ს ა შ უ ა ლ ი ზ მ ნ ე ბ ი
- 80. საშუალი ზმნები იუღლება გარდამავალთა მსგავსად მხოლოდ I სე-რიის ა წ მ ყ ო ს წ რ ე შ ი. -ემ თემატურნიშნიანისაგან მიღებულია სა-არვისო ირიბობიექტიანი და სასხვისო ქცევის ფორმები -ემ-ის გარეშე (ხა̄̈ბ, ხა̈ბ, ხა̄ბ "აბია" და ხო̄ბ "უბია"). II ჯგუფის ზმნათა საშუალი აბსოლუტურია ან რელატიური და ფუძეში ი აქვს. შეიძლება პრევერბიც ჰქონდეს და ზოგ-ჯერ მყოფადსრულის გაგება ექნეს (გიჭ "ძლებს", ხოგიჭ "უძლებს"; ხაშყიდ "ახსოვს"; ანტიხ "ბრუნდება", ესჭიმ "მისდევს", მაგრამ ახჭიმ < ლნტ. ახაჭიმ "გამოეკიდება, ესგიჭ < ლნტ. ასაგიჭ "დასჯერდება").
ნ ა მ ყ ო უ წ ყ ვ ე ტ ე ლ შ ი: შიდდა, ლშხ. შიდჷ̄ნ "შეიძლებოდა", "ვარგოდა"; ხაშყიდდა "ახსოვდა";
კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ I-ში: ხაშყიდდე̄ს, ხაშყიდდეს "ახსოვდეს"...
ამავე დროებში აბსოლუტური ზმნები შესაძლებელია ვნებითის ფორ-მით წარმოგვიდგეს, მაგრამ რელატიურები II სერიის უპრევერბო ვნებითის ფორმებით გვევლინება; თავსართად მოუდის ე, მნიშვნელობით ნამყო უს-რულია ან კავშირებითი I და ამიტომ შეუძლია დაირთოს -და, -დე სუფიქსე-ბი (გეჭენდა, ლშხ. გეჭნო̄ლ, ეცრ. გეჭნიუ̂ "ძლებდა"; რელატიური: ხეშყა̈/ად "ახსოვდა").
კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ ი I: ბზ. გეჭენდე̄დს, ლშხ. გეჭნო̄ლდეს, ლნტ. გეჭენდეს, ბქვ. გეჭნიდეს "ძლებდეს"; ხეშყეს "ახსოვდეს". არის პარალელური ფორმებიც: ხობიცდა ‖ ხობცჷნ, ლშხ. ხობცჷ̄ნ < ლნტ. ხობიცჷნ ‖ ხობა̈/აც "შეეძლო";
კ ო ნ ი უ ნ ქ ტ ი ვ ი I: ხობცჷ̄ნდე̄დს ‖ ხობცინს ‖ ხობეცს, ლშხ. ხობეცეს ‖ ხობცჷ̄ნ{დე}ს, ბქვ. ხობცჷნეს, ბეჩ., ლნტ. ხობიცდეს, ლნტ. ხობიცჷნდეს "შეეძლოს".
II ჯგუფის ზმნებს II სერიაში პრევერბის დართვა ნამყო წყვეტილისა და კავშირებითი II-ის მნიშნელობას ანიხებს: ხეშყა̈/ად "ახსოვდა", მაგრამ
ლა̈ხშყა̈/ად < ლნტ. ლა̈ხეშყად "მოაგონდა"... ხეშყეს "ახსოვდეს", მაგრამ:
ლა̈ხშყეს < ლნტ. ლა̈ხეშყეს "მოაგონდეს" და სხვა.
- 81. მედიოაქტივი და მედიოპასივი. ეს ზმნები აწმყოს წრეში საშუალია და მყოფადის წრესა და II სერიაში ან მოქმედებითი, ან ვნებითი გვარისაა. აწმყოს წრეში მათ აქვთ: -ა̄̈ლ, -ა̄ლ, ბქვ., ლნტ. -ა̈ლ ‖ -ალ ან -იე̄ლ, -იელ,
ეცრ. -ელ სუფიქსები. II ჯგუფის ფორმებში ფუძისეული ი დაცულია და გრძელდება, ხოლო -იელ სუფიქსთან ი ამოღებულია. I და II სერიაში გას-
დევს სათავისოს ან ვნებითის ი- თავსართი (იმა̄/არე "იმზადებს", მაგრამ იმა̄რა̄̈/ა̄ლ, იმარა̈/ალ "ემზადება"; იკუ̂ი̄შა̄̈/ა̄ლ, იკუ̂ი̄შა̈/ალ "ტყდება"; ხემა̄რა̄̈/ა̄ლ "ემზადება"... აფშდუ̂ი < ლნტ. აფა̈შტუ̂ი, მაგრამ იფშუ̂დიე̄/ელ < ლნტ. იფა̈შტუ̂იელ, ეცრ. იფშუ̂დელ "იКეხნის", "ტრაბახობს"; ხეტხიე̄/ელ,
ეცრ. ხეტხელ "უბრუნებს").
II ჯგუფის ზმნათა ვნებით ფუძესთან ამ სუფიქსთა გამოყენებისას -ურ სუფიქსი ჩაერთვის და -ე- გრძელდება (ხეტე̄ხურა̄̈/ა̄ლ, ხეტეხურა̈/ალ "უბრუნდება" (ხშირად). შეიძლება სუფიქსები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ (ხეტე̄ხურა̄̈/ა̄ლ ‖ ხეტე̄ხურიე̄ლ, ქვსვ. ხეტე̄/ეხურიელ; იცხე̄ნიე̄ლ, ბქვ.
იცხენა̈ლ და სხვა.).
II სერიაში იფშუ̂დიე̄ლ მოქმედებითი გვარის ფორმითაც გვხვდება: ა̈დ-ფა̈შუ̂დიე̄ლე, ლშხ. ედფაშუ̂დიე̄ლე, ეცრ. ა̈დფაშუ̂დალე "იტრაბახა", მაგ-რამ იმა̄რა̄̈ლ ვნებითად წარმოგვიდგება: ა̈ნმა̄რა̄̈ნ, ენმა̄რა̄ნ, ა̈ნმარა̈/ან "მომ-
ზადდა" და სხვა.
დიალექტებში ერთგვარობა არ არის ამ მხრივ: ერთში ვნებითია, მეორე-ში კი – მოქმედებითი: ეცრ. ქა̈ნჷრბალ = ბზ. ქა̄̈ნჷრბიე̄ლა̄̈ნ, მაგრამ ლშხ. ენჷრბიელე "იხაბაზა", "პური აცხო"...
- 82. საშუალთაგან მოქმედებითი გვარის წარმოება. სუფიქსებად გამო-ყენებულია -ე, -ჷნ-ე, -ინ-ე, -ენ-ი ან პირველად ზმნათა თუ სახელთაგან ზმნის წარმოსაქმნელად – -უ̄/-ურ-ე, -ილ-ე, -ა̄ნ-ე, -ჷნ-ი და სხვ.
მაქცევრები (ა-, ი-, -ო-) ყველა გამოიყენება.
- - ე: სიპ "ტრიალებს" – ზსვ. ა̈სპ-ე "აბრუნებს";
- - ჷნ-ე: სიპ – ა/ა̈სპჷნე, ზსვ. ა̈სპუნე "ატრიალებს";
- - ინ-ე: წკუ̄/ული "წკმუის" – ბქვ. აწკულინე, ბზ., ლნტ. ა̈წკუ̂ი̄/ილნე, ქვსვ. აწკუ̄/ულნე "აწკმუვლებს".
- - ენ-ი: ხაბჟა<ლნტ. ხაბაჟა "ჰგონია"– იბჟენი, ლნტ. იბა̈ჟნე "იგებს"...
ს ა ხ ე ლ თ ა გ ა ნ: -უ̄/ურ-ე: ტუფ "ტყავი" – ატფუ̄რე, ბქვ. ატმურე "ატყავებს"...
- - ილ-ე: გუ̂ეში, გოში "სავსე"–ბზ. ა̈გუ̂შილე, ლნტ. აგოშლე "ავსებს"...
- - ა̄ნ-ე: კუ̂ედა "კლება" – ლშხ. ხაკუ̂და̄ნე "აკლებს"...
- 83. ნატვრას გამოხატავს ირიბობიექტიანი ზმნა -უნ-ი > ‖ -უ̂ნე ფორმან-ტის საშუალებით: ხა̄̈/ა̄ზნუნი, ხა̈/აზნუნი ‖ ხაზუ̂ნი "წასვლა ენატრება"; ბზ. ხა̈ჭმუნი, ეცრ., ლშხ. ხა̈/აჭმუნი, ლნტ. ხა̈ჭემნი "თიბვა ენატრება".
- 84. საქცევი. გარდამავალ ზმნას სამი ქცევის ფორმა აქვს: საარვისო, სათა-ვისო და სასხვისო. საარვისო ითავსებს ირიბობიექტიან ა- თავსართიან (ე.წ. საზედაო ქცევის) ფორმებსაც. საარვისოს ზოგი ქცევად არ თვლის. საარვისოს პრეფიქსია ნული და ა-, სათავისოსი – ი-, სასხვისოსი ო- – სუბიექტური წყობის ზმნებში, ხოლო ი- – ობიექტური წყობის I და II პირში (ა-დგა̈რი "კლავს", ხ-ა-დგა̈რი "ზედ აკლავს", ი-დგა̈რი "იკლავს", ხ-ო-დგა̈რი "უკლავს").
აღსანიშნავია, რომ ზმნათა მცირე ნაწილი სათავისოს ვერ აწარმოებს (სგუ̂ეჯ "ბრძანებს", რა̄̈ქუ̂ "თქვა"), ზოგი კი სათავისოს იყენებს საარვისო ქცევის მნიშვნელობით (იბნე "იწყებს", იქუ̂თერ "იპარავს"...).
ობიექტურ წყობაში სასხვისო და სათავისო ქცევის ფორმები ერთნაირია I და II პირში, მაგრამ განარჩევენ ერთმანეთისაგან ობიექტთა რაოდენობითა და მაქცევართა ცვლით III პირში:
მ-ი-რდი "მიზრდის თავისთვის" მ-ი-რდი "მიზრდის"
ჯ-ი-რდი ჯ-ი-რდი
ი-რდი ხ-ო-რდი
სათავისო ქცევას ერთი პირდაპირი ობიექტი ახლავს და ყველა პირში ი-თავსართი აქვს, ხოლო სასხვისო ქცევას – პირდაპირი და ირიბი ობიექტი მოეპოვება და III პირში ო- მოუდის.
აბსოლუტურ (უობიექტო) ზმნას ქცევის კატეგორია არა აქვს. ვნებითი გვარისა და საშუალ ზმნებს საარვისოსთვის ა-, სასხვისოსთვის ო- ან ე- პრე-ფიქსები აქვს (ხ-ე-გუ̂ში "ევსება"; ხ-ო-დგენი "უქრება", ხ-ე-დგენი "აქრება"; ხ-ა-სგურ "აზის", ხ-ო-სგურ "უზის").
ზმნას შეიძლება მარტო ერთი ქცევის ფორმა ჰქონდეს. ასეა III სერიაში ან სხვა დროში (ხ-ა-ლა̈ტ "უყვარს"; ხ-ო-ტი̄ხა "უბრუნებია"). ამგვარ ფორ-მებს უ ქ ც ე ვ ო ს უწოდებენ, მაგრამ მათ ქცევის ნიშნები მაინც აქვთ.
ქცევა ობიექტის კუთვნილებას გამოხატავს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ქცევაა სათავისო და სასხვისო, ხოლო საარვისო –არა.
- 85. კონტაქტი (კაუზატივი) გამოხატავს სუბიექტის მოქმედებას ობი-ექტზე სხვა პირის მეშვეობით. მისი ნიშანია -უნ- (აწმყოში -უნ-ე), ზოგჯერ რედუქციის შედეგად -უ̂ნ-ე ან -ნ-ე. მის წინ შეიძლება გამოვლინდეს ობიექტის მრავლობითობის ან მრავალგზისობის -ა̄ლ, -ალ ან ბზ. -ა̄̈, ბქვ., ლნტ. -ა, გარდა ამისა, ლშხ. -ა̄ს, ეცრ., ლხმ.-ასგ (<-ესგ) ან -უ̄ნ-დ. ზოგჯერ ამ ელემენტებთან -უნ ორგზისაა გამოყენებული – თავსა და ბოლოში (ხა̈/ატხ-უნ-ე "აბრუნებინებს"; "პირს აღებინებს"; ბზ. ხამა̄რუნე > ხამა̄რუ̂ნე; ხამა̄რა̄ლუ̂ნე ‖ბზ. ხამა̄რა̄̈უ̂ნე, ბქ. ხამარალუ̂ნე "ამზადებინებს"; ლშხ. ხაშხუნა̄ლუ̂ნე ‖ ხაშხუნა̄სუ̂ნე, ლნტ. ხა̈შხუნალუ̂ნე, ბზ. ხა̈შხუნა̄̈უ̂ნე ‖ ხაშხა̄̈უ̂ნე, ბქვ. ხაშხუნაუ̂ნე ‖ ხა̈შხუნასგუ̂ნე ‖ ხა̈შხუნაუ̂ნე ‖ ხა̈შხუნე "აწვევინებს").
კონტაქტის -უნ სიტყვათსაწარმოებელი სუფიქსია. იგი გარდაუვალ ზმნას აქცევს გარდამავლად (იზგე "სახლობს" – ა̈/აზგუნე "ასახლებს"), სახელისგან აწარმოებს გარდამავალ ზმნას (ლიც "წყალი" – ალცუნე "რწყავს"), ფუ-
ძისეულ რ-ს ცვლის ნ-დ: აყუ̂რე "წევს" – აყუ̂ნე <,აყუ̂რუნე "აწვენს" და ა. შ.
- 86. ზმნის ფუძე, ანუ თემა ორგვარია: მარტივი და რთული, უფრო ზუსტად, გვაქვს ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები. ერთთემიან ზმნას საერთო ფუძე აქვს I და II სერიაში (ხო-ხალ "იცის" და ლნტ. ლახო-ხალ-და "ეგონა"), ორთემიანს კი I სერიაში სუფიქსიანი, თემატურნიშნიანი და II სერიაში განსხვავებული, ათემატური ფუძე მოეპოვება. მათ არ გადაჰყვება თემატური სუფიქსები.
თემის ნიშნები ახლავს აწმყოს ფუძეს. ესენია: -ე და -ი (-ა), რომლებიც მეორე სერიაში არ ჩანან (ტიხ-ე "აბრუნებს" – ატიხ "დააბრუნა", აკლა̈უ̂-ი
< ლნტ. აკალა̈უ̂ი "ლეწავს" – ადკალუ̂ე < ლნტ. ადაკა̈ლაუ̂ე "გალეწა").
სხვა თემატური სუფიქსებია: -ემ, -ერ, ბზ. -ე̄სგ-ი, -ე̄შგ-ი, -ე̄ლ-ი, აგრეთვე -ენ-ი, -ინ-ე და -ე-ს აბლაუტი ი-დ. უკანასკნელის გამოკლებით ყველა ორმაგი ნიშნებია, რასაც უჩვენებს ბოლო -ი და -ე (-ე̄სგ-ი... -ინ-ე). -ი უნდა ჰქონოდა -ემ, -ერ-საც, რომელთა -ე პირვანდელი -ა უნდა ყოფილიყო (-ამ-ი, -არ-ი). აქაც და -ე̄სგ-ი, -ე̄შგ-ი, -ე̄ლ-ი' ში -ე- მიღებული ჩანს -ა-საგან ი-ს გავლენით. ამდენად, ნამყო უწყვეტელში ე-ს აბლაუტთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ – პირვანდელი -ა-ს გამოვლენასთან, რომლის გაუმლაუტება მომდევნო -ი-ს გავლენის შედეგია.
- - ემ (< ,-ამ-ი) სუფიქსი ბევრ ზმნას არა აქვს. ის იგივეა, რაც ქართული -ამ და თითქმის ყველა საერთო ზმნაში გვაქვს: ხ-ა-ბ-ემ > ქვსვ. ხა̈/ა-ბ-ენ "აბამს", ი-ქუ̂-ემ "იცვამს", ი-ცუ̂-ემ "იკიდებს", ი-ცხ-ემ "იზრდება", ხო-სუ̂-ემ "უსვამს", ("უსობს") და ასე: {ჲ}ჷ-გ-ემ, ლშხ. ა-გ-ემ "აგებს", "აშენებს"; ბქვ., ქვსვ. ან-ჴუ̂-ემ "ამხობს"...
ნამყო წყვეტილში: სგა ლა-ხ-ბ-ე, ბქვ. სგა ლა-ხ-ა̈-ბ "შეაბა"; ბზ., ლნტ. სგა/სკა ლა̈-ჲ-ქუ̂-ე, ეცრ. სგა ლა̈-ჲ-ქუ̂ "ჩაიცვა", ბქვ. ჟ'ა̈ნ-ი-ცუ̂ "მოიკიდა" და სხვა.
- - ერ (< ,-არ-ი?) სუფიქსს ერთადერთი ზმნით ვიცნობთ: ი-ქუ̂თ-ერ
"იპარავს" – ნამყო წყვეტ.: ა̈დ-ქუ̂ით, ლშხ. ედ-ქუ̂ით-ე "მოიპარა".
- - ე̄სგ-ი = ბქვ. -ისგ (‖-ესგ), ლნტ. -ეს{კ}, ლშხ. -ე̄ს: ი-დ-ე̄სგ-ი, ბქვ. ი-დ-ისგ, ლნტ. ი-დ-ეს{კ}, ლშხ. ი-დ-ე̄ს "იდებს", "იცვამს" – ნამყო წყვეტ.: ზსვ., ლნტ. სგა/სკა ლა̈-ჲ-დ-ე, ლშხ. სგა ლე-ჲ-დ-ე "ჩაიცვა უცებ". ასეა: ა̈-ჲ-ე̄სგ-ი, ა̈-ისგ, ა-{ჲ}-ეს{კ}, ა-ჲ-ე̄ს "მიაქვს"; ხ-ა̈-ხუ̂ჲ-ე̄სგ-ი, ბქვ. ხ-ა̈-ხუ̂ჲ-ესგ... "ახვედ-რებს".
- - ე̄შგ-ი, ბქვ. -ეშგ (ლნტ. -ეშკ), ლშხ. -ე̄შ ერთ ზმნაშიღა მოგვეპოვება: ხ-ო-ღ-ე̄შგ-ი, ხ-ო-ღ-ეშგ, ხ-ო-ღ-ე̄შ "ართმევს" – ნამყო წყვეტ.: ო-თ-ღ-ე "წა-ართვა".
- - ე̄ლ-ი, -ელ-ი'ც ერთ ზმნას ახლავს: ი-თხ-ე̄ლ-ი, ლნტ. ი-თხ-ელ-ი "ეძებს", "შოულობს" – ნამყო წყვეტ.: ი-თხ-ე "იშოვა", ჟ'-ა̈ნ-თხ-ე, ჟ'-ენ-თხ-ე "მონახა". ვნებითში -ე̄ლ შეხორცებულია: ხ-ე-თხე̄ლ-ი "ეძებს" – ბეჩ. ა̈-ხ-თხელ-დ-ა, ეცრ., ლხმ. ა-ხ-თხელ-ი-უ̂, ბზ. ა̈-ხ-თხა̄ლ-დ-ა "დაძებნა", "იკითხა".
- - ენ-ი ბევრ სიტყვას ახლავს, ოღონდ ყველა დიალექტში შეიძლება არ ჰქონდეს ერთსა და იმავე ზმნას, ლენტეხურში მას ზოგჯერ -ინ-ე ცვლის: ლშხ. ი̄რ-ენ-ი, მაგრამ ზსვ. ჲ-ირ-ი "იწერს"; ა-კრ-ენ-ი, მაგრამ ზსვ. ა-კრ-ე, ლნტ. ა-კა̈რ-ე "აღებს" და სხვა.
- - ინ-ე, ლნტ.-ნ-ე გავრცელებულია: ხ-ო-წბ-ინ-ე, ლნტ. ხ-ო-წებ-ნ-ე "ჰკი-დებს" – ო-ხ{უ̂}-წებ, ლშხ. ო-ხ-წებ-ე, ლნტ. ჩუ̂-ა-ხ-ო-წებ "დაჰკიდა" და სხვა.
ფუძედრეკადებს განეკუთვნება ზმნები, რომელთა ე > ი: ი-ყერ "იცემს" – ი-ყირ "იცა", "მოირტყა"; თერ "ცნობს" – ა-თირ "იცნო"...
როგორც ვხედავთ, მოდელითა და სუფიქსებით მსგავსებაა ქართულ-ზა-ნურთან: -ემ = ქართ. -ამ, -ენ = ქართ. -ებ, ი =ქართ. ი; ასეეა Чუ-ძედრეკადობაც.
- 87. დეფექტური (ნაკლული) ზმნების თავისებურება ის არის, რომ ისი-ნი არ იუღლებიან ყველა პირში, რიცხვსა და დროში, ამიტომ მათ უწოდე-ბენ: პირნაკლ, რიცხვნაკლ, დრონაკლ, გვარ- და ქცევანაკლ ზმნებს.
პ ი რ ნ ა კ ლ ი და იმავე დროს რიცხვნაკლია უმთავრესად ბუნების პროცესების, მეტეოროლოგიური მოვლენების აღმნიშვნელი ზმნები: უჩხე "წვიმს", ირჰა̄̈ლ "თენდება",...
დ რ ო ნ ა კ ლ ი ზმნა ხშირად სერიებში ძირს იცვლის და ამდენად ძირ-მონაცვლეა ან რომელიმე სერიაში არ იხმარება; ასეთია, უწინარეს ყოვლისა, მ ე შ ვ ე ლ ი ზ მ ნ ა ლი, ლიზ "არის", ლა̈სუ̂ "იყო", ლესუ̂ "იყოს", ი̄რი ‖ ი̄რა "იქნება".
I და III სერიაში იუღლება ა̈/არი "არის", "იმყოფება" ზმნა როგორც აბ-სოლუტური, ისე რელატიური. ძირს იცვლის: ანღრი "მოდის" – ანჴა̈/ად "მოვიდა", ესღრი "მიდის" – აჩა̈/ად "წავიდა", იზბი "ჭამს" – ლალე̄მ
"შეჭამა", ითრე "სვამს" – ლაი̄შ "დალია, ხაჰუ̂დი "აძლევს" – ლახუ̂ემ "მისცა", ყჷლე "ამბობს" – რა̄̈ქუ̂ "თქვა", ხატყცი "სცემს", "არტყამს" – ხაჴიდ "სცემა", "დაარტყა", ხა̈ჩო "უშვრება" – ხაყერ "უყო", ა̈ი ‖ ა̈ჲე̄სგი "მიაქვს", ლაჲე "მიიტანა" და სხვა.
ზოგი ზმნა II სერიაში არ იუღლება: ხუღუ̂ა "აქვს", ხაყა "ჰყავს"...
გ ვ ა რ ნ ა კ ლ ზმნას ერთ-ერთი გვარის ფორმა აკლია, ხოლო ქ ც ე-
ვ ა ნ ა კ ლ ი ერთი ქცევის ფორმით იხმარება: ხ-ო-ხალ "იცის", ხ-ა-ლა̈/ატ "უყვარს", ი-ბა̈რ "იბანს"...
ამგვარი ნაკლული ზმნა ბევრია და მათი აქ მოყვანა შორს წაგვიყვანს.