მორფოლოგია
- 25. მეტყველების ნაწილები. სვანურ ენაშიც სიტყვები იყოფა ფორმა-ცვალებად და ფორმაუცვლელად. ფორმაცვალებადია ყველა სახელი (არსე-ბითი, ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელი) და ზმნა. სახელი ბრუნება-დია, ზმნა – უღვლილებადი. ფორმაუცვლელია ზმნისართი და დამხმარე სი-ტყვები: თანდებული და კავშირი. მათვე განაკუთვნებენ შორისდებულსა და ნაწილაკებს. ნაწილაკები ცალკეც იხმარება და სიტყვასთან შერწყმითაც.
- 26. არსებითი სახელი. არსებით სახელს ორი კატეგორია აქვს: ბრუნვა და რიცხვი. გრამატიკული კლასისა თუ სქესის კატეგორია მისთვის უცხოა. ბრუნვა ექვსია: სახელობითი, მიცემითი, მოთხრობითი, ვითარებითი, ნათესა-ობითი და მოქმედებითი. მათ თავ-თავისი ფორმანტები აქვთ. წოდებითს და-ბოლოება არ მოეპოვება და ამიტომ ბრუნვად არ ითვლება.
სვანური ბრუნება მეტად რთულია. იგი განსხვავდება ქართულ-ზანური-საგან ორფუძიანობითა და ბრუნვათა დაბოლოების მრავალფეროვნებით.
დაბოლოებათა და ფუძის მიხედვით გამოყოფენ ოთხ, ზოგი კიდევ ხუთ ტიპს. ეს ტიპები დამოკიდებულია დიალექტებზე.
ფუძე ორგვარია: ბოლოთანხმოვნიანი და ბოლოხმოვნიანი. პირველი მე-ტია რაოდენობით. იგი ჩვეულებრივ ხმოვანმოკვეცილია, ეს ხმოვანი ფორმან-
ტია თუ ფუძისეული. თანაც ასეთი ფუძე უმლაუტიანია (ხა̈მ "ღორი") ან
უუმლაუტო (გარჯ < "გარჯა"). უმლაუტიანს მოკვეცილი აქვს სახელობითის დაბოლოება -ი ან -ე, ხოლო უუმლაუტოს – ფუძის ბოლოკიდური ხმოვანი
- -ა ან -ო ქცეულია უ̂ -დ. სამივე ხმოვანი -ი, -ე, -ა გამოვლინდება ნათესაობით ბრუნვაში.
ზოგად სახელთან -ე ბოლო და ზოგი შიგნიხმოვნიანები, აგრეთვე ზოგი
- -ა ბოლოკიდურიანი და ზოგიც ბოლოთანხმოვნიანები ხასიათდებიან ორფუ-ძიანობით: ერთია სახელობითისა და მეორეა მიცემითის ფორმა, რომელიც ფუძედ არის გამოყენებული სხვა ბრუნვებისათვის.
განარჩევენ ბრუნების ოთხ სისტემას: ქართველურს, ადიღეურს (ჩერქე-ზულ-დაღესტნურს), სვანურს (ძველ ქართულ-კავკასიურსა) და ნარევს (ჰიბ-რიდულს).
კილოთა მიხედვით ბრუნების სისტემა ყველაზე მარტივია ქვემოსვანურ-ში, გამარტივების ტენდენციას უნიფიკაციის გამო ავლენს ბალსზემოური, ყველაზე უკეთ შემონახულია ზემოსვანურში, განსაკუთრებით – ბალსქვემო-ურში.
27. ქართველური სისტემა
ბრუნების ტაბულა
ბზ., ლნტ. ბქვ. ლშხ. | |
სახ. ხა̈მ ხა̈მ ხამ "ღორი" მიც. ხა̈მ-ს ხა̈მ-ს ხამ-ს მოთხ. ხა̈მ-დ ხამ-ემ ხამ-დ ვით. ხა̈მ-დ ხა̈მ-დ ხამ-დ ნათ. ხა̈მ-იშ ხამ-ემ ხამ-იშ მოქ. ხა̈/ამ-შუ̂ ხამ-შუ̂ ხამ-შუ̂ | |
ასეთივეა უუმლაუტო ბაპ "მღვდელი", ჴარჴ "ხახა", ქათალ "ქათამი" | და |
სხვები, ოღონდ ნათესაობითში აქვს -ა̈-შ, რომლის -ა ფუძისეულია და -შ < | -იშ |
კი – სუფიქსი. ამათგან -ი ელემენტი დაკარგულია და მისი კვალი ფუძის ს გაუმლაუტებით ჩანს. ამ ტიპისაა -ა, -ი, -ო და -უ ბოლოხმოვნიანი სახელები: ბზ., ლშხ. ბქვ. ლნტ. სახ. დი̄ნა დინა დენა "გოგო" მიც. დი̄ნა-ს დინა-ს დენა-ს მოთხ. დი̄ნა-დ დინა-დ დენა-დ ვით. დი̄ნა-დ დინა-დ დენა-დ ნათ. დი̄ნა̄̈შ ‖დი̄ნა̄-შ4 დინა̈შ დენა̈-ჲშ მოქ. დი̄ნოშ ‖ დი̄ნა-უ̂შ დინოშ დენა-უ̂შ | -ა- |
ამგვარად, ქართველური სისტემის დამახასიათებელია: ერთფუძიანობა, ქართული და ზანური სუფიქსები. ესაა: სახ. -ი / -ე მიც. -ს მოთხ.-ვით. -დ ნათ. -იშ / -ეშ (გიმ – გიმ-ეშ "მიწის{ა}", დეც-ეშ "ცისა"...) მოქ. -შუ̂ | |
ამათგან სახ. -ი ან -ე, მიც. -ს და ვითარ. -დ საერთო-ქართველური ბოლოებაა, -იშ/-ეშ – ზანური; მოქ. -შუ̂ უკავშირდება ნათესაობითს. | და- |
ქართველურ სისტემას ქმნიან: ბოლოთანხმოვნიანთა უმეტესობა, ბოლო-ხმოვნიანები -ე-ს გამოკლებით, საკუთარი სახელები და მრავლობითი რი-ცხვის ფორმები.
-
28. ადიღეური სისტემა შედარებით კარგადაა დაცული ბალსქვემოურ-ში (ეცერულ-ლახამულურში), რიგიანადაა შემონახული ბალსზემოურში (მოხუცთა მეტყველებაში), სუსტადაა ქვემოსვანურში:
ბქვ. ბზ. ლნტ. ლშხ. სახ. მა̈რე მა̄რე მარე მა̄რე" კაცი" მიც. მარა მა̄რა მარე-ს‖მარა-ს მა̄რა-ს მოთხ. მა̈რემ მა̄რა-დ‖მა̄რე̄მ‖მა̄რე̄მნე̄მ მარე-დ‖მარა-დ მა̄რა-დ ვით. მარა-დ მა̄რა-დ მარე-დ‖მარა-დ მა̄რა-დ ნათ. მა̈რემ მა̄რე̄მ-იშ მარე-იშ‖მარემ-იშ მა̄რე̄მ-იშ მოქმ. მაროშუ̂ მა̄როშ მარე-უ̂შ‖მარა-უ̂შუ̂ მა̄რა-უშ
აქ მიცემითის ნიშნად ვარაუდობენ -ა სუფიქსს. იგი ერწყმის მოთხრო-ბითში -ემ ნიშანს და ე გრძელდება, მოქმედებითში -შუ̂ ბოლოსართთან ასი-მილაციის გამო ა>ო.
ნიშანთა ცხრილი ასეთია:
მიც. -ა
მოთხ. -ა-დ, -ემ (< ა + ემ)
ვით. -ა-დ
მოქ. -ოშ (< ა + შუ̂)
ნათ. -ე̄მ-იშ (< ა + ემ + იშ) ‖ -მ-იშ (< -ემ-იშ)
თვით -ე წარმომდგარია ფუძის -ა-ს ასიმილაციით სახ. -ი-სთან: -ა + ი > ეი > ე. ამდენად, ორფუძიანობა ისტორიულად არაა გამართლებული.
ამ ტიპს მისდევს -ე- შიგნიხმოვნიანი სახელები, ოღონდ სახელი მიცე-მითში გამოავლენს -უ̂ ელემენტს და გაჰყვება ყველა ბრუნვაში.
ბქვ. | ბზ., ქსვ. ბზ. | |
სახ. | ჟეღ | ჟეღ ძაღლი |
მიც. | ჟაღ-უ̂ | ჟეღ-ს ‖ ჟაღუ̂ |
მოთხ. | ჟაღ-უ̂-ემ | ჟეღ-დ ‖ ჟაღ-უ̂-ემ |
ვით. | ჟაღ-უ̂-დ | ჟეღ-დ ‖ ჟაღ-უ̂-დ |
ნათ. | ჟაღ-უ̂-ემ | ჟეღ-იშ ‖ ჟაღ-უ̂-ემ ‖ ჟეღ-მ-იშ ‖ლშხ. ჟეღ-ემ |
მოქ. | ჟაღ-უ̂-შუ̂ | ჟეღ-შუ̂ ‖ ჟაღ-უ̂-შუ̂ |
ასეთია რიცხვითი სახელებიდან: ეშხუ "ერთი", ჲორი "ორი"; არსებითი სა-ხელებიდან: ლემესგ "ცეცხლი", ღე̄რბეთ "ღმერთი" და სხვა სახელებიც, სადაც -ე-
მიღებულია -ა-საგან სახელობითის -ი სუფიქსის გავლენით: ჟაღ + ი > ჟეღ. -უ̂ ერთვის სხვა სახელებსაც: ჴა̈ნ "ხარი", ჩა̈ჟ "ცხენი" და უმლაუტი არა აქვთ
(ჴანუ̂, ჩა̄ჟუ̂). ამათვე განაკუთვნებენ უუმლაუტო და უნიშნო სახელებს:
თხუმ "თავს", ფურ "ძროხას", ლჷც "წყალს", ჭჷშხ "ფეხს" და სხვა. ნიშანთა სქემა ასეთია:
მიც. მოთხ.
ვით. ნათ. მოქ.
ეს -უ̂ მიჩნეულია მიცემითი ბრუნვის ნიშნად და, ამის გამო, ცალკე ტი-პად არის გამოცხადებული.
ცალკე ტიპად არის გამოყოფილი ისეთი სახელებიც, რომელთაც მიცე-მითში -მ დაერთვის და გასდევს სხვა ბრუნვებშიც. მაგ.:
ბქვ. | ბზ. ქსვ. | |
სახ. | ხოშა | ხოშა ხოშა |
მიც. | ხოშა-მ | ხოშა̄მ ხოშა-ს‖ლშხ. ხოშა̄მ |
მოთხ. | ხოშ-ემ | ხოშე̄მ‖ხოშე̄მნე̄მ ხოშა-დ |
ვით. | ხოშა-მ-დ | ხოშა̄მ-დ ხოშა-დ, ლშხ. ხოშა̄მ-დ |
ნათ. | ხოშ-ემ | ხოშე̄მ-იშ ხოშა̈-იშ‖ხოშ-ემ-იშ, ლშხ. ხოშე̄მ-იშ |
მოქ. | ხოშოშუ̂ | ხოშა̄მ-შუ̂ ხოშა-უ̂-შუ̂, ლშხ. ხოშა-უ̂შ‖ხოშა̄მ-შუ̂ |
ამ ტი | პისაა -ა-ზე | დასრულებული გაქვავებული უფროობითი ხარისხის |
ფორმები (ხოჩა "კარგი", ხოხუ̂რა "უმცროსი"...), რაოდენობითი რიცხვითი
სახელები (არა "რვა", ჩხარა "ცხრა") და ნაცვალსახელიც (უ̂ოშა "რამდენი").
დაბოლოებათა ცხრილი ასეთია:
მიც. -Vმ
მოთხ. -ე̄მ, -ამ-დ, -ა̄მ-ნე̄მ
ვით. -Vმ-დ
ნათ. -ე̄მ-იშ
მოქ. -ამ-შუ̂
ადიღეური სისტემის დამახასიათებელია: 1. ო რ ფ უ ძ ი ა ნ ო ბ ა (სახ. და მიც. ფუძეთა გამოყენება), აგრეთვე მოთხ. და ნათ. საზიარო ფორმა, რაც მას დაღესტნურ ენებთან აკავშირებს: 2. -უ̂ და -მ (-Vმ) არტიკლთა დართვა, რაც მას -მ ელემენტთა მოდელითაც და ფორმანტის მატერიალური ნაწილი-თაც ადიღეურ ენებს ამსგავსებს.
აქ გამოყოფილი სამივე ტიპი ბრუნვის დაბოლოებათა მიხედვით ერთ (ადიღეურ) სისტემად არის გამოცხადებული იმის გამო, რომ ყველგან მიცემითის სუფიქსია -ა, ხოლო ნათ.-მოთხრობითისა – -ე. -მ განმსაზღვრე-ლი ნიშანია ადიღეურის ტიპისა, ხოლო -უ̂, რომელსაც მიც. ნიშნად თვლიან, შეიძლება იყოს ან ფუძისეული, ან მ-ს ბადალი. აქაც მიცემითში -ა-ს გვავა-
რაუდებინებს ხალხურ სიმღერებში დაცული ფორმები და ნათესაობითში გა-მოვლენილი -ა̈შ დაბოლოებაც (თხუ̂იმ "თავი", მიც. თხუმ < ,თხუმა: თხუმა-ს; ჭიშხ "ფეხი", მიც. ჭჷშხ < ჭჷშხ-ა, ნათ. ჭჷშხა̈შ; ჩა̄̈ჟ "ცხენი", მიც. ჩა̄ჟ-უ̂, მაგ-რამ ნათ. ჩა̄ჟა̈შ (სოფლის სახელია).
- 29. სვანური (ძველი ქართველური) სისტემა არაა პროდუქტიული. გადმონაშთად გვაქვს მიცემითსა და ვითარებითში -ნ, ნათესაობითში -ინ და ისიც ნაცვალსახელებში, ზმნისართებსა და ზოგ სინტაქსურ ნაერთში (სინ-ტაგმაში). მაგ. ლეთნ ი ლადა̈ღნ "დღე და ღამეს"; ჩიდ მაჩე̄ნე ‖ ჩინ მაჩე̄ნე "ყველაზე უკეთესი"; დიდაბინ გოშია "დიდებით სავსეა" და სხვა.
- 30. ნარევი (ჰიბრიდული) სისტემა უფრო გავრცელებულია ბალსზე-მოურში, ნაკლებ – ქვემოსვანურში. იგი ჩანს მოთხ. და მიცემითში: მა̄რე̄მ-ნე̄მ < მარა+ემ+ნ+ე̄მ "კაცმა", ლშხ. ღე̄რბათს "ღმერთს" და სხვა.
ამგვარად, სვანურში ბრუნება თითქოს ძალზე დაშორებულია ქართულ-ზანურს, მაგრამ ისტორიულად იგი ძალიან ახლოს დგას მათთან და ერთ სა-ერთო სისტემას ქმნის.
- 31. მრავლობითი რიცხვი. მრავლობითი რიცხვის კატეგორიის გამოსა-ხატავად სვანურს საგანგებო ნიშნები აქვს: -ა̈რ (დისიმილაციით -ა̈ლ), -ა̄̈ლ (ლშხ. -ე̄ლ, ბქვ.-ოლ), -ა, -უ, -ი̄რ, -ე̄დუ და ლა- – -ა. ესენი განაწილებუ-ლია ფუძეთა მიხედვით:
ნათესაურ სახელთა (ტერმინთა) საწარმოებლად გამოყენებულია ადგილი-სა და იარაღის (ინსტრუმენტის) აღმნიშვნელი აფიქსები: ლა- – -ა: ხეხუ "ცო-ლი" – ლა̈-ხხუ̂-ა "ცოლები", ჭა̈შ "ქმარი" – ლა-ჭშ-ა "ქმრები" და სხვა.
- -ედ უ სულ რამდენიმე სახელს ახლავს: ფუსნ "ბატონი" – ფუსნ-ე̄დუ "ბატონები".
- -ი̄რ ერთ სახელშია დადასტურებული: გეზალ "შვილი" – გეზლ-ი̄რ
"შვილები".
- -უ სისტემატურად მოეპოვება -ა̈ჲ სუფიქსიან სახელებს: ქუ̂ითრა̈ჲ "ქურ-დი" – ქუ̂ითრა-უ "ქურდები".
- -ა პროფესიის, ხელობის სახელებთან და აქტიურ მიმღეობებთან
გვხვდება: მეჯუ̂ეგ "მეჯოგე" – მეჯუ̂გ-ა "მეჯოგეები"...
- -ა და -ე ბოლოხმოვნიანებს -ა̄̈ლ (-ე̄ლ, -ოლ) ახასიათებთ: დი̄ნა – დი̄ნ-ა̄̈ლ, დი̄ნ-ე̄ლ, დინ-ოლ "გოგოები"; მა̄რ-ა̄̈ლ, მა̄რ-ე̄ლ, მარ-ოლ "კაცები" და სხვა.
- -ა̈რ მოუდის ბოლოთანხმოვნიანებსა და -ო და -უ ხმოვნიანებს (ფუძეში არსებულ რ-სთან დისიმილაციის გამო გვაქვს -ა̈ლ/-ალ ბზ.-ქვემოსვანურში); ფუძის უმლაუტი არ ჩანს: ხამ-ა̈რ "ღორები", თხუმ-ა̈რ "თავები" და სხვა (აქ არ ვეხებით ფუძეში გამოვლენილ თანხმოვნებს: თე "თვალი" – თე̄-რ-ა̈ლ "თვალები"). სახელობითის სუფიქსია მოკვეცილი -ე, რომლის კვალი უმლა-უტში ჩანს და რომელიც გამოვლინდება ნათესაობითში. -ე შემონახულია ხალხურ სიმღერებში, იბრუნება ქართველური სისტემით: ხამ-ა̈რ (< ხამ-არ-ე), მიც. ხამ-ა̈რ-ს, მოთხ.-ვით. ხამ-ა̈რ-დ, ნათ. ხამრ-ე-შ, მოქმ. ხამა̈რ-შუ̂. რი-ცხვის ნიშანთა მრავალფეროვნებას თავისი ახსნა მოეპოვება.
32. არსებით სახელთა წარმოქმნა. ბევრი არსებითი სახელია წარმო-ქმნილი ორი ძირითადი საშუალებით – აფიქსაციითა და კომპოზიციით. აფიქსაციით იწარმოება არსებითი სახელი სახელისგანაც და ზმნის ფუძისგა-ნაც. საწარმოებელი ელემენტებია პრეფიქსი, სუფიქსი ან უფრო მეტად პრე-ფიქს-სუფიქსი. დიალექტებს შორის სხვაობა ფონეტიკურია. აქ დავასახე-ლებთ ზოგიერთს:
ზმნის ფუძისაგან მიიღება უმთავრესად ა ბ ს ტ რ ა ქ ტ უ ლ ი სახელები:
- 1. -ა სუფიქსი განყენებულ არსებით სახელს წარმოქმნის, უმთავრესად II ჯგუფის ზმნათა ფუძისაგან: ბზ. დეგ-ა ( დაგ-ა) "ქრობა", გა̈რგლ-ა < ლნტ. გარგალ-ა "ლაპარაკი"...
- 2. ამავე შინაარსისაა მა- – {-ა} აფიქსებიანი ნაზმნარი სახელები: მა-სტუ̄ნ-ა > ბქვ., ლნტ. მასტუნ "ტკივილი" (ხო-სტუ̄ნ-ი "სტკივა"), მა-ხალ
"ცოდნა" (ხ-ო-ხალ "იცის")...
- 3. -ობ (ქართ. -ობ-ა) ხშირად ენაცვლება -ა სუფიქსს: ლშხ. ცუ̂ერ-
ა=ცუ̂ერ-ობ "მიტოვება", ქაჩ-ობ "ჭრილობის მიყენება"... შეიძლება დაერ-თოს არსებით სახელსაც: მუს-ობ "თოვლობა" (მუს "თოვლი"). იშვიათად შე-მონახულია სრული სახე -ობ-ა.
- 4. აქვე შეიძლება შემოვიტანოთ ლი- – -ე, ლი- – -ი ან ბოლო ხმოვნის მოკვეცით ნაწარმოები მასდარიც: ლი-მჩ-ე "ბერება" (< მეჩი "მოხუცი"),
ლიღრა̄̈ლ "მღერა" (<,იღრა̄ლ-ე "მღერის").
ზოგი მიმღეობაც სუბსტანტივადაა ქცეული (იხ.ნაზმნარი სახელები).
- 5. ზედსართავ სახელთაგან ასუბსტანტივებს ნა- – -ი აფიქსები: ნა-ბგ-ი "სიმაგრე", "ძალა" (< ბჷგი "მაგარი"), ნა̈-ფშირ-ი "სიმრავლე" (< ფიშირ
"მრავალი"...). ამგვარივეა უარყოფითი მიმღეობისაგან წარმოქმნილი აბსტრაქტული სახელები: ნა-უ̂-კალ-უ̂-ი < ლნტ. ნა-უ̂-კალ-აუ̂-ი
"ულეწველობა" (< უ-კლ-აუ̂-ა "ულეწავი")...
არსებით სახელთაგან ნაწარმოები სუბსტანტივები საკმაოდ ბევრია.
- 6. პ რ ო ფ ე ს ი ი ს, ხ ე ლ ო ბ ი ს სახელთა წარმოსაქმნელად გამო-ყენებულია მოქმედებითი გვარის მიმღეობის მჷ- – -ი აფიქსები: მჷ-ლც-ი "მეწყლე" (< ლიც "წყალი"), მჷ-ჩა̄̈ჟ-ი "მხედარი, მეცხენე" (< ჩა̄̈/ა̄ჟ).
შედარებით იშვიათადაა გამოყენებული მე- – -ი ან მა- – -{ი}: ლნტ. მეჩა̈ჟ "მხედარი", მა-თხუ̂მ-ი "მეთაური" (< თხუ̂იმ "თავი").
- 7. კ ნ ი ნ ო ბ ი თ ი ს ა ხ ე ლ ე ბ ი ძალიან გავრცელებულია სვანურში (კერძოდ – ლაშხურში) და ქართული ენის მთის კილოებში (რაჭულში, ფშაურში და სხვაგან).
სუფიქსებად გამოყენებულია -ჷლდ (< -ილდ), -უ̂-სთან შერწყმით ან ასი-
მილაციით – -ულდ, -ოლდ, -დ ელემენტის მოკვეცით – -ჷლ‖-ილ. ყველა მათგანი -ა სუფიქსიანი იყო. იშვიათად გვაქვს -ა̄̈დ: მა̄ლ-ჷლდ "მელუნა" (< მა̄ლ
"მელა"), ჴა̈ნ-ილდ "ხარუკა" (< ჴა̈ნ), შყა̈ჟულდ "მწყერუნა" (< შყა̈ჟუ̂+ჷლდ),.. გიცლა̄̈დ "ვერძუნა" (< გიცა̈რ),.. -ჷლ, -ილ-ს ხშირად კნინობითის ფუნქცია დაკარგული აქვს: დაჴ-ჷლ (მრ. დაჴა̈რ) "თხა"... ზოგჯერ -ჷლდ, -ოლდ გრძლად ისმის.
- 8. არსებით სახელს დართული -ა̈-ჲ, ბქვ. -ა̈ გამოხატავს მ ო ყ ვ ა რ უ ლ ს, ხ ე ლ ო ბ ა ს; მაგ.: ლეღუ̂ა̈ჲ "ხორცის მოყვარული, მეხორცე" (ლეღუ̂ "ხორცი")...
ეგევე დაბოლოება აქვს -ა სუფიქსიან II ჯგუფის აბსტრაქტულ სახელებს და
უდრის -ია-თი ნაწარმოებ ქართულ ფორმებს: ჴეფა̈ჲ "კბენია", "მკბენარა"... ეს წარმოქმნა ძალიან გავრცელებულია, ხშირად იგი ადამიანის, გვარის დაცინვას, შერქმეულ მეტსახელს აღნიშნავს. ამ ფორმის შემცველი სიმღერაა ცნობილი.
- 9. კრებითობის აღმნიშვნელია -რა ბოლოსართი, რომელიც უმთავრესად
იხმარება მცენარეთა სახელებთან: იცხ "მსხალი" – იცხ-რა "მსხლობა";
"მსხლის ფქვილი", ჰად "იელი" – ჰად-რა "იელის ბუჩქი"...
- 10. ვინაობა-სადაურობის აფიქსებია მჷ- – -ი, რომლებიც კარგადაა და-ცული ბალსქვემოურში, სხვაგან -ი მოკვეცილია. მაგ.: ზა̈ნ "სამეგრელო" – მჷზა̈ნ, ბქვ. მჷ-ზნ-ი "მეგრელი", შუ̂ა̈ნ "სვანეთი" – მუშუ̂ა̈ნ, ბქვ. მუშუ̂ნი ‖
მუშნი (< მჷ-შუ̂ან-ი) "სვანი"...
- 33. ნაწარმოებ სახელებს განეკუთვნება რთული სიტყვები ფუძის განმე-ორებით (რედუპლიკაციით), უცვლელად ან აბლაუტით, სხვადასხვა ფუძის შეერთებით (კომპოზიციით). მაგ.: ყორნ-ი-ყორნ "კარდაკარ", კალა̈რ-კულა̈რ "კალელ-კულელები", ღუ̂ინა̈ლ-ზედა̈შ "ღვინო-ზედაშე" და სხვა მრავალი.
- 34. ზედსართავი სახელი სვანურშიც შინაარსობრივად ორი ჯგუფისაა: ვი-თარებითი, პირველადი, და მიმართებითი, სუბსტანტივებისგან წარმოქმნილი.
ვითარებითი ზედსართავების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინიც ნაწარმო-ებია. ამას ცხადყოფენ აფიქსები, რომლებიც რედუქციას იწვევენ: წჷრ-ნ-ი <
წჷრ-ა̈ნ-ი "წითელი", თუ̂ეთნე < თუ̂ეთ-ენ-ე "თეთრი", მა-ხ-ე "ახალი", მჷ-ცხ-ი "ცივი"... ორივე ჯგუფის ზედსართავი იბრუნება ცალკეც და მსაზღვრელადაც. ცალკე აღებული ზედსართავი არსებითი სახელის ფუნქციას ასრულებს და იბრუნება შესაბამისი ფუძის მიხედვით, ხოლო მსაზღვრელი სამი ტიპისაა სინტაქსური თვალსაზრისით: ატრიბუტულია, მაგრამ უბრუნველი, შე-თანხმებულია ბრუნვაში და მართული. რიგის თვალსაზრისით პირდაპირია და ინვერსიული. დღევანდელ სვანურში გაბატონებულია პირდაპირი რიგი: ჯერ მსაზღვრელი და შემდეგ – საზღვრული.
ატრიბუტული პირდაპირი რიგის ზედსართავებიდან უ ბ რ უ ნ ვ ე ლ ი ა ბოლოთანხმოვნიანი, -ი, -უ და -ა ბოლოხმოვნიანი სახელები, ხოლო -ე ბო-ლო და შიგნიხმოვნიანები ფუძეს -ა-თი წარმოადგენენ, მაგრამ ბრუნვის ნი-შანს არ დაირთავენ. -ა ბოლოხმოვნიანთაგან ადიღურ -Vმ არტიკლს დაირ-თავენ გაქვავებული უფროობითი ხარისხის ზედსართავი და რიცხვითი სახე-ლები, მაგრამ აქაც არის ტენდენცია ფუძის გათანაბრებისა და უბრუნველად წარმოდგენისა. მრავლობით რიცხვში მსაზღვრელი არ იხმარება.
მ ს ა ზ ღ ვ რ ე ლ თ ა ბ რ უ ნ ე ბ ი ს ა
უბრუნველია
სახ. დამბა̈ლ ქორ "დაბალი სახლი" მაშრი შუკუ̂ "ფართო გზა" ("შუკა")
მიც. " | ქორ-ს | " შუკუ̂-ს |
მოთხ. " | ქორ-დ | " შუკუ̂-დ |
ვით. " | ქორ-დ | " შუკუ̂-დ |
ნათ. " | ქორ-ა̈შ | " შუკუ̂-ეშ |
მოქ. " | ქორ-შუ̂ | " შუკუ̂-შუ̂ |
მაგრამ:
სახ. | მახე დოშდულ "ახალი მთვარე" | ხოჩა მა̄რე "კარგი კაცი" |
მიც. | მახა დოშდულ-ს | ხოჩა̄მ მა̄რა |
მოთხ. | მახა დოშდულ-დ | ხოჩა̄მ მა̄რ-ე̄მ ‖ მა̄რა-დ |
ვით. | მახა დოშდულ-დ | ხოჩა̄მ მა̄რა-დ |
ნათ. | მახა დოშდუ̂ლ-ა̈შ | ხოჩა̄მ მა̄რ-ე̄მ-იშ |
მოქმ. | მახა დოშდულ-შუ̂ | ხოჩა̄მ მა̄რ-ოშ |
ინვერსიული რიგი იშვიათია. თუ შეგვხვდა, ორივე სახელი იბრუნება.
მართული მსაზღვრელი პირდაპირი რიგისაა თუ ინვერსიულისა, უცვლე-ლად დგას ნათესაობითში, ოღონდ -შ ელემენტი დაცულია ბალსქვემოურში და ინვერსიულ რიგში, სხვაგან მოკვეცილია.
სახ. ბა̈ჩა̈ ქორ "ქვის სახლი" ქორ ბა̈ჩ-ა̈-შ "სახლი ქვის"
მიც. ბა̈ჩა̈ ქორ-ს ქორ-ს ბა̈ჩ-ა̈-შ-{ს}
მოთხ. ბა̈ჩა̈ ქორ-დ და სხვა...
ვით. ბა̈ჩა̈ ქორ-დ
ნათ. ბა̈ჩა̈ ქორ-ა̈-{შ}
მ
ოქ. ბა̈ჩა̈ ქორ-შუ̂
აქედან ჩანს, რომ მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნებისას სვანური ახალ ფორმებს წარმოგვიდგენს ძირითადად, ადრინდელი ვითარება დაცულია -ე და ზოგ -ა ბოლოხმოვნიანებთან. ეტყობა, გამარტივების, გათანაბრების ტენ-დენცია ძლიერია.
- 35. ხარისხი. ხარისხის წარმოება შეიძლება ორი საშუალებით, ესაა: აღ-წერითი (ანალიზური) და ორგანული (სინთეზური). პირველისათვის გამოყე-ნებულია ზმნისართები: უფრო, ძალიან, ყველაზე უფრო, ფრიად, მეტად და სხვ., მეორისათვის კი – აფიქსები. ამოსავალია ვითარებითი ზედსართავი. სვანურში ხარისხი ორია: უფროობითი (შედარებითი) და აღმატებითი. შე-დარებითის ფორმანტებია პრეფიქსი ხო- და სუფიქსი -ა. რედუქციის გამო ფუძე იცვლება. მაგ.: წჷრნი – ხოწრანა "უფრო წითელი", მაშრი – ხომშა-რა "უფრო ფართო" და სხვა.
უ ფ რ ო ო ბ ი თ ი ხარისხის ხუთი ფორმა გაქვავებული სახითაა მოღ-წეული, მათი ამოსავალი ფუძე არაა შენახული. ესენია: ხოჩა "კარგი", ხოშა "უფროსი", იგივეა, რაც "ხუცესი", ხოხუ̂რა "უმცროსი", ხოლა "ცუდი" და ხოდრა "მდარე". ფორმანტთა გენეზისი გარკვეულია: ხ- III პირის ობიექტუ-რი თავსართია, -ო- – სასხვისო ქცევის ნიშანი, -ა – საწარმოებელი სუფიქ-სი. ასევეა ხანმეტ ქართულში: ხ-უ-ც-ე-{ჲს-ი}. ამდენად სვანურმა შემოგვინახა ძველი ვითარება.
ა ღ მ ა ტ ე ბ ი თ ი ხარისხი სპეციფიკურია სვანურისათვის. მისი აფიქ-სებია: მა- – -ე: მა-წრან-ე "ყველაზე უფრო წითელი", მა-მშარ-ე "ყველაზე უფრო ფართო"... გაქვავებული ხ ო ჩ ა ტიპის ფორმები აღმატებით ხარისხში გამოივლენენ -ენ სუფიქსს: მაჩე̄ნე "ყველაზე კარგი", მაშე̄ნე "ყველაზე დი-დი", "უფროსი", მაჰუ̂რე̄ნე "ყველაზე უმცროსი", მალე̄ნე "ყველაზე ცუდი" და მადრე̄ნე "ყველაზე მდარე"; მა- – -ე აფიქსების შესატყვისად თვლიან მეგ-რულში თანაბრობითის ფორმანტებს მა- – -ა (მაშხუ̂ა "სიმსხო").
თ ა ნ ა ბ რ ო ბ ი თ ი ფორმის აფიქსებია იგივე, რაც მეგრულში (მა- – -ა), ოღონდ -ა ბოლოსართი მოკვეცილია (იგი გამოვლინდება ნათესაობით-ში) და ჩნდება -უ̂: მა-წრან-უ̂ (მოწითალო, ნათ. მაწრანა̈შ).
ოდნაობითი ფორმა, რომელიც ხარისხად არის მიჩნეული ქართულსა და მეგრულში (მო-შავ-ო... წა-წით-ალ-ო...), სვანურშიც გვხვდება მე- – -ა აფიქ-სებით (მჷ-წრან-ა "მოწითალო"), მაგრამ, რამდენადაც არც აქ და არც თანაბ-რობითთან შედარება არ ხდება, მათ ხარისხად არ ცნობენ.
ხარისხიან ფორმებს სინტაქსური ძალა აქვთ: მოითხოვენ შესადარებელ სახელს ვითარებით ბრუნვაში, რომლის ბოლოსართები -დ და -ნ ერთმანეთს ენაცვლებიან: ეჯა ხონსგლა ლი მე̄რმა-დ ‖ მე̄რმა-ნ "ის მეორეზე უფრო სქე-ლია"; ჩი-დ მაჩე̄ნე ‖ ჩი-ნ მაჩე̄ნე "ყველაზე უკეთესი"...
- 36. მიმართებითი ზედსართავი მეორეულია. იგი წარმოქმნილია უმთავ-რესად არსებითი სახელისაგან. მის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ყველა სახის მიმღეობა, თუ ის გასუბსტანტივებული არ არის. აფიქსები აქაც მიმღეობისაა და ამდენად საერთო სიტყვაწარმოებაა ნაზმნარ და ნასახელარ სახელებში:
- 1. ქ ო ნ ე ბ ი ს გამოსახატავად ხშირადაა გამოყენებული მიმღეობის ლჷ-თავსართი და მოკვეცილი -ი (ან -ე) ბოლოსართი და უდრის ქართულ -იან, -ოვან, -ოსან სუფიქსებს. მაგ.: ლჷ-ჴა̈ნ "ხარიანი", ლუ-თხუ̂იმ (< ლჷ-თხუმ-ი) "თავიანი"; უმლაუტი მიგვანიშნებს, რომ მოკვეცილია -ი (ან -ე) სუფიქსი.
ქონების აღმნიშვნელია აგრეთვე -ა̄̈რ, -ა̄რ, -ა̈რ (დისიმილაციით -ა̄̈ლ, -ა̄ლ, -ა̈ლ) სუფიქსი. ფუძის უმლაუტი არ ჩანს, სუფიქსს უთუოდ მოკვეცილი აქვს -ე ან -ი ბოლოსართი. მაგ.: თაშ-ა̄̈რ "ყველიანი" (< თა̈შ "ყველი"), როგუ̂ა̄̈ლ "ცერცვიანი" (< როგუ̂ "ცერცვი"). ზოგჯერ ასეთი წარმოქმნილი სიტყვა
გეოგრაფიულ, ჭურჭლის ან იარაღის სახელად არის ქცეული: იფა̄̈რ სოფ-ლის სახელია (< იფ "კოპიტი").
- 2. უ ქ ო ნ ლ ო ბ ი ს სახელის სუფიქსია -ურ (დისიმილაციით -ულ). დაერთვის უუმლაუტო ფუძეს: თხუმ-ურ "უთავო" (თხუ̂იმ "თავი"), თეთრულ "უფულო" (< თეთრ "ფული"). მატერიალურად უდრის მეგრ. -ურ სუფიქსს და ფუნქციით ქართ. უ- – -ო, უ- – -ურ, მეგრ. უ- – -ე აფიქსებს.
- 3. დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე ბ ი ს აფიქსებია ლე- –,-ი(-ე) და ლა- –,-ა. პრო-დუქტიულია პრეფიქსები, მოკვეცილია სავარაუდო სუფიქსები, რომელთა კვალი – პირველისა (ი-სი) – წინა ხმოვნის გაუმლაუტებაში გამოიხატება, მეორისა (-ა-სი) –უუმლაუტობაში: ლე-ფა̈ყუ̂ "საქუდე" (მასალა: ფაყუ̂ "ქუ-დი"), მაგრამ ლა-მჷჟ "სამზეო", "აღმოსავლეთი" (მიჟ "მზე"). ლა- პრეფიქსია-ნი აღნიშნავს უმთავრესად ადგილს, ჭურჭელს: ლა-შჷყ "გოდორი" (<შიყ
"ზურგი"), "საზურგე". ამავე ლა- – -ა აფიქსით იწარმოება ნათესაურ
ტერმინთა მრ. რიცხვი.
ლე-სთან ზოგჯერ იხმარება -ჷ̄რ-ი სუფიქსი: ლე-ჭშ-ჷ̄რ-ი "საქმრო" (ჭა̈შ "ქმარი").
- 4. ს ა დ ა უ რ ო ბ ი ს სადერივაციო ნიშნები ლჷ- (ლუ-) – -უ დაერთვის გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელებს და გვიჩვენებს არაადამიანთა წარმომავლობას: ზა̈ნ "სამეგრელო" – ლჷ-ზნ-უ ‖‖ ლუ-შნ-უ "მეგრული", შუ̂ა̈ნ "სვანეთი" – ლუ-შნ-უ "სვანური", რუ̂ის5 "რუსი" – ლუ-რს-უ "რუსული"...
ამავე მნიშვნელობისაა ბალსქვემოურში გავრცელებული მჷ- – -ერ აფიქ-
სიანი ეგევე სახელები: მჷ-ზნ-ერ "მეგრული"...
- 37. რიცხვითი სახელი, ძირითადად, ორგვარია: რაოდენობითი და რი-გობითი. რ ა ო დ ე ნ ო ბ ი თ ი, თავის მხრივ, მარტივია ერთიდან ათამდე (და ასი), რთულია ათიდან ასამდე და ასის შემდეგ. თვლის სისტემა შერეუ-ლია: ერთეულობითია ათამდე (ჩართვით), ათეულობითია ოცამდე და შემ-დეგ ათობითია ბალსზემოურსა და ლაშხურში, ოცობითია ბალსქვემოურსა და ლენტეხურში.
- 1. რ ა ო დ ე ნ ო ბ ი თ ი რიცხვითი სახელები
1 | ეშხუ | |
2 | ჲორი, ჲერუ, | ლნტ. ჲერბი |
3 | სემი | |
4 | უ̂ო̄შთხუ̂, უ̂ოშთხუ̂ | |
5 | უ̂ოხუ̂იშდ, ბქვ., ლშხ. უ̂ოხუშდ, | ლნტ. უ̂ოხუ̂იშტ |
6 | უსგუ̂ა | უსკუ̂ა |
7 | იშგუ̂იდ | იშკუ̂იდ |
8 | არა | |
9 | ჩხარა | |
10 | ჲეშდ | ჲეშტ |
11 | {ჲ}ეშდეშხუ | ჲეშტეშხუ |
13 | ჲეშდსემი... | |
20 | ჲერუ̂ეშდ | ჲერბეშტ (=ორათი |
ოცეულსა და ერთეულს შორის იხმარება კავშირი ი "და":
21 | ჲერუ̂ეშდიეშხუ | ლნტ. ჲ | ერუ̂ეშტიეშხუ |
24 | ერუ̂ეშდიუ̂ო̄შთხუ̂ ა თ ო ბ ი თ ი ა ბზ. ლშხ. | ჲერუ̂ეშტიუ̂ოშთხუ̂ ო ც ო ბ ი თ ი ა ბქვ. ლნტ. | |
30 | სემეშდ | ჲერუ̂ეშდიეშდ | ჲერბეშტიეშტ |
31 | სემეშდიეშხუ | ჲერუ̂ეშდიეშდეშხუ | ჲერბეშტიეშტეშხუ |
40 50 60 70 | უ̂ო̄შთხუ̂ჲეშდ უ̂ოხუ̂იშდჲეშდ უსგუ̂ა̄̈შდ იშგუ̂იდა̄̈შდ | ურინ{ჲ}ერუ̂ეშდ ურინ{ჲ}ერუ̂ეშდიეშდ სუმინჲერუ̂ეშდ სუმინჲერუ̂ეშდიეშდ | ურინჲერბეშტ |
80 | არა̄̈შდ | უ̂ოშთხუ̂ერუ̂ეშდ‖‖ უ̂ოშთხუნერუ̂ეშდ |
90 ჩხარა̄̈შდ უ̂ოშთხუ̂ერუ̂ეშდიეშდ
100 აშირ აშირ
1965 ბზ. ეშხუ ათა̈ს ჩხარა აშირ უსგუ̂ა̄შდიუ̂ოხუ̂იშდ,
გაურკვეველი რაოდენობის გამომხატველია ზედსართავი სახელები: ხუ̂ა̈ჲ "ბევრი", ფიშირ "მრავალი", კოჭო̄ლ "ცოტა" და სხვა.
- 2. რ ი გ ო ბ ი თ ი რიცხვითი სახელები წარმოიქმნება რაოდენობითისა-გან მე- – -ე აფიქსით (მაგრამ არა ყველასგან, "პირველისთვის" გამოყენებუ-ლია ან პირუ̂ელ ან ზოგჯერ მა̄̈ნკუ̂ი, რომელსაც სხვა მნიშვნელობაც აქვს): მე̄რმე, ბქვ. მერმე, ლნტ. მერბე "მეორე"; მე̄სმე, ბქვ. მესმე, ლნტ. მესემე "მესამე" და ა.შ. ბალსზემოურში მე- გრძელია მე̄-რმე-ს ანალოგიით.
- 3. წ ი ლ ო ბ ი თ ი ს სამიოდე ფორმა გვაქვს სვანურში. საწარმოებელი აფიქსებია ნა- – -ი, რაც მოგვაგონებს ქართულს: ნამსმი "ნასამალი", ნაუ̂შ-თხუ̂ი "ნაოთხალი", ნაუ̂ხუშტი "ნახუთალი". 6
"ნახევარი" სვანურად არის ხჷნსგა.
რიცხვითი სახელი ბრუნებადია. იბრუნება ცალკეც და მსაზღვრელადაც შესაბამისი ტიპის მიხედვით.
ეშხუ, ჲერუ, სემი და რიგობითი რიცხვითი სახელი იბრუნება -ე ბო-ლო და შიგნიხმოვნიანთა მსგავსად; უსგუ̂ა, არა, ჩხარა მიჰყვება ხ ო შ ა -ს ტიპს, დანარჩენი უცვლელია.
რიცხვით სახელთან არსებითი მხოლობითში დგას, მაგრამ სემი, ჩხარა-სთან "ძმა" დასმულია მრავლობით რიცხვში და ძალზე გავრცელებულია ზღაპრებში: სემი ლახუ̂ბა, ჩხარა ლახუ̂ბა (= "სამი ძმები", ცხრა ძმები"); სხვა სახელები იშვიათად გვხვდება მრავლობითში: სემი გეზალ, ჲეშდ მა̄რე ("სამი შვილი", "ათი კაცი"), მაგრამ სემი დი̄ნა̄̈ლ ("სამი გოგოები") და სხვა.
- 38. ნაცვალსახელი სემანტიკის თვალსაზრისით იყოფა იმავე ჯგუფებად, როგორადაც ქართულში.
პ ი რ ი ს ნაცვალსახელია: მი "მე", სი "შენ", ალა, ალე, ალი "ეს", ეჯა (აჯა) "ის", ნა̈ჲ, ნა̈ "ჩვენ", სგა̈ჲ, სგა̈, სკა̈ "თქვენ", ალჲა̈რ "ესენი", ეჯჲა̈რ
"ისინი", მინ "თვითონ ისინი".
ჩ ვ ე ნ ე ბ ი თ ი ა III პირის ნაცვალსახელი, ოღონდ ხმოვანმოკვეცილი: ალ "ეს", ეჯ "ის" (მრ.-ში არ იხმარება), ამკა̈ლი ("ამ ყალი{ბის}"), ამგვა̈რ "ამ-
გვარი", "ამისთანა", ეჯკა̈ლი ("იმ ყალი{ბის}"), ეჯგუ̂ა̈რ "იმგვარი", "იმისთანა", ამი̄შთან "ამისთანა" და სხვ.
კ უ თ ვ ნ ი ლ ე ბ ი თ ი ა: მიშგუ, მიშკუ "ჩემი", ისგუ, ისკუ "შენი", მიჩა (< მიჯშა) "მისი", ეჩა (< ეჯშა) "მისი", ამი̄შ "ამის{ა}", ეჯი̄შ "იმის{ა}, ნიშგუ̂ეჲ ("ჩემი და მისი/მათი") და გუშგუ̂ეჲ, გუშკუ̂ეჲ ("ჩემი და
შენი/თქვენი")"ჩვენი" (ზემოსვანურში გარჩეულია ინკლუზივისა და ექსკლუ-ზივის ფორმები), ისგუ̂ეჲ, ისკუ̂ეჲ "თქვენი", ალჲარეშ "ამათი", ეჯჲარეშ "იმათი", მინეშ "მათი". უკანასკნელი მაგალითებიდან ჩანს მათი ნათესაობი-თი ბრუნვის ფორმისგან წარმომავლობა.
კ ი თ ხ ვ ი თ ი ა: ჲა̈რ "ვინ", მა̈ჲ "რა", ხედა "რომელი", მა̈ჲკა̈ლი{ბ}, იმ-კა̈ლი "რა ყალიბის", მაგუ̂ა̈რ "როგორი", უ̂ოშა "რამდენი", იმსგიშ "სადაური"...
კ ი თ ხ ვ ი თ - კ უ თ ვ ნ ი ლ ე ბ ი თ ი ა: იშა "ვისი", იმშა "რისა".
უ ა რ ყ ო ფ ი თ ი ნაცვალსახელი შედგენილია: შეიცავს უარყოფით ნა-წილაკსა და კითხვით ნაცვალსახელს: და̄̈რ (< დე-ჲა̈რ) "არავინ", დეშჲა̈რ
"ვერავინ".
უარყოფით ნაწილაკებში შემავალი -მა (მადმა, ლნტ. მა̈დმა "არ", "არა-
ფერი", დე̄მის, დემის, დე̄მამ "არაფერს", ნო̄მა, ნომა "ნურაფერს"...), -სა (დე̄სა არა", "არ") წარმოშობით ჩვენებითი ნაცვალსახელი ჩანს.
მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი ნაცვალსახელი შედგება კითხვითი ნაცვალსახელი-სა და -უ̂ა̄̈ჲ ნაწილაკისაგან: ჲერუ̂ა̄̈ჲ "ვინც", მა̄̈ჲუ̂ა̄̈ჲ "რაც", ხედუ̂ა̄̈ჲ "რომე-ლიც", უ̂ოშუ̂ა̄̈ჲ "რამდენიც"...
უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი თ ი : უშხუ̂ა̄რ "ერთმანეთს", უშხუ̂ა̄რე თხუ̂იმ "ერთმანეთი"
გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ი თ ი ა: მა̈გ "ყველა", ბზ. ჯა, ბქ. ჯი, ლშხ. ჯე "თვი-
თონ", იშგენ "სხვა".
გ ა ნ უ ს ა ზ ღ ვ რ ე ლ ო ბ ი თ ა დ ითვლება: ჲერხი "ზოგი", -უ̂ა̄ლე
ნაწილაკიანი კითხვითი ნაცვალსახელები: იერუ̂ა̄ლე "ვიღაც", "ვინმე", ხედუ̂ა̄ლე "რომელიმე", "რომელიღაც", უ̂ოშუ̂ა̄ლე "რამდენიმე" და სხვა.
- 39. ნაცვალსახელი იბრუნება, მაგრამ ზოგი მათგანი თავისებურებას იჩენს. დავასახელებთ მთავარს.
პირის ნაცვალსახელი მი, სი, ნა̈ჲ და სგა̈ჲ არ იბრუნება. იგი წარმოად-გენს უძველეს საფეხურს. ალა და ეჯა იბრუნება, მაგრამ შერეული სახე აქვს, როგორც დამოუკიდებლივ (ქვემდებარედ ან დამატებად) ხმარებულს:
ეჯა
ეჯას ‖ეჩას ‖ ეჩჷნ, ეჯჷნ ეჯნე̄მ
ვით. ნათ. მოქ. | ამნა̈რ{დ} ეჯნა̈რ{დ} ამი̄შ ეჩი̄შ ამნოშუ̂ ეჯ/ჩნოშუ̂ |
ა ლ ფორმა ფ სახ. მიც. მოთხ. | ა ნაცვალსახელს ფუძე ეცვლება ქართულის მსგავსად. მიც. ამჷნ ძედაა გამოყენებული ყველა ბრუნვაში. ჲა̈რ (< ჲერ) "ვინ" მა̈ჲ "რა" ჲა̈ს იმ ჲა̈რდ იმნე̄მ |
ვით. ნათ. მოქ. | იშა̈შდ იმნა̈რდ იშა იმშა იშეშშუ̂‖იშა̈შშუ̂ იმნოშუ̂ |
ფუძეს სახ. მიც. მოთხ. | იცვლის აგრეთვე განსაზღვრებითი ნაცვალსახელი მა̈გ. მა̈გ ჩი̄ ‖ ჩი, ლშხ. ჩი̄ს ჩიემ |
ვით. ნათ. მოქ. სრულ ლი მიცემ ბით. სახ. მიც. მოთხ. | ჩიდ ‖ ჩინ ‖ ჩინა̈რდ ჩი̄მიშ (‖ ჩია̈შ) ჩინოუ̂შ ‖ ჩიეშშუ̂ ‖ ჩია̈შშუ̂ იად თავისებურად იბრუნება ხედა, რომლის ნათ. ფორმაა აღებუ- ითში და მას ემყარება ყველა სხვა ბრუნვა ვითარებითის გამოკლე- ხედა ხედა̄̈შ ხედა̄̈შნე̄მ‖ ხედა-დ |
ვით. ნათ. მოქ. რაც შ მიხედვით, ლად გამ მიშგუ დ იხმარება: და სხვა მ | ხედნა̄̈რდ‖ ხედა-დ ხედა̄̈შიშ ხედა̄̈შშუ̂ ეეხება სხვა ნაცვალსახელებს, ისინი იბრუნვიან ამა თუ იმ ტიპის ოღონდ აქა-იქ ვლინდება ორი და მეტი ფორმანტი. მსაზღვრე-ყენებულნი პირდაპირ წყობაში არსებულ წესს იცავენ, ოღონდ ა ისგუ (სახელობითის გარდა) მიშგუ̂ა და ისგუ̂ა ფორმით მიშგუ̂ა მუს "ჩემს მამას", ისგუ̂ა დაჩუ̂ირდ "შენმა ("შენს") დამ" ავალი. |