ფორმაუცვლელი და დამხმარე სიტყვები
- 95. ფორმაუცვლელი და დამხმარე სიტყვები ცალკე ჯგუფს ქმნიან. ისინი სახელისა და ზმნისაგან და ერთმანეთისგანაც განსხვავდებიან გრამატიკუ-ლად: არც იბრუნვიან და არც იუღვლებიან. გარდა ამისა, ზოგი დამოუკიდე-ბელი სიტყვაა, ზოგი კიდევ – დამოკიდებული, არათავისთავადი, დამხმარე. პირველი წარმოადგენს ზმნისართს, სხვები კი – თანდებულსა და კავშირს, ნაწილაკს; ცალკე დგას შორისდებული.
- 96. ზმნისართი. ზმნისართი ორგვარია: პირველადი და ნაწარმოები. პირველადი ცოტაა, დიდი წილი მიღებულია სახელისაგან (არსებითი, ზედ-სართავი, რიცხვითი თუ ნაცვალსახელი) და გაქვავებულია ამა თუ იმ ბრუნ-ვაში. შედგენილობით მარტივია ან რთული.
მა რ ტ ი ვ ი ა : ჟი "ზე", ჩუ "ქვე", სგა "ში", ქა "через", "გავლით", გარ "მხოლოდ", ათხე "ახლა", ღო "შემდეგ", მე̄ვარ, სურუ "ძალიან", აშ "ასე" და სხვები. პირველი ოთხი იხმარება თანდებულადაც და წინდებულადაც (იხ. § 49, 97).
რ თ უ ლ ი ა, როცა ზმნისართში შედის:
ა) ნაცვალსახელი + ზმნისართი ან თანდებული;
ბ) ადვერბული თანდებული + თანდებული ან კიდევ ფორმანტი:
ნაცვალსახელი ამ{ე} "ამ", იმ{ე} "იმ", ეჯ{ე} > ეჩ{ე} "ის", "იმ" +
ადვერბული თანდებული ან თანდებული. ამჟი "ასე", ამეჟი "ამაზე", ეჯჟი "ისე", იმჟი "როგორ"; ეჩეჟი "იქ", ამჩუ ‖ ამეჩუ "აქ", ეჩჩუ ‖ ეჩეჩუ "იქ", იმჩუ ‖ იმეჩუ "სად", "რა ადგილას"...
ამეჲსგა "აქ", "ამაში"; ეჩეჲსგა "იქ", "იმაში"...
ამექა "აქ", "ამაზე"; ეჩექა "იქ", "იმაზე"; ეჩქა "მაშინ".
ამე < ამეგ (< ამე აგის) "აქ", "ამ ადგილას"; ეჩე < ეჩეგ "იქ", "იმ
ადგილას"; იმე < იმეგ "სად", იმთე "საითკენ", ლნტ. ამოხ "აქეთ".
ამხა̈/ენ "აქედან", ეჩხა̈/ენ "იქიდან", იმხა̈/ენ "საიდან", ამღა < ლნტ. ამაღა "ამისთვის", ეჯღა "იმისთვის".
ადვერბული თანდებული + თანდებული, ფორმანტები ან კიდევ ნაწილაკი:
- - ჟი – ჩუჟი "ზევით-ქვევით"; ჟიქა̄/ან "ზევით", "მაღლა".
- - აბე: ბქვ. ჟაბე "ზემო", ჩუ̂აბე, ჩუბე "ქვემო"; ჩუ̂ა̄̈ბ, ჩუ̂ა̄ბ "ქვევით", "დაბ-ლა"; ჟი̄ბ, ჟიბ "ზევით", "მაღლა"; ჩუ̂ი̄ბ, ჩუ̂იბ, ჩუ̄ბ "ქვევით", "დაბლა", "ქვეშ".
- - ა̄ნ: ლშხ. ჩუ̂ან "ქვევით", "დასავლეთით"; სგა̄̈ნ, სგა̄ნ "შიგნით".
- - ამ (< ამე): ქა̄̈/ა̄მ, ქა̈/ამ "გარეთ", "კარში".
- - ხი: ჟიხი "ცოტა ზევით", ჩუხი "ცოტა ქვევით", სგა/ა̈ხი, ლშხ. სგა̄ხი, ლნტ. სკახი "უფრო შიგნით", ქახი, ეცრ. ქა̈ხი "ცოტა შორს", "მოშორებით"...
აჯაღ "ისევ".
ლე-: ლეჟა "ზევით", "აღმოსავლეთისაკენ", ლექუ̂ა "ქვევით",
"დასავლეთისკენ".
ლა-: ლა̈/აისგ, ლნტ. ლა̈ისკ "შუა", "შუათანა".
- - ნ (< -ნა) დაერთვის თანდებულიან ფორმებს: ჟიქა̄/ან "ზევით", "მაღლა"; ამეჩუნ "აქ"; ეჩეჩუნ "იქ", სგა̄მენ "შიგნით", ქა̄მენ "გარეთ"; ლეჰნა "შარშან", ჩუქუ̂ა̄ნ "ქვევით", "ქვეშ"; ამჟი̄ნ "ასე", ეჯჟი̄ნ "ისე", იმჟი̄ნ "როგორ".
- - აუ̂ ‖ -ოუ̂: ჟიბა/ოუ̂ "ზევით(კენ)", ჩუბა/ოუ̂ "ქვევით(კენ)", "დაბლისკენ", ქა̄მა/ოუ̂, ქამა/ოუ̂ "გარეთ(კენ)"; ამხაუ̂ "აქეთ", ეჩხაუ̂ "იქით",...
ჯერადობის -ინ (-ჷნ) სუფიქსი რიცხვით სახელთან ერთად იძლევა ზმნისართს: აშხუ̂ინ, აშხუნ "ერთხელ", ჲარჷნ ‖ ჲორინ ‖ ჲარუ̂ინ "ორჯერ", აშირჷნ "ასჯერ"..., უ̂ოშამჷნ "რამდენჯერ" და სხვა.
ამათვე დაერთვის თანდებულები: ლშხ. ჟა̄ნისა "ზემოდან", "აღმოსავლე-თიდან", სგა̄ნისა "შიგნიდან"; სგა̄ნქა, სგა̄̈ნქა "შიგნიდან", სგა̄̈/ა̄ნჩუ, ეცრ. სგანჩუ "შიგნით"; ქა̄̈მხა̈ნ, ქა̄მხენ "გარედან", ბქვ. ეჩხენჩუ "იქიდან", ლნტ. ქა̈მხო "გარეთ", ბქვ. ეჩქანღუ̂ე "მას შემდეგ" ,...
არის შემთხვევები, რომ ნათესაობითი ბრუნვის ფორმაა თანდებულთან: ბქვ. სგაშხენ, ლნტ. სკაშხენ "შიგნით"...
ამავე ზმნისართთაგან წარმოქმნილია საკუთარი, გეოგრაფიული და ზედსართავი სახელი ან ნათ. ბრუნვის ფორმით, ან სიტყვაწარმოებითი აფიქსებით: ჟა̄ბეშ, ჩუ̂ა̄̈ბია̄̈ნი სოფელია მულახის თემში; ჟი̄ბია̄̈ნი, ჩუ̂იბია̄ნი სოფელია უშგულის თემში; ჩუბეჴეუ̂ (ტოპ.), ჟა̄̈/ა̄ბიშ, ჟა̈ბიშ "ზედაური";
ამეჩუნა̈შ "აქაური", იმსგი̄შ "სადაური"; ბზ. მა̈ჟი̄ბ "ზედა სართული", მა̈ჩუ̂იბ, მაჩუ̄/უბ "ქვედა სართული" და სხვა.
ხშირია ზმნისართ-კომპოზიტები, მიღებული ან გაორკეცებით, ან სხვა-დასხვა კომპონენტისაგან: ჩიქე-ჩიქე "ჯერჯერობით", იმე-იმე "სად-სად", ამჟი-ამჟი ‖ ამჟი ი ამჟი "ასე და ასე"... შიშდ "ახლავე"; დემეგ "არსად", ამელეჟა "ამის ზევით", ეჩეგ-ამეგ "იქა-აქ", ეჩხა̈ნ-ამხა̈ნ "იქით-აქეთ" და სხვა.
ფორმის მხრივ ზმნისართი ან უფორმანტოა, ან გაქვავებულია ბრუნვა-ში. ხშირად ბრუნვის ნიშანი დაკარგულია ან მთელი სიტყვაა შეკვეცილი. ბრუნვათაგან ყველაზე უფრო გამოყენებულია მიცემითი და ვითარებითი.
ზმნისართი მ ი ც ე მ ი თ ი ს ფორმით: ბზ. ჰამს, ძინა̈რს "დილას", ნა/ებოზს "საღამოს", ა̈გის "შინ", ლა̄თ "გუშინ", ამზაუ̂ "წელს", ფე̄/ედიას "ახლოს", ჯუ̂ე̄/ედიას, ჯო̄დიას "შორს", ეჩქას "მაშინ", ამჩიქს "ამასობაში", "ამ დროს", დუ̂რეუ̂ს ‖ დრეუ̂ჟი "დროს", ჩი̄ა̄̈გ (< ჩი̄ ა̈გის) "ყველგან"... ამავე ბრუნვის ძველი ფორმანტი -ნ კარგადაა შემონახული ზმნისართებში: გუნ "ძალიან" (< გუ "გული"), ლეთ{ნ} ი ლადეღნ "დღედაღამე", ჰამნ ი ნაბოზნ "დილა-საღამოს",... -ნ ნიშანმოკვეცილია ამ ლე̄თ "ამაღამ".
ზმნისართი ვ ი თ ა რ ე ბ ი თ ი ს ფორმით: -დ ან მისი მონაცვლე -ნ ფორმანტი ერთვის უმთავრესად ზედსართავს, ზოგჯერ – რიცხვით სახელს:
ბჷგიდ "მაგრად", ბზ. ჩქა̈რდ "ჩქარა", მჷხიმდ "მწარედ", ვეშგდ "უკან", ხოჩა̄მდ "კარგად", ხოლა̄მდ "ცუდად". გირკიდ "გარშემო", ჯუ̂ინელდ "ძვე-
ლად", მახან ‖ მახად "ახლად", უ̂ედდ ‖უ̂ედნ ‖ უ̂ენდ "ძლივს", აშხუდ
"ერთად", ეჩქად "მანამდე" და სხვა. ზოგჯერ ვითარებითის ფორმები ენა-ცვლება მიცემითის ფორმებს და პარალელურად იხმარება: ფე̄დიას ‖ ფე̄დიდ "ახლოს", ლშხ. ჯო̄დიას ‖ ჯო̄დიდ "შორს". ეს მოსალოდნელიც იყო მიცემითი და ვითარებითი ბრუნვების ერთი წამოშობის გამო.
მოქმედებითის ფორმას -შუ̂ ან მეტათეზისით -უ̂შ სუფიქსი აქვს:
ლე̄თშუ̂ "ღამით", ლადეღშუ̂ "დღისით", ლაღრა̄ლუშ "სიმღერით" და მსგავსი ფორმები.
ნათესაობითში -შ ელემენტი მოკვეცილია: ლე̄თი (< ლე̄თიშ) "წუხელ", ბა̄ზი (< ბა̄ზიშ) "ამაღამ", ლა̈დი (< ლა̈დღიშ) "დღეს"... ზოგ ზმნისართში აქაც დაცულია ძველი სუფიქსი -ინ: სგუ̂ებინ, სგობინ "წინ", ღუ̂ეშგინ, უ̂ეშგინ "უკან" და სხვა.
შ ი ნ ა ა რ ს ი ს (მნიშვნელობის) მხრივ ზმნისართი შემდეგ ჯგუფებად იყოფა: დროისა, ადგილისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა, ზომა-ოდენობი-სა, კითხვითი, მიმართებითი და განუსაზღვრელობითი. ზემოთ მოყვანილ მა-გალითებს დაემატება:
კ ი თ ხ ვ ი თ ი იმე, იმეგ "სად" (იმთე, ლნტ. იმოხ "საითკენ"), იმხა̈/ენ "საიდან", იმჟი "როგორ", მაგვა̈რდ "რაგვარად", შომა "როდის", იმღა "რა-ტომ", იმნა̈რ "რისთვის", უ̂ოშამჷნ "რამდენჯერ"...
მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი მიიღება კითხვით ზმნისართზე -ი > ჲ "ც" ან -უ̂ა̄̈ჲ ნაწილაკის დართვით: იმუ̂ა̄̈ჲ "სადაც", შომუ̂ა̄̈ჲ "როდესაც", უ̂ოშუ̂ა̄̈ჲ "რამ-
დენიც"...
გ ა ნ უ ს ა ზ ღ ვ რ ე ლ ო ბ ი თ ი შეიცავს კითხვით ზმნისართს და -უ̂ა̄ლე ნაწილაკს: იმუ̂ა̄ლე "სადღაც", შომუ̂ალე "ოდესღაც"; აგრეთვე იმჟიმოშ "როგორმე" და სხვა.
როგორც ვხედავთ, ქართულთან მსგავსება აშკარაა. მათ ანალიზს მნიშვ-ნელობა აქვს ნაცვალსახელთა და ბრუნვის ნიშანთა შედგენილობისა და ფუნქციების ისტორიისათვის.
97. თანდებული. თანდებულები უმთავრესად გამოხატავენ მიმართულე-ბას, საგნის ადგილმყოფობას, დანიშნულებას და ა. შ. შედგენილობით მარტივია ან რთული. თანდებული დაერთვის სახელებს ორ ბრუნვაში: მიცემითსა და ნათესაობითში. ნათესაობითში მხოლოდ ადამიანის საკუთარი სახელი დაისმის. ზოგი ზოგადი სახელი მიცემითში გვევლინება უთანდებულოდ, ხოლო თანხმოვანფუძიანი გეოგრაფიული სახელები ხშირად იმავე ნიშანმოკვეცილ მიცემითშია. ესაა Dativus loci (ა̈გის ა̈რი, ქორს ა̈რი "შინ არის", ცხეკს ა̈რი "ტყეშია"... ცაგე̄რ ა̈რი "ცაგერშია", იფა̄̈რ ა̈რი "იფარშია", მაგრამ შუ̂ა̈ნს ა̈რი "სვანეთშია", მესტიას ა̈რი "მესტიაშია").
დანიშნულების გამოსახატავად გამოყენებულია ვითარებითი ან ნანა-თესაობითარი ვითარებითი ბრუნვა უთანდებულოდ. უკანასკნელს ლაშ-ხურში -უ̂ ელემენტი დაერთვის (ალჲა̈რდ "ამათთვის", მა̄რე̄მიშდ, ლშხ. მა̄რე̄მიშუ̂დ "კაცისად"). ეს საერთოქართველური მოვლენაა.
მ ა რ ტ ი ვ ი ა: -თე, -ხა̈ნ, -ნუნ, -ხო, -მჷყ, -ჟი, -ჩუ, -ისგა, -ქა. უკანას-კნელი ოთხი წინდებულიცაა, რაც მათი დამოუკიდებლობის მაუწყებელია ისტორიულად.
რ თ უ ლ ი ა: -თეჟი, -თეჩუ, -ცახა̈ნ, -ხა̈ნქა, -ჟიქა̄ნ, -ჩუქუ̂ა̄ნ.
- - თე "კენ" მიმართულებას უჩვენებს კითხვაზე "საით(კენ)". იგი ყველა
დიალექტში იხმარება (ლენტეხურის გამოკლებით): ქალა̈ქთე "ქალაქისკენ", ლა̄რათე "სათიბისკენ" (ლა̄რე "სათიბი"), მიშგუ̂ათე "ჩემკენ" (მიშგუ "ჩემი"), მაგრამ: ლეუ̂ანიშთე "ლევანისკენ", მათე̄შთე "მათესკენ".
- - ხა̈ნ, ბქვ., ქვსვ., ლშხ. -ხენ "გან", კითხვაზე "ვისგან" ან "რისგან": მა̄რახა̈ნ "კაცისგან", ლეუ̂ანიშხა̈ნ "ლევანისგან", მათე̄შხა̈ნ "მათესგან" და იმხა̈/ენ
"საიდან": ქალა̈ქხა̈ნ "ქალაქიდან", ჩი̄ხა̈ნ, ჩი̄ხენ "ყოველ მხრივ, ყველა
ადგილიდან"...
- - მჷყ/-მოყ "თან" გამოხატავს თანაობას ადგილის მხრივ, ერთად მყო-ფობას და შეესაბამება ქართულ -თან თანდებულსა თუ ნანათესაობითარი მიცემითის ფორმას -ისას: ქალა̈ქმჷყ "ქალაქთან", მა̄რამჷყ "კაცთან", "კა-
ცისას", მიშგუ̂ამჷყ "ჩემთან", "ჩემსას", თხუმმჷყ "თავთან", ლეუ̂ანიშმჷყ "ლე-ვანისას", მათე̄შმჷყ "მათესთან". ნათესაობითში ზოგჯერ ზოგადი სახელიც გვხვდება, როცა ივარაუდება ვინმეს სახლ-კარი (ხელმწიფიშმჷყ "ხელმწი-
ფისას", ეჩი̄მჷყ/ეჩი̄შმოყ "მისას"...).
- - ჟი, -ჟი̄ნ, -ჟინენ "ზე" ეკვივალენტია ქართ. -ზე, ზენა-სი, იგივე მეგრული -ჟი-ა: მა̄რაჟი "კაცზე", თხუმჟი "თავზე", ბალკონჟინენ "აივანზე"... ძველ ფორმასთან: ისგჷნჟი "წელსზემოთ", "შუასზემოთ".
- -ჩუ, -ჩუ̄/უნ "ქვეშ", "ქვემოთ"; შესატყვისია ქართ. ქვე, ქვენა-სი: თხუმჩუ "თავქვეშ", ლა̄რაჩუ "სათიბს ქვემოთ", "ქვემო მიმართულებით"... გვხვდება ძველ -ჷნ სუფიქსთან ერთად: გიმჷნჩუ "მიწას ქვეშ", ისგჷნჩუ "წელსქვევით".
- -ისგა, ბქვ. -ლისგა, ქვსვ. -ისგა, -ისა ‖ -ლნტ. ისკა "ში": თხუმისგა, ბქვ. თხუმლისგა, ქვსვ. თხუმისა ‖ ლნტ. თხუმისკა "თავში"; ლა̄შხისა "ლაშხეთ-ში"... ადამიანის საკუთარ სახელთან იშვიათია.
საყურადღებოა, რომ ლაშხურში (ლენტეხურშიც) -გ- იკარგება (ისგა >
-ისა), ლაშხურში ი უმარცვლოვდება და წინა ხმოვანს აგრძელებს (ლა̄რა̄ჲსგა "სათიბში"). ლისგა-ში ეგების ლი- გამოიყოფოდეს და ლ-ს დაკარგვით -ი- იყოს დარჩენილი. ამოსავალია -სგა.
-ქა "გავლით", через, durch: ძუღუ̂აქა "ზღვით", "ზღვაზე გავლით",
ლა̄რაქა "სათიბით", "სათიბზე გავლით" და სხვა. ძველ ფორმასთან: ამჷნქა
"ამას გარდა", დინანქა "ქალიშვილს გარდა", ხოლამჷნქა "ცუდს გარდა"...
თანდებულადაა გამოყენებული -ღა "თვის": მა̄რაღა "კაცისთვის", ფა̄სღა "ფასისთვის"; მიცემითის ძველ ფორმასთან: გუ̄ნღა "გულისთვის". გვაქვს მიზნის (მიზეზის) გარემოების ზმნისართად და აგრეთვე წინადადების კავ-შირად: ამღა "ამისთვის", ეჯღა "იმისთვის", ეჯღ'ე̄რე "იმისთვის, რომ"...
- -შა̄ლ, -შალ (მეგრ. შ ო რ ო) "ვით": მა̄რაშა̄ლ "კაცივით", მიშგუ̂აშა̄ლ "ჩემსავით".
- -ნუნ მხოლოდ ლაშხურის კუთვნილებაა, გამოხატავს ადგილის მიწევნითობას და უდრის ქართ. -მდე თანდებულს, სვანურ ვითარებით ბრუნვას: ქალაქნუნ = ზსვ. ქალა̈ქდ "ქალაქამდე", "ქალაქად".
-ხო, შეკვეცილად -ხ, "კენ" ლენტეხურშია და -თე თანდებულის შემ-ცვლელია. იგი უშგულურშიც იხმარებოდა, როგორც ამას ხალხური სიმღე-
რები ადასტურებენ: ქალა̈ქხო "ქალაქისაკენ", მა̄რახო "კაცისკენ", ცენახო "ცენისკენ", ზესხუ̂ახო "ზესხოსკენ" და სხვა, მაგრამ ამოხ "აქეთკენ", იმოხ "საითკენ"...
რთული თანდებული დამახასიათებელია სვანურისათვის. იგი შედგება: მიმართულების -თე'ს + თანდებულ-წინდებული -ჟი, -ჩუ, -ისგა, -ქა, რაც იძლევა: -თეჟი, -თეჩუ, -თე̄ჲსგა ‖ -თე̄სგა ‖ -თეჲსა ‖ -თე̄ჲსა, -თელისგა, -თექა თანდებულებს. მაგალითები სიმღერებიდან: უღვირთეჟი
"უღვირ(ისკენ)ზე", ლეფხა̈ნჭუ̂თეჩუ "პანტა მსხლის(კენ) ქვეშ", იფა̄̈რთე̄სგა < იფა̄̈რთეჲსგა "იფარ(ისკენ)ში",... ზავთექა "წლამდე", ოთახხა̈ნქა "ოთახიდან".
ასევეა ლნტ. -ხოჲსკა.
-ცახან "თან", ვარაუდობენ, რომ შეიცავს ცა ("ცალი", "ერთი")'ს და ხა̈ნ "გან" თანდებულს, გამოხატავს თანაობას: მა̄რაცახა̈ნ "კაცთან", მიშგუ̂აცახა̈ნ "ჩემთან ერთად"... ლეუ̂ანიცახა̈ნ "ლევანთან", მათე̄ცახა̈ნ "მათესთან". აქ ც-ს წინ ნათესაობითის -შ ელემენტი დაკარგულია.
-ხანქა / -ხენქა იგივეა, რაც -ხა̈ნ "გან", ოღონდ უფრო ხშირად გვხვდება; მა̄რახა̈ნქა "კაცისგან", მათე̄შხა̈ნქა "მათესგან".
ა დ ვ ე რ ბ უ ლ ი თანდებულებია: -ღო "შემდეგ", -ჟიქა̄ნ "ზევით", -ჩუქუ̂ა̄ნ "ქვევით", "ქვეშ"... ესეც შეიძლება გართულდეს (ჩუქუ̂ანხა̈ნქა "ქვევიდან", "ქვეშიდან"...); მოითხოვენ მიცემითს, ოღონდ -ღო იხმარება -ჷნ, -ნ დაბოლოებიან მიცემითთან ნაცვალსახელებში: ამჷნღო "ამის შემდეგ", ეჩჷნღო "იმის შემდეგ", ეჩქანღო "მას შემდეგ"; -ჷნღო, -უნღუ̂ე, -ნღო ფუძეს-თანაა შეხორცებული: სოფელჷნღო "სოფლის შემდეგ", აგრეთვე მა̄რანღო "კაცის შემდეგ", ზაუნღუ̂ე "წლის შემდეგ", ლაყუ̂რა ჩუქუ̂ა̄ნხა̈ნქა "საწოლქვეშიდან".
სხვა ნ ა ზ მ ნ ი ს ა რ თ ა ლ ი თ ა ნ დ ე ბ უ ლ ე ბ ი გვხვდება მიცე-მით ან ნათესაობით ბრუნვასთან: ამუნ ჩუბავ "ამის ქვევით", ეჩი̄ ეჩხა̈ნჩუ "იმის იქიდან", "იმის იქით"...
თ ა ნ დ ე ბ უ ლ ი ა ნ ი ზ მ ნ ი ს ა რ თ ე ბ ი ა: უ̂ეშგიმისგა "უკან", სგა̈შხა̈ნ "შიგნით", ქა̈მშხა̈ნ "გარეთ" და სხვა.
- 98. კავშირი. კავშირის ფუნქცია და ჯგუფები ცნობილია. შედგენილო-ბით კავშირიც მარტივია (ი; ჰე ‖ ჰა, ა; ჲედ,...) და რთული (ედო, ლახე/ა,...). ფუნქციითაც ორ ჯგუფს წარმოადგენს: მაერთებელსა და მაქვემ-დებარებელს. მაერთებელი იყოფა ქვეჯგუფებად, ესენია:
მ ა ჯ გ უ ფ ე ბ ე ლ ი: ი "და", ჰა‖ჰე, ქვსვ. ა/ე "თუ". ამათგან ი შეიძლება კომპოზიტში ხმოვნის შემდეგ ჲ-დ იქცეს და წინა ხმოვანი დააგრძელოს ან სულ არ ჩანდეს: დი̄ჲმუ "დედა და მამა", მაგრამ ხეხუ̂-ჭა̈შ "ცოლ-ქმარი".
მ ა ც ა ლ კ ე ვ ე ბ ე ლ ი: ჲედ‖ედ "ან", ჲედ..., ჲედ "ან..., ან", ჲეს "ხან", ჲეს-ჲესინ/ჲესჷნ "ხანდახან", ჰა̄/ა, ჰე̄/ე, ა̄/ე̄/ე "თუ"...
მ ა პ ი რ ი ს პ ი რ ე ბ ე ლ ი : მარე "მაგრამ", მა̄დეჲ, დერი/დო̄რი "კი არა", ჰე მო̄დეჲ "თუ არა", ედო‖ადო "თორემ"...
მ ა ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ე ლ ი კავშირია ყველა მიმართებითი ნაცვალ-სახელი და ზმნისართი. მათ ახლავს ნაწილაკი -უ̂ა̄̈/ა̄ჲ, -უ̂ა̈ჲ‖ -უ̂ა̈: იერუ̂ა̄̈ჲ "ვინც", ხედუ̂ა̄̈ჲ "რომელიც", შომუ̂ა̄̈ჲ "როდესაც", იმუ̂ა̄̈ჲ "სადაც" და სხვა; აგრეთვე: ერე "რომ", ეჯღა ერე > ეჯღ'ე̄რე "იმისთვის, რომ"; "იმიტომ, რომ"; {ჰ}ე̄სა "თუ", {ჰ}ა̄უ̂ე "თუ, რომ"; უ̂ოდე, უ̂ოდ- დო, უ̂ოდე ეჩქად, {უ̂}ოდემჩიქ{ა}დ "ვიდრე", "სანამ".
წარმოშობით რთული კავშირები შედგება მარტივთაგან: ედო < ჰე დო "თუ არ", ლახე < ლახ ჰე "თუ", უ̂ოდე < უ̂ოდ ჰე "ვიდრე", ქე̄სა < ქა ჰე ესა "თუ"...
- 99. შორისდებულთა ადგილი, ფუნქცია და ჯგუფები თითქმის ყველა ენის გრამატიკაში ერთნაირია. იგი წინადადების წევრი არ არის, იხმარება თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც. როგორც გრძნობის, ემოციის გამომხატვე-ლები ქმნიან აღტაცების, მწუხარების, გაკვირვების, წყენის, მოწოდებისა და ა. შ. ჯგუფებს. ზოგჯერ ერთი და იგივე შორისდებული საპირისპირო გრძნობას უჩვენებს.
სვანური ენა შორისდებულებით მდიდარი არ არის. დავასახელებთ ზო-გიერთს: ჸა̈ჰ "ახ", "აჰ"; ჸოხ "ოხ"; ჸოიტ, ოჲტ "ჰატ", ჸე, ჸო "ე", ჰე̄ "ო"; ჰა̄, ა̄, ო̄ "პა-პა-პა"; ხიად, ხიადუ̄ლ "სიხარულო"; ჲაღო "აბა".
მიმართვისას სახელებთან სიმღერებში ხშირია შორისდებულები: ო, ოჲ, უ̂ო, უ̂ოჲ, ოდ, ოტ, ად: ო, ხიადულ! "ო, სიხარულო!"; ოჲ, აზნაურ! "ო, აზ-ნაურო!"; უ̂ო, საბრელა! "ო, საბრალო!"; უ̂ოჲ, ლჷკჩეუ̂ ლი ლირდე მიშგუ̂ი! "ოჰ, ნეტავი ჩემს სიცოცხლეს!"; ად, სი თაუ̂ბექ "ა, შე თავბექ!"; ოდ, საბრელა! "ო, საბრალო!"...
- 100. ნაწილაკი. ნაწილაკს დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს. იგი ფორმას არ უცვლის, მაგრამ ნიუანსი შეაქვს სიტყვაში, როცა მას ერთვის. ზოგი ერწყმის სიტყვას, ენკლიტიკაა, ზოგიც ცალკეა.
ადგილის მიხედვით ნაწილაკი სიტყვას წინ ახლავს ან უკან; გარეგნულად ნაირგვარია და დიალექტთა მიხედვით ვარიაციებს იძლევა. წარმოშობით ზოგი საერთო-ქართველურია, ზოგიც სპეციფიკურ-სვანური. გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი:
მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი ა – -უ̂ა̄̈ჲ, -უ̂ა̄ჲ, -უ̂ა̈ჲ და უდრის ქართ. -ც-ს. მას შლია ნ (უ̂ა+ი"ც"); ახლავს კითხვით ნაცვალსახელსა და ზმნასაც ჲერუ̂ა̄̈ჲ "ვინც", იმუ̂ა̄̈ჲ "სადაც",...
კ ი თ ხ ვ ი თ ი ა ა ‖ ლნტ. უ/ჷ; მა, მო. ამათგან ა საერთოა ძველ ქარ-თულთან. ბალსქვემოურში ა ნაწილაკს თუ ა ან ე უძღვის, ჰიატუსისთვის ჩაერთვის ჲ; ლახამულურში ჰა გამოიყენება და ეს უნდა იყოს უძველესი (შდრ. ქართ. ჰა). იხმარება წინადადებაში, სადაც კითხვითი სიტყვა არ არის;
მახვილი ნაწილაკს ეცემა (ანღრია?, ლხმ. ანღრიჰა? "მოდის?").
ლენტეხურში ა იშვიათია, მის ნაცვლად გამოყენებულია მახვილიანი უ
ან ჷ (აჩადუ ? ‖ აჩადჷ? "წავიდა?").
მო ფუნქციით უდრის ა ნაწილაკს. კითხვითი ნაწილაკის დართა იწეს წინამაალი ხმოვნიდან ნაწილაკე მახვილის გადასმას. ბალსქვემოურში მა-ს შეიძლება დაერთოს ა და ჩაერთოს ჲ, ხოლო ლახამულურში – უ̂:
ანჴა̈დმა̀ჲა? ლხმ. ანჴადმა უ̂ა? "მოვიდა?" წარმოშობით ორივე (მა‖მო) უარ-ყოფითი ნაწილაკია და ეკვივალენტი მოეპოვება იბერიულ-კავკასიურ ენებში.
გ ა ნ უ ს ა ზ ღ ვ რ ე ლ ო ბ ი თ ი -უ̂ა̄/ალე (პირვანდელია უ̂ა̄/ალა) დაერთვის კითხვით ნაცვალსახელებსა და ზმნისართებს და ანიჭებს მათ გა-ნუსაზღვრელობას: ჲერუ̂ა̄/ალე "ვინმე"..., შომუ̂ა̄/ალე "როდისმე", "ოდეს-ღაც". ამ ნაწილაკს შლიან: უ̂ა+ალე (ნაცვალსახელები).
გ ა ძ ლ ი ე რ ე ბ ი თ ნაწილაკადაა გამოყენებული კავშირი -ი "ც", "კიდეც" (რუსული и, ლათინ. que), რომელიც მახვილს ატარებს და ზოგჯერ გრძლადაც ისმის: მუი̄ "მამაც", ბიკი̄ 9 ხა̄̈ცუდა "კუნძიც ეკიდა"... ლენ-ტეხურში -ი იშვიათია და მის ნაცვლად იხმარება ზმნისართული ლა̈იდ, ლა̈იდი ‖ ლა̈ჲ ("ც"). ეს -ი ხშირად ახლავს უკუთქმით ნაწილაკებს.
-ი არაერთხელ გვევლინება შეკითხვის განმეორებისას პასუხის წინ: მა̈ჲ ხაკუ? – მა̈ჲი ისგუ ლიწედ "რა უნდა? – რა-და შენი ნახვა"; მა̈ჲ ესერ?.. მა̈ჲ ესერი... უ̂ოქუ̂რ ი უ̂ერცხლ "რაო?.. რაო-და... ოქრო და ვერცხლი".
უ კ უ თ ქ მ ი თ ი ნაწილაკები უამრავია კილოებში; სიგრძისა და უმლაუტის სხვაობის გარდა, ყურადღებას იქცევს ვარიანტები. ზოგი საერთოსვანურია, ზოგიც ერთ ან ორ კილოში იხმარება. შედგენილობით ბევრი მათგანი რთულია (ნაწილაკი + ნაცვალსახელი). უკანასკნელის არსებო-ბა შესაძლებელს ხდის, რომ ნაწილაკი იდგეს მიცემით ბრუნვაში. ეს ნაწილა-კები, ჩვეულებრივ, ზმნას წინ უძღვიან, მოსდევენ ან დამოუკიდებლივ დგანან. მნიშვნელობით ნაწილაკიცაა და ზოგჯერ უარყოფითი ნაცვალსახელიც. ხშირად მნიშვნელობა მეორე შემადგენელი კომპონენტისა მიჩქმალულია.
ამოსავალი მარტივი ნაწილაკებია: დე "არც", ბქვ. "არ", "არა"; მა̄/ა "არ", ნე "ნუ" ან დო/ო̄, მო̄/ო, ნო̄/ო; ა̄, ე-ს შემცველი ნაწილაკი იხმარება ყველა ტიპის თხრობით წინადადებაში, ხოლო ო ელემენტიანი – არათხრობით წი-ნადადებაში, სადაც შემასმენელი კავშირებითი კილოსია.
რთული ნაწილაკების მეორე კომპონენტად ითვლება: -მა > -მ, -მეგ, -დე, -Vსა, -ერ, -თა. მაგალითები: მა̄/ამ, მა̄/ამა "არ", "არა", ზოგჯერ "არაფერი"; ბქვ., ლნტ. მა/ა̈დმა "არ", "არაფერი"; დემეგ (ბქვ.), დე̄/ემა "არ", "არა"; შეკვე-ცილად დე̄/ემ. მიცემითში დე̄/ემის "არ", "არა", "არაფერს"; ლშხ. დე̄/ემამ "არ", "არაფერს"; მა̄/ადე, ლნტ. მა̈დე "არ", "არა"; მა̄დეჲ "არადა"; (ე შეკვე-ცილი მა̄დ, მა̈დ); დე̄/ესა "არ", "არა"; ბქვ., ლნტ. დერ "არ", "არა"; ლშხ. დეთა̄ჲ, ლნტ. დეთა̈ჲ/ი "არც".
ეგევე მეორე კომპონენტები გვაქვს დო/ო̄, ნო/ო̄ ნაწილაკებთან: მო̄მა ‖ ბზ. მო̄მ, ლშხ. მო "არ", "არა" (ბალსქვემოურ-ლენტეხურში არაა); მო̄დე ‖ მო̄დ, ლხმ. მოდე.
დო "არ" ყველა კილოშია. ხშირად იგი წაქეზებას, თხოვნა-რჩევას გამო-ხატავს და ასე ითარგმნება: "დაე, მოდი, ხომ არ"; დო̄მა ‖ დო̄მ, დომა (იშვია-თია ბზ.); დო̄მის "არ", "არაფერს" (იშვიათია ბზ.); დო̄/ოსა (ბალსქვემოურში არაა); დორ უნდა ყოფილიყო ქვემოსვანურში, რადგანაც გვხვდება დორი, დო̄რი̄ ‖ დორი̄. ბზ. დო̄უ̂ე ‖ ბზ., ლშხ. დო̄უ̂, ბქვ. დოღუ̂ე ‖ დოღუ̂ ‖ ბქვ., ლნტ. დოუ̂ "კი არ", "ვაითუ".
ნო (ლაშხურში არაა), ლხმ. ნე "ნუ", "ნურც"; ნო̄/ომა ‖ ბზ., ლნტ. ნუ/ჷმა, ნო̄/ომ, ნუმ‖ნჷმ "ნუ"; ბქვ. ნო̄/ომის, ნომეგ "ნუ"; ნო̄/ოსა (ბალსქვემოურში არაა) "ნუ".
შ ე უ ძ ლ ე ბ ლ ო ბ ი ს ნ ა წ ი ლ ა კ ი -შ-ს შემცველია: მა̈დშ > მა̈ჩ (ლნტ.), დეშ, დოშ "ვერ", "ვერა" (ბალსქვემოურში არ გვხვდება), დეშმა "ვერ", "ვერაფერი"; მიც. დეშმამ (გავრცელებულია ლაშხურში), დეშსა "ვერ".
რამდენიმე შემთხვევაში სამი ნაწილაკია შერწყმული: მადმა (ბქვ.), მა̈დმა (ლნტ.), ლხმ. მოდმა "არ", "არაფერი"; დომმა (ლხმ.) "არ"; ნომმა "ნუ", "ნურაფერი" (ლაშხურის გამოკლებით).
ამგვარად, უკუთქმითი ნაწილაკების ანალიზით ირკვევა, რომ უმეტესობა მათგანი რთული შედგენილობისაა, მეორე კომპონენტები ნაცვალსახელებია, რომლებიც ამჟამად არ გვხვდება; ეს ნაწილაკთა სიძველეზე მიუთითებს.
ს ხ ვ ა თ ა ს ი ტ ყ ვ ი ს ნ ა წ ი ლ ა კ ე ბ ი ა: ესერ, როქ‖როქუ̂, ლშხ. ლოქ, -ჷჯ‖-იჯ. უკანასკნელი იხმარება I და II პირის ნათქვამის სი-ტყვასიტყვით გადმოსაცემად და უდრის ქართ. -მეთქი (I პ.) და -თქო (II პ.) ნაწილაკებს, სხვები კი III პირისათვისაა გამოყენებული და ეტოლება ქართ.
-ო-ს. ესერ მოგვაგონებს, როგორც ფიქრობენ, სომხ. asir "თქვა"-ს, ხოლო როქუ̂, ლოქ წარმომდგარია ზმნისაგან რა̄̈ქუ̂, ლე̄ქუ̂ "თქვა", როგორც ეს
ქართულშია: თქვა>თქო>ო.
მ ი გ ე ბ ი თ ი ნაწილაკებია: დადასტურებითი – ა̄დუ, ა̄/ადუ̂, ბქვ. ჲე "დიახ", "ჰო", ხოლო უარყოფითი – დე̄/ესა, მა̄მა, ბქვ. დემეგ "არა", დეშ "ვერა".
სხვა ნაწილაკთაგან აღსანიშნავია:
მ ი თ ი თ ე ბ ი თ ი -ა̄, -ა, ჰა̄ "აი, ეს", იხმარება თანხმოვანფუძიან სახელებთან ცალკეც (თავში) და სიტყვასთან ერთადაც; გამოიყოფა დეფისით, ხმოვანფუძიანებს კი ერწყმის და აგრძელებს: ალა̄̀10, ხალო, ამშიე̄დს "ეს, აი, ხალო,
მუშაობდეს"; ა̄, ეჯა ისგუ გუ̂ეშ მა̄მა ლი "აი, ის შენი საქმე არ არის".
ნ ა ტ ვ რ ი თ ი (კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ ი) ნაწილაკია -უ, -უ̂, ბქვ. -უუ̂, -ოუ̂, ოღ, უღუ̂, ლექსებში – უღუ̂ი "მცა"; ამჟამადაც პროდუქტიულია; ერ-თვის თხრობით კილოს და კავშირებითის მნიშვნელობას ანიჭებს: ბზ. სგა̄უ̂ ატა̈ხ, ბქვ. სგოუ̂ ატა̈/ახ "შებრუნდეს" და ა. შ.
ნატვრითია აგრეთვე ნატიელ "ნეტავ";
ს ი ბ რ ა ლ უ ლ ი ს ნაწილაკია ღალ, ღალე;
ბ რ ძ ა ნ ე ბ ი ს გ ა ს ა ძ ლ ი ე რ ე ბ ე ლ ი ა ჲაღო "აბა".
დ ა ს კ ვ ნ ი თ ი ა ემოხ "მაშ".
თ უ რ მ ე ო ბ ი თ ი ა ესნა̈რ, ესრა̈ნ "თურმე".
კ ი თ ხ ვ ი თ ი ა აშ დამ "ხომ".
მ ი ა ხ ლ ო ე ბ ი ს ნაწილაკი იხმარება რიცხვით სახელთან: ღეთ, ღეთა "-ოდე" (სამა ღეთა ფანასუღუ̂ი "სამიოდე ფანის განმავლობაში" = "ერთ-ნახევარ დღე-ღამეში"); გარ "მხოლოდ", "ღა"; ლაღუ̂თაშუ̂, მუგუ̂და̈О "თითქოს".
- -ჷდ, ბქვ. -{ი}დ, ლშხ. -უდ "კიდევ", "კვლავ": ბზ. სგა̄დ, ბქვ. სგაიდ, ლშხ. სგაუდ ტეხნი "კვლავ შემობრუნდება".
შ ე ს ა ძ ლ ე ბ ლ ო ბ ი ს ნაწილაკია არგებს "ეგების" (ქართულიდან შესული ზმნაა).
ჯ ე რ ო ბ ი ს, გ ზ ი ს ო ბ ი ს ნაწილაკია -ინ, -ჷნ, -უნ: აშხუ̂ინ, ეშხუნ "ერთხელ", "ერთგზის", სუმინ "სამჯერ",...
ზოგი ნაწილაკის მნიშვნელობა ნათელი არაა (ღენ, ენგი, гორგე, ჭურ). ჭურ, როგორც ფიქრობენ, იგივე წ უ ლ ი უნდა რებში გვხვდება და თარგმნიან სხვადასხვაგვარად.11