This page
Other parts
ფონეტიკა
-
ვოკალიზმი. სვანური ენა განსაკუთრებით მდიდარია ხმოვნებით. საერთოსვანურია ექვსი ხმოვანი: ა ე ი ო უ და ჷ. ყველა ხმოვანი, ჷ-ს გამოკლებით, არტიკულაციურად და აკუსტიკურად ქართულისას ჰგავს: ა უკანა დაბალი ღია და ფართო ხმოვანია, ე ი შუა ვიწრო ხმოვნებია, მაგრამ ე წინა და ო უკანა რიგისა; ხოლო ი უ დახურული ვიწრო მაღალი ხმოვნებია, ოღონდ ი წინა და უ უკანა რიგისა. ამათგან ლაბიალიზებულია ო უ, ხოლო ჷ დელაბიალიზებული უ ხმოვანია. იგი ხშირად უმლაუტიანი უ-ს შედეგია: უ > უ̈ > ი > ჷ, მაგრამ მიიღება სხვა გზითაც, სახელდობრ, ი-ს ნარედუქციალია: ი > ჷ, ან კიდევ თანხმოვანთგასაყარია. ყველგან მეორეული ჩანს. იშვიათად ძირშიც გვხვდება: ძღჷდ "დიდი"; "ძალიან". მახვილიანი ჷ იქცევა ი́-დ (აკჷლ "დაკეტე", მაგრამ აკილ "დაკეტა").
სვანურ კილოებში ეგევე ხმოვნები არის გრძელიც და უმლაუტიანიც: ა̄ ა̈ ა̄̈, ო̄ ო̈ ო̄̈ და უ̄ უ̈ უ̄̈. არტიკულაციურად უკანასკნელნი განსხვავდებიან ჩვეულებრივისაგან: ენა წამოწეულია მაგარი სასისაკენ და ამის გამო შემცირებულია სარეზონანსო არე. ა̈, ა̄̈ იხრება ე-საკენ, მაგრამ უფრო ა არის, ვიდრე ე; ო̈, ო̄̈ უფრო ხშირად იშლება უ̂ე და უ̂ე̄-დ და ასედაც ისმის, ოღონდ ბალსქვემოურში (ეცერულსა და უფრო ლახამულურში) დელაბიალიზდება და რჩება მარტო ე (გუ̂ეჭ > გეჭ "გოჭი"); ასევე უ̈, უ̄̈ უფრო მეტად წარმოდგენილია უ̂ი, უ̂ი̄-დ, ოღონდ უ̂ წყვილბაგისმიერ ბგერათა მეზობლად ან იკარგვის, ან მეტათეზისი მოსდის, ლახამულურში კი უ̂ი ხშირად დელაბიალიზდება და რჩება ი. ეს ი-ც მეორეულია, მაგრამ მეორეულ ე-სა და ი-ს უმლაუტის გამოწვევა შეუძლია იმავე ლახამულურში.
ხმოვანთა კლასიფიკაცია
უ̈ უ̄̈ ი ი̄ ჷ ჷ̄ უ უ̄
ო̈ ო̄̈ ე ე̄ ო ო̄
ა̈ ა̄̈
ა ა̄
დიალექტთა მიხედვით ასე ნაწილდება:
ბალსზემოურში 18 ხმოვანი:
ა ე ი ო უ ჷ ა̄ ე̄ ი̄ ო̄ უ̄ ჷ̄
ა̈ ო̈ უ̈ ა̄̈ ო̄̈ უ̄̈
ლაშხურში 12 ხმოვანი: ა ე ი ო უ ჷ ა̄ ე̄ ი̄ ო̄ უ̄ ჷ̄
ბალსქვემოურსა და ლენტეხურში ცხრაცხრა:
ა ე ი ო უ ჷ
ა̈ ო̈ უ̈ნაზალობა სვანურისთვის დამახასიათებელი არ არის, თუმცა ნაზალური ა ხმოვანი შეინიშნება ლენტეხური კილოს სოფელ ფაყის მეტყველებაში და ისიც მოხუცთა წარმოთქმით ან- პრევერბთან ნ-ს შესუსტების გამო (აჼღრი "მოდის"); ამჟამად თითქმის აღარ ისმის. სამაგიეროდ, ნაზალიზაცია აქტიურად მოქმედია ლახამულურში. მას იწვევს მეზობელი ნ ან მ და ნაზალიზდება ჩვეულებრივ ა, შემდეგ ე, ო და უ. ნაზალური ა და ე იხრება ო-საკენ, ხოლო ო – უ'საკენ (ეს მოვლენა ტაბულაში არ არის აღნიშნული).
გრძელიხმოვნები: ექვსივე გრძელი ხმოვანი დაცულია ბალსზემოურსა და ლაშხურში ( ბალსზემოურში უმლაუტიანიც: ა̄̈, ო̄̈, უ̄̈), სხვაგან – არა; მაგრამ ეს მოვლენა საერთო სვანური რომ იყო, ჩანს შემდეგიდან: რედუქციას არ ექვემდებარება და ლენტეხურში არც უმლაუტდება. სვანურში ორივე სახის სიგრძე გვაქვს: natura longa syllaba და positione longa syllaba. პირველი, ბუნებრივი გრძელი ხმოვნები მოიპოვება მრავალ ძირსა და ფორმანტში: მა̄რე "კაცი" (შდრ. მარე "მაგრამ"), ლა̄რე "სათიბი", იმე̄რა̄̈ლ "იღრუბლება", თაშა̄̈რ "ყველიანი" (თა̈შ "ყველი") და სხვა. მეორე, პოზიციური გრძელი ხმოვნები მიღებულია კომბინაციურ ნიადაგზე: აფიქსისეული და ფუძისეული ან პრევერბთა ხმოვნების შერწყმით (ხ-ა̄-გ > ,*ხა-ჷ-გ "ადგას", ქა̄ჩად > ქა+აჩად "წავიდა"); შიგნიხმოვანთა შეერთებით (დი̄კუ̂ენ > ,დიაკონ); მარცვლის ან ჰ-ს ამოღებით (ყა̄̈რ > "ყავარი", ჯი̄რა > ჯიჰრა "მუხა"); გაუმარცვლოებული უ და ი-ს გავლენით (ხოჩა̄უ̂ > ხოჩაუ "კარგიმცა"); ვარაუდობენ აგრეთვე მეზობელი მჟღერი, განსაკუთრებით ნარნარა თანხმოვნების გავლენას და მახვილის ზემოქმედებას.
გრძელ ხმოვანთა კომბინაციური გზით წარმოშობა, ზოგიერთ ძირში მათი არამყარი მდგომარეობა (ზურა̄ლ, მრ. ზურლა̄̈რ "ქალები"; ლშხ. მუ̄რყუ̂ამ = ბზ. მურყუ̂ამ "კოშკი"), ხალხურ სიმღერებში სიგრძის უგულებელყოფა და მათი ფონეტიკური ხასიათი საფუძველს აძლევს მკვლევართა ერთ ნაწილს, რომ სიგრძე ხმოვნებისა ჩათვალოს მეორეულ, არაისტორიულ მოვლენად სვანურისათვის. მაგრამ არის საწინააღმდეგო მოსაზრება, რომელიც ემყარება შემდეგს: სვანურს ახასიათებს ბუნებრივი გრძელი ხმოვნები, რაც მახვილით, ჩვეულებრივ, არაა გამოწვეული, რადგანაც სიტყვაში შეიძლება იყოს ორი და სამი გრძელი ხმოვანი; სიგრძე საერთოქართველური ჩანს, რამდენადაც ერთსა და იმავე პირობებში ხმოვანი ზოგ სიტყვაში იკუმშება და ზოგში არა (ბალი – ბლის, მაგრამ ქალი – ქალის). ამდენად, ხმოვანთა სიგრძე ისტორიულია, პირველადია და საერთოქართველური.
-
კონსონანტიზმი. თანხმოვანთა სისტემა ემთხვევა ძველი ქართულისას. ამჟამად გვაქვს 30 თანხმოვანი. ესაა ანბანის მიხედვით: ბ გ დ (ვ) ზ თ კ ლ მ ნ ჲ პ ჟ რ ს ტ უ̂ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ხ ჯ ჰ.
სვანური ენის თანხმოვანთა სისტემისათვის დამახასიათებელია – სამეულები, წყვილეულები და ცალეულები. წარმოების ადგილის მიხედვით ეს თანხმოვნები იყოფა: ბაგისმიერებად, წინა-, შუა- და უკანაენისმიერებად, ფარინგალებად და ლარინგალად; სახმო სიმთა მდგომარეობის მიხედვით: მჟღერებად, ფშვინვიერებად და აბრუპტივებად (მკვეთრ ხშულებად); შედგენილობით – მარტივად და რთულად (რთულია აფრიკატები); მჟღერი თანხმოვნები სვანურში უფრო კარგად ძლებს, ვიდრე ქართულში როგორც ანლაუტში, ისე აუსლაუტში. ამის შედეგია ნასესხებ სიტყვათა ყრუ ბგერების მჟღერებად გადმოცემა: ზანგლა̈გ > ზანზალაკი "ზარი" და სხვა.
სვანურში არტიკულაცია უკანაა და უფრო დახურული, ამიტომაა, რომ კარგად არის შენახული ფარინგალები ჴ, ყ. მეექვსე სამეული დეფექტურია: აკლია მჟღერი ფარინგალი. ვარაუდობენ, რომ იგი შემორჩენილია ზოგიერთი სვანის ამა თუ იმ სიტყვის წარმოთქმაში, მაგრამ მოქმედი ბგერა არ არის და ფონოლოგიური ფუნქცია არა აქვს. უკანა არტიკულაციით აიხსნება აგრეთვე უ̂-ს წინ ღ და გ-ს განვითარება, გ, კ თანხმოვნიანი კომპლექსების წარმოქმნა.
უ̂ ძირისეულია, თუ ო-, უ-ს რედუქციით მიღებული წყვილბაგისმიერი თანხმოვანია. იგი გაბატონებულია მთელ სვანურში, ოღონდ ლენტეხურში მის გვერდით კბილბაგისმიერი ვ თანხმოვანიც გვევლინება, უპირატესად – ქართულიდან ნასესხებ სიტყვებში. ტექსტებში ვ ასოს ხმარება ტექნიკური სიადვილით არის გამართლებული.
ჲ უმარცვლო ი-ა; იგი დიფთონგის კომპონენტია და მიღებულია ი-საგან რედუქციით, მახვილის გადანაცვლების შედეგად; ჰ-ს მონაცვლეა ან კიდევ ნაწილაკია, ენკლიტიკად ქცეული.
-
დიფთონგი: სვანურში ორივე სახის დიფთონგია გავრცელებული: აღმავალიცა და დამავალიც. მას ქმნის ხმოვანი + ჲ (უმარცვლო ი) და უ̂ (უმარცვლო უ). აღმავალია: ჲეშდ "ათი", ჲჷგემ "დგამს"... დამავალი: ნა̈ჲ "ჩვენ", ხოჩა̄უ̂ "კარგიმც"... ჲ და უ̂ სხვადასხვა წარმოშობისაა (ნაწილაკია, ჰ-ს მონაცვლეა და სხვ.). დიფთონგებად მიაჩნიათ უმლაუტის შედეგი უ̂ე, უ̂ი, მაგრამ ეს სხვაგვარად კვალიფიცირდება.
-
ხმოვნის შემართვა. დიფთონგთან დაკავშირებულია ზოგჯერ სიტყვის თავკიდური ხმოვნის შემართვა. იგი ორგვარია სვანურში: მაგარი და ფშვინვიერი. მაგარი შემართვა ახასიათებს შორისდებულებს: ჸა̈ხ, ჸოხ, ჸოიტ..., ფშვინვიერი შემართვა კი ძალიან გავრცელებულია ზემოსვანურში საკუთარ და ნასესხებ სიტყვებში: ჰა̈დურდ (‖ ხა̈დურდ) "სულ", ჰარა̈ყ "არაყი", ჰა̈ზუ̂ "ეზო"... ჰ ქვემოსვანურში ან ჲ-ით (ო-ს წინ უ̂-თი) იცვლება, ან იკარგება: ლშხ. ჲადურდ, არაყ, ...ჰოკერ, ლშხ. უ̂ოკერ "ძირი", "ძირს"; "ბოლო", "ბოლოს" და სხვა.
-
სიტყვის აგებულება. ისტორიულად სიტყვის ძირის მოდელი უმთავრესად სამგვარია: C, CV, CVC, ხოლო სხვა სახე (CCVC, CVCC,...) მეორეული წარმოშობისაა და მათი ახსნა შეიძლება ფონეტიკურ (ფიზიოლოგიურ) თუ მორფოლოგიურ ნიადაგზე. სვანური ვერ ითმენს თანხმოვანთა დაჯგუფებას თავში. თუ ასეთი რამ მოსალოდნელია რედუქციის შედეგად ან სხვა მიზეზით, მაშინ თანხმოვანთა შორის ჩაერთვის ნეიტრალური ხმოვანი ჷ ან თავში დაერთვის ა, ჰა თუ ი ("მრგვალი" > მჷრგუ̂ალ, მჷჭმე "მთიბავი"..., ჰა̈ყბა, აყბა > "ყბა" და სხვ.). ბოლოში თანხმოვანთა თავმოყრა ასატანია. მას ქმნის ბოლოკიდური ხმოვნის მოკვეცა (ო > უ̂) და თანხმოვნიანი ფორმანტის დართვა... (გარგალა > გა̈რგლა "ლაპარაკი", ბეფშუ̂შუ̂ "ბავშვით", უცხუ̂ > "უცხო"...). ჰარმონიული კომპლექსები მთლიანად რჩება (ძღ, ცხ, წყ, ჯღ, ჩხ, ჭყ...). ხმოვანთა მოკვეცა გამოწვეულია მახვილით.
-
მახვილი. მახვილი სვანურში უფრო მკაფიოა, ვიდრე ქართულში. იგი დინამიკურია (ინტენსიურია) და მოძრავი. მას განსაზღვრული ადგილი არა აქვს. იგი გვხვდება სიტყვის თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც (ქათალ "ქათამი", დო შდულ "მთვარე", ხოკლა თხა "უმაღლესი") ძირის, აფიქსების, პრევერბისა თუ თანდებულის ხმოვანზე. მოძრავი რომ არის, ამას ნათელყოფს მახვილის გადანაცვლება ძირიდან სუფიქსზე, სუფიქსიდან – სუფიქსზე და ა. შ. (დო́შდულ – ნათ. დოშდუ̂ლა̈́შ "მთვარის⌜ა⌝", ქათა́ლ – მრ. ქათლა̈́რ, ტე ხნი "ბრუნდება" – ატა̈ ხ "დაბრუნდა").
მახვილის სიძლიერეზე მეტყველებს მისი გავლენა მომდევნო ხმოვანზე – რედუქციას იწვევს, სიგრძეს უკარგავს ან კვეცს (ხო́სგუ̂ჯ "უბრძანე", მაგრამ ხოსგუ̂ეჯ "უბრძანა", ლოხუ̂ცად "გავუცვალე", მაგრამ ლოხუ̂ცა̄̈დ "გაუცვალა"... კაბ > კაბა, კა̀ლუ̂ > კალო...). შეიძლება მახვილის ზემოქმედებით წინა ხმოვანიც შეიკუმშოს (დედფა̈ლ > დედოფალი). თუ კომპოზიტია, მახვილს ორივე კომპონენტი ატარებს, ოღონდ პირველი წევრის მახვილი მეორეხარისხოვანია (ლეზუ̂ე ბლე თრე "საჭმელსასმელი"...).
გრძელი ხმოვანი თუა, მახვილი მასზე იგულისხმება (ლა̄რე "სათიბი", ა̈ნმა̄ რა̄̈ნ "მოემზადა").
ვარაუდობენ, რომ სვანურის აქცენტუაცია ნარევია. მახვილი შეიცავს რამდენიმე მომენტს. მათგან მუსიკალური უფრო ადრინდელია, ვიდრე – დინამიკური. არის ფრაზის მახვილიც, მაგრამ ეს საკითხები დამატებით შესწავლას საჭიროებენ.
ფონეტიკური პროცესები. ფონეტიკური ცვლილებებიდან აღსანიშნავია: რედუქცია, უმლაუტი, აბლაუტი, ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერათა ჩართვა თუ დაკარგვა, სუბსტიტუცია და სხვა.
-
რედუქცია საერთოქართველური ბგერითი პროცესია. მას სინკოპესაც უწოდებენ. იგი მოდებულია მთელ სვანურს, ოღონდ ლენტეხურში ძალზე შესუსტებულია. მის გამომწვევად მიჩნეულია დინამიკური მახვილი. მართლაც, სადაც მახვილი ინტენსიურია, იქ რედუქციაც მოქმედია. წესები ასეთია:
-
რედუქციას იწვევს ხმოვნით გათავებული პრეფიქსი ან ხმოვნით დაწყებული სუფიქსი. თუ პრეფიქსი უმოქმედოა (გრძელ ხმოვანს ვერ კუმშავს), მაშინ სუფიქსია ძალაში.
-
რედუქცია მოსდის ექვსივე არაგრძელ ხმოვანს. უკვალოდ ქრება ა და ჷ, აგრეთვე ლაშხურში ე და ი (გარდა გარკვეული შემთხვევებისა), კვალს ტოვებენ ე და ი წინა ხმოვნის გაუმლაუტებით, ხოლო მარცვალს კარგავენ ო და უ და იქცევიან უ̂-დ.
-
რედუქციას არ განიცდის ერთმარცვლიანი ძირი თუ ფუძე გაორმარცვლიანების შემთხვევაში, აუცილებელია გასამმარცვლიანება. გაორმარცვლიანებისას რედუქცია შეინიშნება ზოგიერთ გარდამავალ და II ჯგუფის ვნებითი გვარის ზმნათა I და II პირის ფორმებში და ისიც ბალსზემოურში და -ემ თემის ნიშნიან ზმნებში ლახამულურის ნამყო უწყვეტელში.
-
იკუმშება, ჩვეულებრივ, ერთი ხმოვანი, იშვიათია ორი ხმოვნის ერთდროულად სინკოპირება.
-
რედუქცია მეორეული, გვიანდელი მოვლენაა. თავდაპირველად სრულხმოვნობა უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი, რასაც ადასტურებენ ხალხური სიმღერები და სვანეთში შედგენილი ისტორიული წყაროები.
-
-
უმლაუტი. არსებითი მნიშვნელობისაა აგრეთვე სვანურში (ლაშხურის გამოკლებით) უმლაუტი, რომელიც ზოგჯერ მორფოლოგიურ ფუნქციასაც ასრულებს. ვიწროვდება უმთავრესად ა ა̄, შედარებით ნაკლებ ო ო̄ და უ უ̄. აუმლაუტებენ შეკუმშული ან მოკვეცილი ი და ე და აგრეთვე არსებული ი (უშგულურის გამორიცხვით) და ე, ბალსზემოურის გარდა. მაგ.: ხა̈მ > ,ხამი "ღორი", ა̈შხი > ,აშიხი "წვავს"; ხამა̈რ > ხამარე "ღორები", ლნტ. ა̈მეჩე "აბერებს"; ბზ ტუ̄̈ლდ "იძახდა" (შდრ. ტუ̄ლი "იძახის") და სხვა.
პირველი პირის უ̂ ნიშანი ზმნის ფუძის მომდევნო ე და ი ხმოვნებთან ერთად (უ̂ე) იქცევა ო̈'დ, უ̂ი კი უ̈'დ: პო̈რნი "ვფრენ", უ̈დე "ვჟლეტ".
უმლაუტი ლაშხურ კილოსაც ახასიათებდა. ამის მაჩვენებელია სახელის ფუძისეული და ზმნის პრევერბისეული ა̈-ს ქცევა ე-დ (და̈შდუ̂ > დეშდუ̂ "დათვი"; ა̈დშიხა̄̈ნ > ედშიხა̄ნ "დაიწვა"). აღსანიშნავია, რომ ა̈ > ე ზოგ სახელში ბალსქვემოურშიც გავრცელებულია, ზმნის პრევერბში კი – ცხუმარულ კილოკავში. ჩანს, უმლაუტი მთელ სვანურს ჰქონდა, ყველაზე ადრე ლაშხურში შეჩერდა.
უმლაუტი სპეციფიკური მოვლენაა და, როგორც ირკვევა, მეორეული წარმოშობისა ჩანს სვანურ ნიადაგზე. იგი გარდამავალი საფეხურია ქართულსა და მეგრულში არსებული ნაწილობრივი ასიმილაციისა (ე ი ტ ა ნ ა, ნაცვლად ა ი ტ ა ნ ასი).
გაუმლაუტებული ხმოვნები პალატალურია და მათ მეზობლობაში მყოფი წინამავალი თანხმოვნები პალატალობის ელფერს იძენენ, ხოლო გ კ ქ –
ჲოტაციას: გა̈რგლი (ისმის: გჲა̈რგლი "ლაპარაკობს"), ქა̈მ (ისმის: ქჲა̈მ "გარეთ").
-
აბლაუტი (გარდახმოვანება). აბლაუტად არის მიჩნეული II ჯგუფის ზმნებში ი და ე-ს მონაცვლეობა, თუმცა დღეს მათ მხოლოდ მორფოლოგიური დანიშნულება აქვთ. აბლაუტია უდავოდ ე > ა̈-დ ბევრ შემთხვევაში (ვნებითი ზმნების წყვეტილის ფორმებში). მისი აღრევა ა̈ > ე-სთან შესაძლებელია, მაგრამ განსხვავებას გვიჩვენებენ ნასესხები სიტყვები და ხმოვანთშესატყვისობა (მაგ.: ქონა̈ბ > ქონება). იგი გავრცელებულია მთელ სვანეთში.
-
ასიმილაცია. უმლაუტი ნაწილობრივი ასიმილაციაა ხმოვნებისა, მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც უფრო ხმოვნებისა, ვიდრე თანხმოვნებისა. ადგილის, მიმართულებისა თუ რაგვარობის მიხედვით გვხვდება: კონტაქტური და დისტანციური, პროგრესული და რეგრესული, სრული და ნაწილობრივი ასიმილაცია. დავასახელებთ ზოგიერთს. სასხვისო ქცევის ო- თავსართი სრულად იმსგავსებს პრევერბისეული ა-ს და ზოგან ე ხმოვანს ლენტეხურის გამოკლებით (ოთჭემე > ლნტ. ათოჭემე"დაუთიბა").
თანხმოვანთა ასიმილაცია შედარებით სუსტია მჟღერობასიყრუის მიხედვით. ესაა: უ̂ო̄შთხუ̂ (< უ̂ო̄შდხუ̂ "ოთხი"), აფხნეგ > ამხანაგი, ესხრი > ესღრი "მიდის" და სხვა.
პრევერბის დ (ად-) და ს (ეს-) ზეპირმეტყველებაში იშვიათად ემსგავსება ზმნის თავკიდურ თანხმოვანს და აბრუპტივებთან დ ისმის ტ-დ და ს ფშვინვიერ ჭ, ჩ, შ -სთან – შ-დ: ატყიმე > ადყიმე "დაახრჩო"... ეშჭუ̂ე̄ნ > ესჭუ̂ე̄ნ "დაბრუნდა". წარმოების ადგილის მიხედვითაა მიღებული ხეხუ̂ (<ჰეხუ̂, ქვს. ჲეხუ̂ "ცოლი"), ხოხუ̂რა (<ხოჰუ̂რა "უმცროსი", მაჰუ̂რე̄ნე "ყველაზე უმცროსი") და სხვა.
ყურადღებას იქცევს ეჯ ნაცვალსახელის ჯ ელემენტის დამსგავსება რთულ სიტყვებში თავკიდურ თანხმოვანთან ან კიდევ სუფიქსთან: ეჩქა > ეჯქა "მაშინ", ეჩხენ > ეჯხენ "იქიდან"... ეჭკა̈ლი > ეჯკა̈ლი "იმისთანა"... ეჩა > ,ეჯშა "მისი" და სხვა.
საგანგებოდ აღსანიშნავია წყვილბაგისმიერ უ̂ თანხმოვნის მიერ პრევერბისეული თუ ფუძისეული ე ხმოვნის დამსგავსება და ო-დ ქცევა. ასეთია პირველი პირის სუბიექტური უ̂ პრეფიქსის ან ხუ̂- და O1 გუ̂- ნიშანთა, აგრეთვე მოქმედებითი ბრუნვის -შუ̂ სუფიქსის უ̂ ელემენტი: ოთკალა̈უ̂ > ლნტ. ათუ̂აკალა̈უ̂ "გავლეწე", ჩოსსგუ > ბზ. ჩუ̂ესსგუ "დავჯექ", დი̄ნოშ > ლშხ. დი̄ნაუ̂შ "გოგოთი"...
-
დისიმილაცია ნარნარა თანხმოვნებისა (რ – რ > რ – ლ, ნ – ნ > ლ – ნ) ყველაზე უფრო გავრცელებულია ქვემოსვანურსა და ნაწილობრივ ბალსზემოურში. იგი მოსდის მრ. რიცხვის -არ დაბოლოებას, უქონლობის -ურ და ქონების -ა̄რ სუფიქსს. მაგ. ქორა̈რ ‖ ქორა̈ლ, ლშხ. ქორალ "სახლები"; თეთრულ ‖ ბქვ. თეთრურ "უფულო"; ბზ. როგუ̂ა̄̈ლ ‖ ბქ. როგუ̂ა̈რ "ცერცვიანი"; კალუ̂ენ > კანონი; ანბა̈უ̂ > ქართ. ამბავ "სიტყვა". ძალიან გავრცელებულია დისიმილაციური გამჟღერება: ორი ყრუ თანხმოვნიდან პირველი ან შემდეგი მჟღერდება და გვაქვს რეგრესული ან პროგრესული სახეობა: სისხლი > ზისხ, კოწახური > გოწხირ; ჭაბუკ-ი > ჭაბუ̈გუ̂, ტახტი > ტა̈ხდ და სხვ. ამათვე უნდა განეკუთვნებოდეს კომპლექსები სდ/შდ, სგ/შგ, რომელთა პირვანდელი სახე შემონახულია ლენტეხურში. მათს პრიმარობას ადასტურებს ქართულიდან და სხვა ენიდან შესული სიტყვები: და̈შდუ̂ > ლნტ. და̈შტუ̂ "დათვი", შგურ > შკურ "სირცხვილი", შდრ. ქრისდე "ქრისტე", კოშგი "კოშკი", სგელ "სქელი", ლემესგ, ლნტ. ლემესკ < ჩერქეზ. მ ა̆ ს ა̆ კ და სხვა. არის საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ ლენტეხური წარმოგვიდგენს მეორეულ საფეხურს – მჟღერის გამკვეთრებას.
-
მეტათეზისი. ყველაზე უფრო ხშირად მეტათეზისი მოსდის უ̂ ბგერას. S1 უ̂, ნაცვლად პრეფიქსისა, ინფიქსად გვევლინება თანხმოვნით დაწყებულ ზმნებში (ტუ̂იხე "ვაბრუნებ"). ეგევე მდგომარეობაა ლენტეხურში ა-, ან-, ას- პრევერბიან ზმნებში (ატუ̂ეხ "დავბრუნდი"). ნაუმლაუტევი უ̂ (უ̂ი კომპლექსისა) წყვილბაგისმიერებთან გადაისმის (პასიხუ̂ > პასუ̈ხ > პასუხი, მაგრამ ა̈ნგუ̂ლეზ > ანგლო̈ზ). ლენტეხურში პირის ნიშნები მეტათეზისის შედეგად შიგ ექცევა ას- პრევერბში: ალსხრიდ "მოვდივართ", ამსუღუ̂ა, აჯ-სუღუ̂ა "მიმაქვს", "მიგაქვს". ფუძეებშიც არაა იშვიათი თანხმოვანთა გადასმა: კიბდენ > კიდობანი, კალხმა̈რ, მხ. კალმახ "თევზი" და სხვა შემთხვევები.
-
ფონეტიკურ პროცესთა ერთდროული მოქმედება. სვანურშიც ორი, სამი ფონეტიკური მოვლენა ერთმანეთსაა ერთდროულად გადახლართული, რის გამოც სიტყვა შორდება პირველ სახეს. ასეთია, მაგ., ასიმილაცია რედუქციის შემდეგ: ხატკლებ > ლნტ. ხადაკლებ "ენანება", ხაშხა > ხაჟახა "ჰქვია"... დაკარგვა ასიმილაციის შემდეგ: ლოჰოდა ‖ ლოხოდა > ლოხჰოდა > ,ლახ-ოჰოდა "მიუცია", ოხჰერა > ოჰერა "უხმია"... რედუქციის შემდეგ ასიმილაციისა და ბგერის დაკარგვის მაგალითია: ბქვ. ა̈ზიჰ "დაკლა", მაგრამ ლა̈სა > ,ლა̈სჰა > ლა̈ზიჰა "საკლავი" და სხვა.
-
პალატალიზაცია. თანხმოვანთა შერბილებას იწვევს უმლაუტიანი ხმოვანი, მაგრამ გაპალატალება აკუსტიკურად იმდენად სუსტია ამჟამად, რომ პალატალიზებულთა ვარიანტებად მიჩნევა ჭირს და ამიტომაც თანხმოვანთა კლასიფიკაციის ტაბულაში არაა შეტანილი. ერთადერთი, რაც თვალში ეცემა კაცს, არის უკანაენისმიერი გ ქ კ სამეულის ჲოტაცია (იხ. § 14). პალატალიზაცია თავის დროზე მოქმედი უნდა ყოფილიყო, ამას ადასტურებს ამავე სამეულის წინაენისმიერად ქცევა და გააფრიკატება (მაგ. ჩუ = ქვე, ჭიშხ = მეგრ. კ უ ჩ ხ - ი "ფეხი", ეჯა = იგი და O2 გ ყოველთვის ჯ-დარის წარმოდგენილი სვანურში და ითვლება პირისნიშნად). ზოგკილოკავში ჯ > ჲ. პალატალიზაციის გზით გააფრიკატების პროცესი ამჟამად მოქმედი არ არის.
-
ლაბიოველარიზაცია გულისხმობს წყვილბაგისმიერი უ̂-ს წინ სამეულის ერთერთი გ ქ კ თანხმოვნის განვითარებას: გუ̂ეში, გოში > ქართ. სა-ვს-ე, ღუ̂აჭა̈რ (< ვაჭარ). ეს პროცესიც ამჟამად შეჩერებულია. საგულისხმოა, რომ ქართ. შიშინა თანხმოვნებს სვანურში შეესატყვისება შიშინა თუ სისინა + უკანაენისმიერ თანხმოვანთა კომპლექსი: შგ, სგ = შ (იშგუ̂იდ = შვიდი, ხესგუ = შვ-ენის...) და სხვ. ამ მოვლენას ხსნიან სგ კომპლექსის მომდევნო უ̂ ფონემის არსებობით.
-
აფრიკატიზაციის ადრინდელი საფეხურის ნიმუშები ზემოთ იყო დასახელებული პალატალიზაციასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევები კერძო ხასიათისაა და უფრო ნასესხებ სიტყვებს შეეხება: საჯენ ("საჟენი"), იცხ > "მსხალი"... ბერეჟ ‖ ბერეჯ "რკინა" და სხვა.
-
დეზაფრიკატიზაცია უმთავრესად ზანური ფენის სიტყვებს მოსვლია და შემდეგ შეჩერებულა: ჟეღ > მეგრ. ჯ ო ღ ო რ ი "ძაღლი", ჭა̈შ = მეგრ. კ ო ჩ ი "კაცი" და სხვა. აქვე მოსაყვანია აფრიკატთა გასპირანტება თანხმოვანთან მეზობლობაში: ტკიც, მაგრამ ტკისდ ‖ ტკიცდ "ნამდვილად", მარწყვი > ბა̈სყ და მისთ.
-
არ ვეხებით ბგერის დაკარგვას, ისეთსაც კი, როგორიცაა: ფორმანტისეული უ̂-ს გაქრობა ფუძისეულ უ̂ ან უ და ფორმანტ ო-სთან (კუ̂ეც > კუ̂უ̂ეც "ვკვნესი", გუღუ̂ა > გუ̂უღუ̂ა "გვაქვს" ან კიდევ პრევერბის ხმოვნის დამსგავსების შემდეგ: ოტჷხ = ლნტ. ატუხ > ატუ̂ჷხ "დავაბრუნე"); O1 გუ̂-პრეფიქსის გ ელემენტის დაკარგვა ლახამულურში (ქა̈უ̂ტაბა "გაგვითლია") და სხვა. არ ვეხებით არც ბგერის განვითარებას, არც სუბსტიტუციისა თუ სხვა მოვლენათა შემთხვევებს, თუმცა შესაბამისი მასალა ბევრიცაა და საინტერესოც.