სხვა ენაში, მოქმედების მიმართულების ან სივრცეში საგნის ადგილმყოფობის აღნიშვნაა. ესაა მისი პირვანდელი ფუნქცია. შემდეგ მას დაეკისრა სრული ასპექტის გამოხატვა, მყოფადსრუ-ლის წარმოება და აგრეთვე ზოგი ძირის მნიშვნელობის შეცვლაც. ეს ყველა მეორეული, გვიანდელი ფუნქციაა.
პრევერბი სვანურშიც ორგვარია: მარტივი და რთული. მარტივია სულ რვა. ოთხი ძირითადია და ოთხი – თანდებულთან საზიარო. ძირითადია: ან-, ად-/ა-, ეს-, ქსვ. ას-, ლა-, ხოლო პ რ ე ვ ე რ ბ-თ ა ნ დ ე ბ უ ლ ი ა ჟი-, ჩუ-/, სგა-, ლნტ. სკა-, ბქვ. ისგა-, ქა-. მათი შერწყმით (თანდებულ-პრევერბი + ძირითადი პრევერბი) მიიღება რთული ზმნისწინი.
ან- აღნიშნავს მიმართულებას იქიდან აქეთ, I პირისაკენ, და უდრის ქართ. მო-ს. ამდენად იგი თითქოს ორიენტაციის მაჩვენებელია (ან-ღრი "მოდის").
ად-/ა- და ეს-/ას- ან'ის მოპირისპირეა, საიქეთოა, III პირისაკენ მიმართუ-ლებას გამოხატავს, მაგრამ ორიენტაციას არ უჩვენებს, უდრის ქართ. მი-, და-, გა-, წა-ს (ეს-ღრი "მიდის", ა̈დჴიდ‖ადОე "წაიღო", შდრ. ა/ა̈ნჴიდ "მოიტანა").
ლა-ც საიქეთოა, უდრის ქართ. შე-ს, ზოგჯერ მი-, წა-ს.
პრევერბ-თანდებულთაგან ერთმანეთის საპირისპიროა ჟი- და ჩუ-, სგა-და ქა-. ჟი- აღნიშნავს მიმართულებას ქვევიდან ზევით, ხოლო ჩუ – ზევიდან ქვევით; ჟი- შეესატყვისება ქართ. ზე-ს, მეგრ. ჟი-ს, ხოლო ჩუ- ქართ. ქვე-ს (იგი მტკიცებით ნაწილაკადაც არის გამოყენებული). სგა- გამოხატავს მი-მართულებას გარედან შიგნით, როგორც ქართ. შე- და ქა-, პირიქით, – შიგნიდან გარეთ და უდრის ქართ. გა-ს.
პრევერბები საკმაო ცვალებადობას განიცდიან ფონეტიკურ ნიადაგზე.
- 1. პრევერბთა თანხმოვნითი ელემენტი ნ-, დ-, ს- (ლენტეხურის გამოკლე-ბით) არ ჩანს I და II პირის ობიექტურ და ინკლუზივის ლ- თავსართებთან, ხოლო ნ- ქრება სუბიექტურ და III პირის ობიექტურ თავსართებთან, -დ-იქცევა -თ-დ, -ს- ელემენტი კი დაცულია (ლენტეხურში ობიექტურ პრეფიქ-სებთანაც და ინფიქსად გვევლინება: ა-ჯ-ს-უ-ღუ̂-ე "მიგაქვს").
- 2. ჟი-ს ი იკარგება ხმოვანთა წინ (ი-ს გამოკლებით) და აპოსტროფით აღინიშნება, ჩუ-ს რედუქცია მოსდის ა- და ე- ხმოვანთა წინ და იქცევა ჩუ̂-დ, 43
ო-ს წინ უ̂ ელემენტი იკარგება, სგა- და ქა- ერწყმის მომდევნო ხმოვანს და
გრძელდება ბალსზემოურსა და ლაშხურში, ხოლო ელიზია მოსდის ბალსქვე-
მოურ-ლენტეხურში (ლშხ. ქა̄დკუ̂ა̄რ – ბქ. ქ'ადკუ̂ა̈რ, ლნტ. ქ'ადაკუ̂ა̈რ <
ქა-ად-ა-კუ̂ა̈რ "გადააგდო").
პრევერბთა შერწყმით მიღებულია:
ჟი+ან- > ჟ'ან- = აღმო-, ამო-
ჟი+დ- > ჟ'ად-, ჟი+ა- > ჟ'ა = ა-, ზე-, მი-, და- გა-, წა-
ჩუ+ნ- > ჩუ̂ან = ჩამო-, დამო-
სგა+ან- > სგა̄ნ-, სგ'ან-, ლნტ. სკ'ან- = შემო-
ქა+ეს- > ქე̄ს-, ქ'ეს-, ლნტ. ქა+ას- > ქ'ას = გა-, და-, წა-
და სხვა მრავალი.
- 50. კილო სამია: თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი. ამათგან სა-განგებო ნიშნები მოეპოვება კავშირებითს, სხვებს – არა. თხრობითსა და კავშირებით კილოებს თავ-თავისი დრო აქვთ.
- 51. დრო. ძირითადი დროა აწმყო, ნამყო და მყოფადი. ორ უკანასკნელს სისრულის მხრივ თავისი სახეობა აქვს. მორფოლოგიური და სინტაქსური თვალსაზრისით დრო-კილოებს სამ სერიად ყოფენ:
I სერიაში შედის ორი ძირითადი დრო: აწმყო და მყოფადი. აწმყოს ფუძის-
გან იწარმოება ნამყო უწყვეტელი, კავშირებითი I, მყოფადუსრული, თურ-
ყველა ქმნის აწმყოს წრეს. მყოფადსრულისაგან
წარმოიქმნება პირობითი (ხოლმეობითი) და შეადგენს მყოფადის წრეს. I სერიას ახასიათებს ერთი ამოსავალი ფუძე და ერთნაირი სინტაქსური კონსტრუქცია: სუბიექტი სახელობითში და ობიექტი (პირდაპირიც და ირიბიც) მიცემითში.
II სერიაში შედის ნამყო წყვეტილი (აორისტი) და კონიუნქტივი II. მათ-გან მიიღება ბრძანებითი კილოს ფორმები. ფუძე ათემატურია. სინტაქსუ-რად ორი კონსტრუქცია განირჩევა ზმნის გარდამავლობის მიხედვით: გარდა-უვალთან სუბიექტი სახელობითშია და ობიექტი (ირიბი) მიცემითში, ხოლო გარდამავალთან სუბიექტი მოთხრობითშია და პირდაპირი ობიექტი – სახე-ლობითში, ირიბი კი – მიცემითში.
III სერიას შეადგენს შედეგობითი I (რეზულტატიური I), შედეგობითი II, ანუ ნამყო წინარეწარსული (რეზულტატიური II) და კავშირებითი III. ფუძე შერეულია (იხმარება I სერიისაც და მეორისაც). კონსტრუქცია ინვერ-სიულია: სუბიექტი მიცემითშია, პირდაპირი ობიექტი – სახელობითში, ირი-ბი იქცევა უბრალო დამატებად, ხოლო არაინვერსიულ გარდაუვლებთან სუ-ბიექტი სახელობითშია და ირიბი ობიექტი – მიცემითში.