სინტაქსი
- 101. წინადადების ტიპები. სვანური ენის სინტაქსური სტრუქტურა სავსებით ემთხვევა ქართულისას. აქაც წინადადების იგივე ტიპები, წევრები და სინტაქსური დამოკიდებულებაა. ერთადერთი განსხვავება III პირის სხვა-თა სიტყვის გადმოცემაშია.
მ ო დ ა ლ ო ბ ი ს მიხედვით წინადადება ოთხგვარია: თხრობითი, კით-ხვითი, ძახილისა და კითხვით-ძახილისა. წინადადების ინტონაცია და საერ-თოდ მელოდიკა, მახვილის რელიეფურობის გამო, უფრო მკვეთრია.
კითხვითი წინადადება გამოიხატება კითხვითი ინტონაციით ან კითხვითი სიტყვებით (ვინ, რა, როგორი, სადაური, როგორ, სად და სხვა), ან, თუ ეს არ არის, კითხვითი ნაწილაკებით. არის შემთხვევები, როცა გამოყენებულია -ე̄სა, რომელიც წინა ხმოვანს ერწყმის.
ძახილის წინადადების ინტონაციის სახეობა დამოკიდებულია გრძნობა-
ემოციურობაზე: ბრძანებითია (კატეგორიული თუ თხოვნითი), მოწოდებაა,
აღტაცებაა თუ სხვა რამ. გასაძლიერებლად შეიძლება ახლდეს შორისდებუ-ლი, ზმნისართი ან ნაწილაკი.
ა გ ე ბ უ ლ ე ბ ი ს მიხედვით წინადადების ტიპებია: მარტივი, შერ-წყმული და რთული.
მარტივი შეიძლება შეიცავდეს: ქვემდებარეს, შემასმენელს, დამატებას, განსაზღვრებას და ყველა სახის გარემოებას.
შ ე დ გ ე ნ ი ლ ო ბ ი ს მიხედვით მარტივი წინადადება ორგვარია: ერთშემადგენლიანი და ორშემადგენლიანი. ორშემადგენლიანი შეიცავს მთა-ვარ წევრებს: ქვემდებარეს, შემასმენელსა და პირმიმართ დამატებას (პირდა-პირს ან ირიბს, ან ორივეს ერთად). ერთშემადგენლიანში შედის ერთ-ერთი მთავარ წევრთაგანი.
წინადადების წევრთა წარმოდგენის მიხედვით (по нხლичию) გვაქვს სრუ-ლი და არასრული, გავრცობილი და გაუვრცობელი წინადადება. პირველ შემთხვევაში ყველა მთავარი წევრი წარმოდგენილია ან აკლია ერთ-ერთი მათგანი, ხოლო მეორე შემთხვევაში მეორეხარისხოვანი წევრი არის ან არ არის.
ქვემდებარის უქონლობის მიხედვით ერთშემადგენლიანი მარტივი წინადა-დებაა უ ს უ ბ ი ე ქ ტ ო, ი მ პ ე რ ს ო ნ ა ლ ი ა, გ ა ნ უ ს ა ზ ღ ვ რ ე ლ-პ ი რ ი ა ნ ი და გ ა ნ ზ ო გ ა დ ე ბ უ ლ პ ი რ ი ა ნ ი. უსუბიექტო წინადადებაში ქვემდებარე არ ჩანს, შემასმენელი კი მხ. რ. III პირის ფორმი-თაა წარმოდგენილი. ასეთია ჩვეულებრივ ბუნების მოვლენები (უჩხე "წვიმს", შდუე "თოვს", ირჰა̄̈ლ "თენდება"...). ორი უკანასკნელი გავრცელებული არ არის. სახელდებითი, ანუ ნომინატიური წინადადება მწიგნობრულია და იგი სვანურში არ გვაქვს.
- 102. სიტყვათა შეკავშირება. შესიტყვებაში სინტაგმის წევრთა შეკავშირების ორ ტიპს არჩევენ: შერწყმულსა და დაქვემდებარებულს. უკანასკნელს განეკუთვნება: შეთანხმება, მართვა და მირთვა.
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა გვაქვს ბრუნვასა და რიცხვში. ბრუნვაში ეთანხმება განსაზღვრება ქვემდებარეს, დამატებას, არსებითი სახელით წარმოდგენილ გარემოებას. პრეპოზიციული წყობისას -ე და -ა ბოლოხმოვნიანი ფუძის გან-საზღვრება დაბოლოებას იცვლის, სხვები უცვლელად რჩება; პოსტპოზიცი-ურ წყობაში ყველა სახის ფუძიანი განსაზღვრება დაბოლოებას იღებს, ოღონდ ეს წყობა იშვიათია. განსაზღვრება რიცხვში არ ეთანხმება სახელს, სამაგიეროდ, შემასმენელი ეთანხმება რიცხვში ქვემდებარესა და პირმიმართ და-მატებას I და II პირში, ხოლო III პირში გ ა რ დ ა მ ა ვ ა ლ ი შ ე მ ა ს-მ ე ნ ე ლ ი ეთანხმება ცოცხალსა და არაცოცხალ ქვემდებარეს, ინვერსიული შემასმენელი კი – ირიბ დამატებას.
მ ა რ თ ვ ა გვაქვს ცალმხრივი და საურთიერთო. ცალმხრივი მართვაა:
ა) ქვემდებარის მიერ გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი შ ე მ ა ს მ ე ნ ლ ი ს ა პირში;
ბ) წინადადების წევრის (ქვემდებარის, დამატების, განსაზღვრებისა თუ გარემოების) მიერ განსაზღვრებისა პრეპოზიციურ და პოსტპოზიციურ წყობაში;
გ)შემასმენლის მიერ უბრალო დამატებისა;
დ)თანდებულის მიერ წინადადების მეორეხარისხოვანი წევრის – უბრა-ლო დამატებისა თუ გარემოებისა. უკანასკნელ შემთხვევაში შუალობითი
მართვაა.
ს ა უ რ თ ი ე რ თ ო მ ა რ თ ვ ა ა (კოორდინაცია) მთავარი წევრების – ქვემდებარისა და პირდაპირი თუ ირიბი დამატების მიერ გარდამავალი შემასმენლისა პირში და პირუკუ, ამავე შემასმენლის მიერ იმავე მთავარი წევრებისა – ბრუნვაში, ხოლო ირიბი დამატების მიერ გარდაუვალი შემას-მენლისა პირში და, პირუკუ, შემასმენლის მიერ ირიბი დამატებისა ბრუნვა-ში. ეგევე სინტაქსური ურთიერთობა გვაქვს მიცემითის კონსტრუქციაში ქვემდებარესა და შემასმენელს შორის.
მ ი რ თ ვ ა გამორიცხავს შეთანხმებასა და მართვას. იგი ზოგჯერ ძნე-ლად განირჩევა მართვისაგან. მას განაკუთვნებენ უფორმო გარემოებას ან ზოგს შუალობით მართულ გარემოებასა და უბრალო დამატებას.
- 103. მარტივი წინადადების წევრები. შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი მართუ-ლია ან მმართავ-მართულია ქვემდებარესა და დამატებასთან. იგი მ ა რ ტ ი-ვ ი ა ან შ ე დ გ ე ნ ი ლ ი. მარტივია, როცა მხოლოდ ზმნაა, შედგენილია,
როცა მეშველ ზმნასთან სახელადი ნაწილიცაა: მა̄რე აჩა̈დ "კაცი წავიდა" – მარტივია; ეჯა ხოჩა ლი "ის კარგია" – შედგენილია ხოჩა ლი.
ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე მმართავია გარდაუვალ შემასმენელთან, მმართავ-მართულია გარდამავალთან. იგი გვხვდება სამ ბრუნვაში: სახელობითში, მოთხრობითსა და მიცემითში. სახელობითშია გარდაუვალ შემასმენელთან (ინვერსიულის გამორიცხვით) სამივე სერიაში, ხოლო გარდამავალთან სახე-ლობითშია პირველ სერიაში, მოთხრობითში – მეორე სერიაში და მიცემითში – მესამე სერიაში. უკანასკნელში გარდამავალი შემასმენელი ინ-ვერსიულია. ინვერსიულია აგრეთვე გრძნობა-ემოციის (verba sentiendi) და ქონების გამომხატველი შემასმენელი და მასთანაც ქვემდებარე მიცემითშია. ამგვარად, მოთხრობითი გარდამავალ შემასმენელთან დაკავშირებული ქვემ-დებარის სპეციფიკური ბრუნვაა. სახელობითი და მიცემითი საზიაროა დამა-ტებასთან.
დ ა მ ა ტ ე ბ ა სამგვარია: პირდაპირი, ირიბი და უბრალო. პირდაპირი და ირიბი მმართავ-მართულია და პირველი ახლავს გარდამავალ შემასმე-ნელს, ირიბი – გარდამავალსაც და გარდაუვალსაც. ორივე პირმიმართია, უბრალო დამატება კი პირმიუმართავია.
ბრუნვის მიხედვით პ ი რ დ ა პ ი რ ი დამატება ბ რ უ ნ ვ ა ც ვ ა ლ ე-ბ ა დ ი ა: იგი ახლავს გარდამავალ შემასმენელს და დგას I სერიაში მიცე-მითში, II და III სერიაში – სახელობითში, ხოლო ი რ ი ბ ი ბ რ უ ნ ვ ა-უ ც ვ ლ ე ლ ი ა, გარდამავალთან დგას მიცემითში I და II სერიაში, მაგრამ III სერიაში იქცევა თანდებულიან უბრალო დამატებად, ხოლო გარდაუვალ-თან ყოველთვის მიცემითშია.
გ ა რ დ ა მ ა ვ ა ლ ი ორ პ ი რ ი ა ნ ი შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი: ბეფშუ̂ აკრე ყო̄რს – ბავშვი აღებს კარს ბეფშუ̂დ ადკარე ყო̄რ – ბავშვმა გააღო კარი ბეფშუ̂ს ოთკარა ყო̄რ – ბავშვს გაუღია კარი.
გ ა რ დ ა მ ა ვ ა ლ ი ს ა მ პ ი რ ი ა ნ ი შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი:
დი ხა̄მნე ბეფშუ̂ს დია̈რს – დედა აჭმევს ბავშვს პურს
დიდ ხა̄მნე ბეფშუ̂ს დია̈რ – დედამ აჭამა ბავშვს პური
(შდრ.ლ ხმა̄მნე "შეახამა")
დის ხომნა ბეფშიშუ̂დ დია̈რ – დედას უჭმევია ბავშვისთვის ("ბავშვ-ის-{ა}-დ") პური.
გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი ე რ თ პ ი რ ი ა ნ ი შემასმენელი:
ბეფშუ̂ ტეხნი – ბავშვი ბრუნდება ბეფშუ̂ ატა̈ხ – ბავშვი დაბრუნდა ბეფშუ̂ მეტხე̄ლი – ბავშვი დაბრუნებულა.
გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი ორ პ ი რ ი ა ნ ი შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი:
თხუ̂იმ ხექუ̂ცი‖ ხექუ̂ცენი ეჩას – თავი ეჭრება მას თხუ̂იმ ა̈ხქუ̂ა̈ც ეჩას – თავი მოეჭრა მას თხუ̂იმ ახქუ̂ეცა ეჩას – თავი მოსჭრია მას.
უბრალო დამატება მართულია ან მირთული და გვევლინება უთანდებუ-
ლოდ ან თანდებულით ვითარებითში, მოქმედებითში, ნათესაობითსა და მი-
მეტყველების ნაწილებიდან ქვემდებარისა და დამატებისათვის გამოყენე-
ბულია არსებითი სახელი, ნაცვალსახელი და გასუბსტანტივებული ზედსარ-თავი ან რიცხვითი სახელი, ზოგჯერ უფორმო სიტყვაც.
ამგვარად, ქვემდებარე და პირმიმართი დამატება გარდამავალ შემასმე-ნელთან ჰგვანან ერთმანეთს მეტყველების ნაწილით, სახელობითსა და მიცე-მითში დასმითა და გრამატიკული კავშირით შემასმენელთან, მაგრამ შინა-არსითა და ფუნქციით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: ქვემდებარე მოქმე-დია, დამატება – სამოქმედო.
გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ა შეთანხმებულია ან მართული და ახლავს: ქვემ-დებარეს, დამატებას, განსაზღვრებასა და არსებითი სახელით გადმოცემულ გარემოებას. თვითონ უპირატესად ზედსართავი სახელია, მიმღეობა, რიცხვი-თი სახელი, ზოგჯერ ნაცვალსახელი ან არსებითი სახელი; შეთანხმებულია ყველა ბრუნვაში და მართულია ნათესაობითში.
მართულ განსაზღვრებას ნათ. ნიშნის -შ ელემენტი ეკვეცება ბქვ-ის გა-მოკლებით ყველა კილოში. შეთანხმებისას ახალი თაობა ახდენს უნიფიკა-ციას: ყველანაირ ფუძიან განსაზღვრებას უცვლელად ხმარობს, ძველი თაო-ბის ზოგი წარმომადგენელი სახ. -ე ბოლოხმოვნიან და ზოგ შიგნიხმოვნიან ფუძეს მიცემითში -ა-თი იყენებს, -ა ფუძიანს -მ-ს ურთავს და ა-ს აგრძელებს, კუთვნილებით ნაცვალსახელს მიშგუ̂ი და ისგუ̂ი-ს -ა ხმოვნით ხმარობს: და̈ვით-ი გეზალ < ბქვ. დავით-იშ გეზალ "დავითის შვილი", მიშგუ̂ა მუს "ჩემს მამას", თუ̂ეთნე ჴა̈ნ – მიც. თუ̂ეთნა ჴა̈ნს "თეთრ ხარს"; ხოჩა̄მ მა̄რა
"კარგ კაცს".
გ ა რ ე მ ო ე ბ ა ექვსია: ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა და ზომა-ოდენობისა. იგი მართულია ან უმთავრესად მირთულია და ახლავს შემასმენელს, განსაზღვრებას ან გარემოებას, ან კიდევ ნაზმნარი სა-ხელით გადმოცემულ ქვემდებარესა და დამატებას. შეიძლება იყოს ყველა ბრუნვაში თანდებულით ან უთანდებულოდ, სახელობითისა და მოთხრობი-თის გამორიცხვით. მეტყველების ნაწილებიდან გამოყენებულია ყველა სახე-ლი, უმთავრესად არსებითი და ზედსართავი, აგრეთვე რიცხვითი და ნაცვალ-სახელი, ძალიან ხშირად – ზმნისართი. მორფოლოგიურად (ზმნისართის გა-მოკლებით) და სინტაქსური კავშირით ჰგავს უბრალო დამატებას და ზოგ-ჯერ ჭირს მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან.
- 104. შერწყმული წინადადება გვაქვს ყველა სახისა: ერთგვარქვემდება-რიანი, ერთგვარშემასმენლიანი და ა. შ., აგრეთვე ნარევი. სინტაქსური ურ-თიერთობა აქაც ისეთივეა, როგორიც მარტივი წინადადების წევრთა შორის. მხოლოობითში დასმული ქვემდებარეები შემასმენელს ითანხმებენ მრავ-
ლობით რიცხვში. ერთგვარი წევრები შეერთებულია მაერთებელი კავშირით ან უკავშიროდ.
რაც შეეხება განკერძოებულ სიტყვებს, ჩართულ სიტყვებსა თუ წინადა-დებებს, მიმართვასა და სხვებს, ისინი თავისებურებას არ ქმნიან და ამდენად მათ არ ვეხებით.
- 105. რთული წინადადება ორგვარია: თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ი (პ ა რ ა ტ ა ქ-ს ი) და ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ ი (ჰ ი პ ო ტ ა ქ ს ი). ორივე წინადადება სრულ-ყოფილად ჩამოყალიბებულია და განვითარების მაღალ საფეხურზე დგას, თანაც ძალზე გავრცელებულია.
რთული წინადადების წევრი წინადადებები ერთმანეთთან დაკავშირებუ-ლია აზრობრივად და სინტაქსურად შემდეგი საშუალებებით: კავშირით, წევრ-კავშირით, უკავშიროდ, ინტონაციითა და წყობით (დალაგებით).
თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ა შ ი გამოყენებულია მაერთებე-ლი კავშირი, იგივე, რაც შერწყმულ წინადადებაში (ი "და", მარე "მაგრამ",... – იხ. § 98), ხოლო ქვეწყობილ წინადადებაში – მაქვემდებარებელი კავში-რი, წევრ-კავშირი, რომელიც გადმოცემულია მიმართებითი ნაცვალსახელით ან მიმართებითი ზმნისართით (ჲერუ̂ა̄̈ჲ "ვინც", ხედუ̂ა̄̈ჲ "რომელიც", იმუ̂ა̄̈ჲ "სადაც", ხამუ̂ა̄̈ჲ "როგორც", შომუ̂ა̄̈ჲ "როდესაც",...). ინტონაციაც შემაკავ-შირებელია, რამდენადაც დასრულებულობის ინტონაცია ახასიათებს რთულ წინადადებას და არა მასში შემავალ წევრ-წინადადებებს.
ა ღ ნ ა გ ო ბ ი თ რთული წინადადების კომპონენტები შეიძლება იყოს ან ყველა მარტივი, ან ყველა შერწყმული, ან კიდევ ნარევი – მარტივი და შერწყმული. ქვეწყობილ წინადადებაში აქაც განირჩევა მთავარი და დამოკი-დებული ერთი ან ერთზე მეტი წინადადება ყველა სახისა (განსაზღვრებითი, დამატებითი, გარემოებითი, პირობითი და ა. შ.).
ა დ გ ი ლ მ დ ე ბ ა რ ე ო ბ ა მიმართებითნაცვალსახელიანი ან ზმნი-სართიანი დამოკიდებული წინადადებისა თავისუფალია: იგი შეიძლება მთავარ წინადადებას წინ უსწრებდეს, შიგ იყოს ან მოსდევდეს, ხოლო კავში-რიანისა შედარებით შეზღუდულია.
წ ე ვ რ - კ ა ვ შ ი რ ი (მიმართებითი ნაცვალსახელი თუ ზმნისართი) დამოკიდებული წინადადების წევრია და თავის შემასმენელს უკავშირდება მართვით ან მირთვით. მათგან მიმართებითი ნაცვალსახელი ენაცვლება ასახ-სნელი წინადადების სახელურ წევრს, დგას იმ ბრუნვაში (უთანდებულოდ თუ თანდებულით), რომელიც შეეფერება მის ფუნქციას და მოითხოვს და-მოკიდებული წინადადების შემასმენელი ან სახელური წევრი (ქვემდებარე, დამატება, გარემოება, განსაზღვრება). მ ი ს ა მ ა რ თ წ ე ვ რ ს წევრ-კავშირი (მიმართებითი ნაცვალსახელი) მრავლობით რიცხვში არ ეთანხმება, რამდენადაც უკანასკნელს რიცხვის კატეგორია არ ახასიათებს.
მიმართებითი ნაცვალსახელით გადმოცემულ წევრ-კავშირს კორელატად აქვს მთავარ ან ასახსნელ წინადადებაში ჩვენებითი ან განსაზღვრებითი ნა-ცვალსახელი ალა "ეს", ეჯა "ის", მა̈გ "ყველა" ქვემდებარედ ან დამატებად, ხოლო განსაზღვრებად ალ "ეს", ეჯ "ის", ეჯზუმ "იმდენი", ეჯშელდ/ეშშელდ "იმდენი", ეჯკა̈ლიბ "ისეთი" და სხვა.
მთავარი წინადადების სასაზღვრ წევრს ან შემასმენელს საკმაოდ ხში-რად ერთვის მახვილიანი -ა ან -ე ნაწილაკი, რომელიც ერწყმის წინა ხმოვანს და აგრძელებს ბალსზემოურსა და ლაშხურში (მაგ., ალა მი̄ ჩუ მა̈მჲე̄და̄,
დაჴლიდარე ლირკა̈ლი ი ლ , ხალო ამშიე̄დს მიშგუ̂ა მჷქაფ – "ეს მეც შემიძლია, აი, თხები{ს} გარეკვა და ეს, აი, ხალო მუშაობდეს ჩემ ნაცვლად"; ჰ'ა̄ლა ლა̈სუ̂ ი ეჯა მა̄მე̄̀, ჰა – "ეს იყო და ის არა, ე").
მიმართებითი ზმნისართით გადმოცემული წევრ-კავშირი განსაზღვრას მთავარი წინადადების ზმნა-შემასმენელს ან არსებითი სახელით გადმოცე-მულ განსაზღვრებას
მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი ზ მ ნ ი ს ა რ თ ე ბ ი ა: იმუ̂ა̄̈ჲ "სადაც", იმუ̂ა̄̈ჲჟი "როგორც", ხამუ̂ა̄̈ჲ "როგორც", შომუ̂ა̄̈ჲ "როდესაც", ჰა̄ლ "როგორც კი", უ̂ოდდო "ვიდრე", უ̂ოდემჩიქქა "სანამ" და სხვა. მათ კ ო რ ე ლ ა ტ ე ბ ა დ გვევლინება მთავარ წინადადებაში წევრ-კავშირები: ამეჩუ "აქ", ეჩეჩუ "იქ", ეჩხა̄უ̂ "იქითკენ", ეჩხა̈ნ "იქიდან", ჩია̄̈გ "ყველგან", ეჩქა შიშდ "მაშინვე", ეჩქად "მანამდე", ეჯჟი "ისე", ეჯკა̈ლიბდ "იმგვარად" და სხვა.
მ ა ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ე ლ ი კ ა ვ შ ი რ ე ბ ი შედარებით მცირეა: ერე "რომ", ლახე "თუ", "რომ"; ჰე "თუ" და მისი შემცველი ჰე̄მა, ჰე̄სა, ჰა̄უ̂ე "თუ". ერე, ერ გვევლინება ყველა სახის დამოკიდებულ წინადადებაში. ესენი წინადადების წევრები არ არიან და უმთავრესად განსაზღვრავენ ზმნა-შემასმენელს.
კავშირთა თუ წევრ-კავშირთა და კორელატთა ანალიზით გამორკვეუ-ლია, რომ უმეტესობა შედგენილია და შეიცავს კავშირთან ერთად ნაცვალსა-ხელს ან ზმნისართს თუ ორივეს ერთად (ჲერუ̂ა̄̈ჲ = ჲერ+უ̂ა̄̈+ჲ "ვინ + ეს + ც", შომუ̂ა̄̈ჲ = შომა + უ̂ა̄̈ + ჲ "როდის + ეს + ც" და ა. შ.).
დიალექტებში აღნიშნულია კავშირთა თუ წევრ-კავშირთა ვარიანტები და ხმარების მცირე სხვაობა, ძირითადად კი ისინი სრულად წარმოდგენილია ბალსზემოურში და ემთხვევა როგორც ძველ, ისე ახალ ქართულს.
მ ს გ ა ვ ს ე ბ ა თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ს ა დ ა ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ К ო ნ-ს ტ რ უ ქ ც ი ე ბ ს შ ო რ ი ს:
ა) ორივე შედგება ორი და ორზე მეტი წინადადებისაგან;
ბ) შეერთებულია კავშირებით ან პაუზით;
გ) ინტონაცია თითოეულ წინადადებას თავისი აქვს.
გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ ა მეტია:
ა) თანწყობილი შეიცავს თანაბარუფლებიან წინადადებებს, ქვეწყობილი – არათანაბარუფლებიან წინადადებებს;
ბ) თანწყობილში გამოყენებულია მაერთებელი კავშირები, ქვეწყობილში – მაქვემდებარებელი;
გ) თანწყობილში წინადადებები გადაისმ-გადმოისმის, ქვეწყობილში – არა;
დ) თანწყობილის შინაარსი მარტივი წინადადებით ვერ გადმოიცემა, ქვეწყობილისა – შეიძლება გადმოიცეს.
მართლაცდა:
ჩუ̂ანჴა̈დხ ჩუქუ̂ა̄ნთე ი ლა̈ჲსგურა̄ლე თხე̄რე̄მ ბარჯჟი ი ადჲე – "ჩამო-
ვიდნენ ქვემოთ და შეისვა მგელმა მხარზე და წაიყვანა".
ა) ორი წინადადებაა, თანაბარუფლებიანი;
ბ) აკავშირებს ორივე წინადადებას კავშირი ი;
გ) წინადადებათა გადასმა ვერ ხერხდება, რადგანაც პირველი მოქმედება უსწრებს მეორეს;
დ) მარტივი წინადადებით ვერ გადმოიცემა შინაარსი.
... უ̂ოჴრი̄ლდ ტკისდ ეჯჟი ჩუ̂ემინ, ე̀, მუ̂ა̄̈ОС უუ̈რ ლდდ ადშგურა̄ნე
– "ობოლმა მართლაც ისე ქნა, როგორც, ე, ძროხამ დაარიგა".
ა) შედგება ორი არათანაბარუფლებიანი წინადადებისაგან: ერთი (პირ-ველი) მთავარია, მეორე – დამოკიდებული; პირველი ასახსნელი, მეორე – ამხსნელი;
ბ) წევრ-კავშირია ზმნისართი იმუ̂ა̄̈ჲჟი ("როგორც").
გ) წინადადებათა გადასმა არ შეიძლება წევრ-კავშირის იმავე ადგილზე დატოვებით;
დ) აზრის გადმოცემა მარტივი წინადადებით შეიძლება: უ̂ოჴრი̄ლდ ტ სდ შუ̂ემ ნ უუ̈რ ლდა̈ ნ ყგურ ნუ̂ – "ობოლმა მართლა შეასრულა (ქნა) ძროხი{ს} დანაბარები".
- 106. დამოკიდებული წინადადების სახეობანი. დამოკიდებული წინა-დადების სახეობანი და აღნაგობანი სავსებით ისეთივეა, როგორიც ქართულ-ში. ესენია:
- 1. ქვემდებარული
- 2. დამატებითი
- 3. განსაზღვრებითი
- 4. გარემოებითი: ა)ადგილისა; ბ)დროისა; გ)ვითარებისა;
დ)მიზნისა; ე)მიზეზისა
- 5. დათმობითი
- 6. პირობითი
თითოეული ამა თუ იმ სახის დამოკიდებული წინადადების დანიშნულე-ბაა ახსნას სხვა წინადადება. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი ფუნქცია და ნიშნები აქვს. ესენია:
- 1. შინაარსობრივი მხარე (რა მნიშვნელობისაა);
- 2. კავშირი (ზოგ დამოკიდებულს სპეციფიკური კავშირი აქვს);
- 3. კითხვის დასმა;
- 4. მარტივ წინადადებად გადაკეთებისას დამოკიდებული წინადადების გადაქცევა იმავე ფუნქციის წინადადების წევრად.
107. სხვათა სიტყვა. სხვათა სიტყვის გადმოცემა განსხვავდება ქართუ-ლისაგან, ჯერ ერთი, იმით, რომ I და II პირისათვის ერთი და იგივე ნაწი-ლაკია გამოყენებული: -ჷჯ ან -იჯ, მეორეც, III პირისათვის ორი ნაწილაკია მოშველიებული: ე ს ე რ და რ ო ქ / ლ ო ქ, რ ო ქ უ̂ / ლ ო ქ უ̂, რომელთაგან ესერ გავრცელებულია ბალსზემოურში;
I, II, III პირის ნათქვამის გადმოსაცემად III პირის ფორმებია აღებული, როგორც რუსულში. წარმოშობით ესერ ნაწილაკს უკავშირებენ სომხ. asir "თქვა"-ს, ხოლო როქ / როქუ̂, ლოქ/ ლოქუ̂, იგივე რა̄̈ქუ̂/ლა̄̈ქუ̂ "თქვა" ზმნაა (შდრ. ქართ. ო < თქო <თქვა). მაგ.: მა̈ჲ ესერ ხაკუჩ / მა̈ჲ ლოქ ხაკუჩ? "რა გინდაო" ("რაო უნდა")? მჷცხ'ე̄სერ ხა̄რ "მცივაო" ("ცივიო აქვს").