ვ ნ ე ბ ი თ ი გ ვ ა რ ი
ვნებითი გვარი კონსტრუქციითა და წარმოებითაც ქართულისას ემთხვე-ვა. იგი კონვერსიული ფორმაა მოქმედებითი გვარისა და ერთი პირით ნაკ-ლებია მასზე. I ჯგუფის ზმნათა ვნებითის საწარმოებლებია ი- ან ე- თავსარ-თი. ი-ნიანი ფორმა აბსოლუტურია, ერთპირიანია და მიიღება მოქმედებითის ორპირიანისაგან, ხოლო ე-ნიანი რელატიურია, ორპირიანია და წარმოქმნილია სამპირიანისაგან. ი- ან ე- თავსართი ივარაუდება I და II სერიაში.
II ჯგუფის ფუძედრეკად ზმნათა ვნებითი ხმოვნის აბლაუტითა და სუ-ფიქსებით გადმოიცემა (მოქმედებითის ი-/ჷ-ს ენაცვლება -ე-).
I ს ე რ ი ა
- 69. ვნებითს აწმყოში ბოლოსართად მოუდის -ი, რომელიც შეიძლება ზოგჯერ მოკვეცილი იყოს და ეს ფუძის უმლაუტით გამოიხატოს, ზოგ ზმნაში კი შეიძლება -ა სუფიქსი შეენაცვლოს (იგუ̂ში "ივსება", ხეგუ̂ში "ევ-სება", შდრ. ხეშა̈ნ "ასხია", ი̄რი ‖ ი̄რა "იქნება). -ა̄̈ლ, -იე̄ლ ფორმანტიან ზმნებს აქაც ბოლოსართად უნდა ჰქონოდათ -ე სუფიქსი, რომელიც დაცუ-ლია ხალხურ სიმღერებში და ზოგიერთ ზმნაში (სიმღერის ხელღუ̂აჟა̄ლე > ხელღუ̂აჟა̄̈ლ "ემშობიარება"; ხელჩე, ლნტ. ხელეჩე "მწყსის", "ემწყემსება").
ლენტეხურში II ჯგუფის ზმნათა -ი სუფიქსის წინ I სერიაში გვევლინება -ენ- ფორმანტი, რომელიც რედუქციას არ ექვემდებარება (ლნტ. ტეხ-ენ-ი > ზს., ლშხ. ტეხ-ნ-ი "ბრუნდება"). ეგევე ზმნები შეიძლება იწარმოოს მოქმედე-ბითი გვარისაგან ბალსზემოურსა და ქვემოსვანურში ი- ან ე- პრეფიქსით, აწმყოში -ი ბოლოსართის დართვითა და ფუძის ი-ს გაგრძელებით (ი-ტი̄ხ-ი "იბრუნება"); რაც შეეხება ორთემიან ზმნებს (-ემ, -ერ და სხვა სუფიქსია-ნებს), ისინი ვნებითში თემის ნიშნებს ხშირად იკვეცენ, მაგრამ შეიძლება და-ცულიც ჰქონდეთ განსაკუთრებით მაშინ, თუ ე- თავსართიანებს მოქმედები-თის, აქტიური მნიშვნელობა აქვთ (ხექუ̂თი ‖ ხექუ̂ი̄/ითი "ეპარება, ანუ მის მიმართ ხდება პარვა", მაგრამ ხექუ̂თერ "ჰპარავს").
- 70. ნამყო უსრულში I ჯგუფის ზმნათა ვნებითს -ი ან -ა ბოლოსართი ეკვეცება უკვალოდ და დაერთვის -ო̄ლ ‖ -ოლ ბალსზემოურსა და ლაშხურ-ში. ბეჩოურში -ი რჩება და ნამყო უწყვეტლის ნიშანი ემატება; ამ მხრივ ბე-ჩოური და ეცერული სავსებით ემთხვევა სათავისო ქცევის ფორმებს, ოღონდ I და II პირში ვნებითში ფუძის ბოლო ხმოვანი უმლაუტიანია და -უ̂ შე-იძლება აქაც დაემატოს. -და̈ს, -და ხშირად ახლავს -ო̄ლ ‖ -ოლ სუფიქსის შემდეგ ბალსზემოურსა და ლენტეხურში, ხოლო ლშხ. III პირში (იშ-ხო̄ლ{და}, ლნტ. იშხოლდა, ბეჩ. იშხიდა, ეცრ. იშხიუ̂ "იწვებოდა"; ეცრ. ხიქა̈ჩ{უ̂}, ხიქჩო̄ლდა̈ს, ლშხ. ხიქჩო̄ლ "იჭრებოდი"), -ი ან -ე მოკვეცილებს მხოლოდ ნამყო უწყვეტლის ნიშანი ახლავთ, მაგრამ უმლაუტი არა აქვთ -ე მოკვეცილთ (ხეშა̈ნდა, ლშხ. ხეშა̄ნდა "ესხა", მაგრამ ხეჴჷ̄რა̄ლ{და} "ეხვეწებოდა"...).
რაც შეეხება II ჯგუფის ვნებითებს, ისინი I ჯგუფის აქტივთა მსგავსად აწარმოებენ ნამყო უწყვეტელს, მხოლოდ ლაშხურში დაირთავენ -ო̄ლ სუფიქსს (ტეხენ{და}, ბეჩ. ტეხნიდა, ეცრ. ტეხნიუ̂, ლშხ. ტეხნო̄ლ{და} "ბრუნდებოდა").
- 71. კონიუნქტივი I იყენებს ნამყო უწყვეტლის ფუძესა და კონიუნქტივი I-ის ცნობილ -დე̄დ, -დე სუფიქსებს, III პ. ნიშნად -ს ბოლოსართს (იშ-ხო̄ლდე̄დ-ს, ქვსვ. იშხო̄/ოლ-დე-ს, ბქვ. იშხი-დე-ს "იწვებოდეს"; II ჯგუფის ზმნების ვნებ.: ტეხენ-დე̄დ-ს, ლშხ. ტეხნო̄ლ-დე-ს, ლნტ. ტეხენ-დე-ს, ბქვ. ტეხნი-დე-ს "ბრუნდებოდეს").
- 72. მყოფადუსრული. ვნებითებში იმავე -უნ-ი > -{უ̂}ნ-ი, ლშხ. -ჷნ-ი > -ნ-ი სუფიქსებს ვხედავთ, რაც აქტივში გვქონდა, ოღონდ აქ ვნებითობას გა-მოხატავს ე- ან ი- თავსართი, ფუძე ნამყო უსრულისაა უნიშნოდ. II და ზოგი I ჯგუფის ზმნები ჩაირთავენ -ო̄ლ ‖ -ოლ სუფიქსს (ბზ. ხეჭუ̂დია̄ლ-უ̂ნ-ი, ბეჩ.
ლშხ. ხეჭუ̂დიელ-ნ-ი < ლნტ. ხეჭუ̂ედიელ-ნ-ი "ეკითხებოდეს იქნება", მაგრამ
ლშხ. იშხ-ო̄ლ-ნ-ი "იწვოდეს იქნება"). II ჯგუფის ვნებითთათვის ნამყო უწყვეტ-ლის ფუძეს ერთვის -უ̂ნ-ი ბალსზემოურსა და ლენტეხურში და -ენ სუფიქსს აბლაუტი მოსდის ბალსზემოურში (ბზ. ხეტხა̈ნუ̂ნი, ლნტ. ხეტეხენუ̂ნი "უბრუნდებოდეს იქნება", იტხა̈ნუ̂ნი, ლნტ. ტეხენ{უ̂}ნი "ბრუნდებოდეს იქ-
ნება"). ამათ მისდევს -ემ მოკვეცილი ზმნებიც ბზ.-სა და ქვსვ.-ში (იგო̄ლ-ნ-ი ‖ ლშხ. იგმო̄ლნი, ლნტ. იგ{ემ}ოლნი "იდგმებოდეს იქნება"...). ბალსქვემო-ურში I ჯგუფის ზმნათა ამ ფორმებს ვნებითის გაგების ნაცვლად მოქმედები-თის სასხვისო ქცევის მნიშვნელობა აქვთ (ხემარუნი "უმზადებდეს იქნება").
- 73. თურმეობითი I და II მოქმედებითი გვარის თურმეობითთაგან გან-სხვავდება -ო̄ლ‖-ოლ სუფიქსით, რომლის ჩართვის გამო -ინ-ა‖-უნ-ა იკუმშე-
ბა. II ჯგუფის ვნებითებში -ო̄ლ, -ოლ ჩნდება ქვემოსვანურსა და ბალსქვემო-ურში, ოღონდ მასთან ერთად ლაშხურში დაცულია -ენ, რომელიც არაა ბალსქვემოურსა და ლენტეხურში; პარალელურად ლენტეხურში გვევლინება
-ენ და ბალსზემოურში (-ენ >) -ა̈ნ, -ოლ სუფიქსის გარეშე (ბზ. ხა̈კუ̂შა̈ნ-{უ̂}-ნა, ლნტ. ხაკუ̂ეშენ-ნა ‖ ხაკუ̂ეშ-ოლ-ნა, ბქ. ხა̈კუ̂შ-ოლ-ნა, ლშხ. ხაკუ̂შე-ნ-ო̄ლ-ნა "უტყდებოდა თურმე").
თურმეობით II-ში ყველა კილო იჩენს -ო̄ლ ‖ -ოლ სუფიქსს, სხვა მხრივ ეს ფორმები აქტივისას ჰგავს. ეცერულში -ემ-ს აბლაუტი არ ახასიათებს (ბზ. ლჷმბა̈მო̄ლუ̈ნ ‖ ლჷმბემო̄ლნე̄ {ლი}, ლნტ. ლჷმა̈ბენოლ {ლი} "იბმებოდა თურმე").
II ჯგუფის ზმნათა ვნებითებში -ო̄ლ ‖ -ოლ არ ერთვის ბზ., ლნტ. ფორ-
მებს, ოღონდ ბალსზემოურში ფუძის ე > ა̈; -ენ შემონახულია მხოლოდ ლენ-ტეხურში (ბზ. ლჷმტა̈ხუ̂ინ {ლი}, ლნტ. ლჷმა̈ტეხენ {ლი}, ლშხ. ლჷმტე-ხო̄ლნე̄ლი ‖ ლჷმტეხო̄ლინ, ბქვ. ლჷმტეხოლინ ‖ ეცრ. ლჷმტეხოლნე ლი
"ბრუნდებოდა თურმე").
- 74. მყოფადსრული I ჯგუფის ზმნათაგან ასეთი ფორმულით იწარმოება: პრევერბი + აწმყოს ფუძე + -ი სუფიქსი, ხოლო თავსართები ი- და ე- ამოღე-ბულია და პრევერბის ა- ელემენტი უმლაუტიანია, ლნტ.-ში ე- დაცულია (ა̈დ-შიხ-ი, ლშხ. ედ-შიხ-ი "დაიწვება", მაგრამ ა̈თშიხი, ლშხ. ეთ-შიხ-ი < ლნტ. ა̈თეშიხ-ი "დაეწვება"). II ჯგუფის ზმნათა ფორმულა უფრო მარტივია:
პრევერბი + აწმყოს ფუძე (ა̈/ანტეხენი < ლნტ. ან-ტეხენი "მობრუნდება").
რელატიურ-გარდაუვალი ზმნების ნაწილი ვნებითებს ე- – -ი აფიქსებით აწარმოებს, ზოგიც -ე̄ნ/-ენ-ს ჩაირთავს. ესენი თუმცა ფორმით აწმყოა, მაგ-რამ მნიშვნელობა მყოფადისა აქვთ (ხელტი < ლნტ. ხელა̈ტი "ეყვარება", ხე-ღუ̂ე̄/ენი "ექნება"). თუ ამათ პრევერბი დაერთო, სრული სახისა იქნება
(ლა̈ხლა̈ტი "შეუყვარდება"). -ემ სუფიქსიანი მარტივდება და შეიძლება -ო̄ლ ჩაერთოს (ა̈დგი ‖ ა̈დ-გო̄ლ-ი, ლშხ. ედგი ‖ ედგო̄ლი "დაიდგმება"). სუფიქსი -ი ზოგიერთ ზმნაში შესაძლებელია -ა-ს შეენაცვლოს ეცერულის გამოკლე-
ბით (ხე̄რი ‖ხე̄რა "ექნება").
ჩანს, მყოფადსრულში ბოლოსართია -ი (და არა -ისგ).
- 75. პირობითი მყოფადსრულისა და მყოფადუსრულისაგან განსხვავდე-ბა მხოლოდ სუფიქსით: -ი-ს ნაცვლად -ო̄ლ ‖ -ოლ ახასიათებს. ნამყო უწყვე-ტლის -და̈ს, -და არ დაერთვის, ეცერულში კი მოქმედებითი გვარის ნამყო უწყვეტლის ფორმაა, I და II პირში -ი მოკვეცილია, მაგრამ III პირში -ი და-ცულია და -უ̂ დაერთვის.
პირობითი განსხვავდება მყოფადუსრულისაგან: ლშხ. ხეტხენო̄ლ-ო̄ლ,
ბზ. ხეტხა̈ნნო̄ლ "უბრუნდებოდეს იქნებოდა", ხოლო მყოფადსრულისაგან: ა̈დშიხო̄/ოლ, ლშხ. ედ-შიხო̄ლ, ეცრ. ა̈დშიხიუ̂ "დაიწვებოდა". ლენჯერულსა და, როგორც ძველი ტექსტებიდან ჩანს, უშგულურ თქმაში წარმოდგენილია -ა̄̈ლ (ა̈დშიხა̄̈ლ).
II ჯგუფის ზმნების ვნებითი სრული სახის ნამყო უსრულია8 ეცერულსა და ქვემოსვანურში; მყოფადსრულის -ი-ს ადგილას -ოლ სუფიქსს ირთავს ბე-ჩოურში; -და̈ს, -და შეიძლება დაემატოს ლენტეხურში, ხოლო მეშველი ზმნა I და II პირში ლაშხურში (ბზ. ა̈ნტხენ, ლნტ. ანტეხენ{და}, ეცრ. ა̈ნტხენიუ̂, ბეჩ. ანტხენოლ, ლშხ. ანტხენო̄ლ{და} "მობრუნდებოდა").
II ს ე რ ი ა
- 76. ნამყო წყვეტილი, ი- ან ე- პრეფიქსის გარდა, ირთავს -ენ სუ-ფიქსსაც, რომელიც იცვლება ბალსზემოური ზმნის I და II პირში -ა̈ნ-ად, ხო-ლო III პირსა და მრ. რიცხვში -ა̄̈ნ, ლშხ. -ა̄ნ, ბეჩ., ლნტ. -ან და ეცრ. -ა̈ნ სა-ხით; ე- პრეფიქსი დაცულია ლენტეხურში (II პ. ბზ. ათშიხა̈ნ, ლშხ. ეთში-ხენ, ბქვ. ლნტ. ა̈თშიხენ; III პ. ბზ. ა̈დშიხა̄̈ნ, ლშხ. ედშიხა̄ნ, ბეჩ. ა̈დშიხან, ეცრ. ა̈დშიხა̈ნ "დაიწვა"; ბზ. ა̈თშიხა̄̈ნ < ლნტ. ა̈თეშიხან "დაეწვა").
თავისებურებათაგან აღსანიშნავია ის, რომ შესაძლებელია ლაშხურში III პირის ფორმას ნამყო უწყვეტლის -და სუფიქსი დაერთოს, ზოგიერთ ზმნაში -ა̄̈ნ, -ა̈ნ, -ან ბოლოსართი მოეკვეცოს და გაუმლაუტება არ გამოიწვი-ოს (ა̈დკა̄ფ, ბეჩ., ლნტ. ა̈დკაფ, ლშხ. ედკა̄ფა̄ნ "წაიქცა").
ზოგი ამ ტიპის ზმნა I და II პირშიც არ ივლენს -ა̈ნ ‖ -ენ სუფიქსს (ლაშ-ხურის გამოკლებით) და ფუძისეულ გრძელ ხმოვანს ამოკლებს, ხოლო არა-გრძელ ხმოვანს კუმშავს ვნებითის ე- პრეფიქსის გავლენით, III პირში ფუძე სრულად არის წარმოდგენილი უუმლაუტოდ და გრძელი ხმოვნით (II პ. ათელკ, ბქვ. ლნტ. ა̈თელკ, ლშხ. ეთლაკენ; III პ. ა̈თლაკ, ლნტ. ათელაკ, ლშხ. ეთლაკა̄ნ "წააწყდა" ან II პ. ა̈დკაფ, III პ. ა̈დკა̄ფ, ლშხ. ეთკა̄ფენ,
ედკა̄ფა̄ნ "წაიქცა").
გამოსარკვევია -ენ-ის წარმომავლობა.
II ჯგუფის აბსოლუტური ფორმები ფუძეში ე-ს გამოივლენენ, რომელიც ბალსზემოურში შეკუმშულია მახვილის გავლენით; III პირსა და მრ. რიცხვ-
ში აბლაუტის გამო ე-ს ადგილას გვაქვს ბზ., ეცრ. ა̈, სხვაგან ა (II პ. ა̈ტხ <
ატეხ "დაბრუნდი", III პ. ბზ., ეცრ. ატა̈ხ, სხვაგან ატახ "დაბრუნდა").
პრევერბთაგან გამოყენებულია ა-, ან- და ლა-, უკანასკნელი გრძელდება ბალსზემოურსა და ლაშხურში (ლა̄ტა̈ხ, ლშხ. ლა̄ჲტახ, ლნტ. ლატახ, ეცრ.
ლატა̈ხ "დაიხია", "დაიწია").
რელატიურ ფორმებში ირიბობიექტიანი საარვისო ქცევა გამოხატულია ე- პრეფიქსით, ხოლო სასხვისო ქცევა – ო-თი; ორივე დაცულია მხ. რ. I და II პირში, ხოლო ლენტეხურში – ყველა პირში (მაგ.: II პ. ათეყჩ, ა̈თეყჩ, ლშხ. ეთეყჩ "თავი დაანებე", III პ. ა̈თყა̈ჩ, ბეჩ. ა̈თყაჩ, ეცრ. ა̈თყა̈ჩ, ლშხ.
ეთყაჩ < ლნტ. ა̈თეყაჩ "თავი დაანება").
სასხვისო ქცევის -ო მკვიდრად არის წარმოდგენილი ლენტეხურში, მაგ-
რამ ზემოსვანურის I და II პირში გაუმლაუტებული ო > უ̂ე გვევლინება, ან იმავე ზსვ. და ლაშხურში – -ე, რომელიც ეგების გაუმლაუტებული ო-ს დე-ლაბიალიზებული ხმოვანია (ო̈ > უ̂ე > ე): მაგ., I პ. ბქვ., ლშხ. ჩოხოქხ < ლნტ. ჩუ̂ახუქხ "ჩამოვხტი", II პ. ჩოხოქხ < ლნტ. ჩუ̂ახოქხ "ჩამოხტი", III პ.
ჩოხქა̈/ახ < ლნტ. ჩუ̂ახოქახ "ჩამოხტა", მაგრამ II პ. ბზ. ჩოხუ̂ექხ, ბეჩ., ლშხ.
ჩოხექხ "ჩამოხტი".
რამდენიმე ზმნა უპრევერბოდაც გვხვდება
"ნახა", ბზ. ხუ̂ეჲხ, ეცრ. ხოუ̂ხ "დავეცი"; ხოჲა̈/ახ, ეცრ. ხოუ̂ა̈ხ "დაეცა").
- 77. კონიუნქტივი II იმავე -ე̄ნ ‖ -ენ, ბქვ. კი -ენ-ე სუფიქსს იყენებს ყვე-ლა პირში. ლაშხურში დაერთვის კავშირებითი I-ის -დე სუფიქსი. ზოგ ზმნას აქაც -ენ ან -ე არ უჩნდება, მაგრამ მისი ფარული არსებობა უმლაუტით დასტურდება. II ჯგუფის ზმნებს -ე აქვს ფუძეში და, გარდა ამისა, ბქვ., უშგ., ლშხ. -ე სუფიქსსაც დაირთავს; III პ. ნიშნად -ს ბოლოსართი გვევლინება (მაგ.: ბზ. ა̈დშიხე̄ნს, ლშხ. ედშიხე̄ნს, ლნტ. ა̈დშიხენს < ბქვ. ა̈დშიხენეს "და-
იწვას"; შდრ. ა̈თლა̈კს, ლნტ. ა̈თელა̈კენს "წააწყდეს"; ბზ. ა̈ხფა̈სს < ბქვ. ა̈ხფასეს < ლნტ. ა̈ხეფა̈სენს "გამოუვიდეს"; II ჯგ. აბსოლუტური ატეხს <
ბქვ., უშგ., ლშხ. ატეხეს "დაბრუნდეს"; რელატიური ლა̈ხტეხს < ლნტ. ლა̈ხეტეხს, ლშხ. ლეხტეხეს < ბქვ. ლა̈ხტეხეს "დაუბრუნდეს"; უპრევერბოდ: ხეკუ̂ეს "უნდეს"; ბზ., ლნტ. ხეთელს < ლშხ. ხეთელეს "შეეხოს"). სასხვისო ქცევის ო- კარგადაა დაცული, ამიტომ ობიექტური წყობის I და II პ. ფორ-მებშიც სასხვისოს ი- უნდა დავუშვათ და არა ე-, როგორც ეს ნამყო წყვე-ტილშია (ა̈მთუ̂ეფ ბქვ. < ა̈მთუ̂ეფე < ამითუ̂ეფე). II ჯგუფის ზმნებს ბოლო-კიდური -დ ეკარგება (აჩეს <,აჩედ-ს "წავიდეს").
III ს ე რ ი ა
- 78. ვნებითი III სერიაში აბსოლუტურიცაა და რელატიურიც. აბსოლუ-ტური აღწერილობითია, რელატიური ირიბობიექტიანია. ზმნას თავსართად აქვს ა-, რომელიც ლენტეხურში შემონახულია. ინვერსია აქ არ ხდება.
რ ე ზ უ ლ ტ ა ტ ი უ რ I -ს სუფიქსად იგივე მოქმედებითი გვარის -ა დაერთვის. ხშირად ორივე ჯგუფის ზმნებსა და სტატიკურ ფორმებს ბალსზე-მოურსა და ლაშხურში, ნაკლებად – ლენტეხურში -ე̄ნ‖-ენ სუფიქსი ჩაერ-თვის (ათხატუ̂ე̄/ენა, ლნტ. ათახატაუ̂ა "დახატვია"; ხა̈/ამთქუ̂ე̄/ენა "სჩვევია"; ხა̈/აწდა < ლნტ. ხა̈წედა "დანახვია"; მა̈/აკუ̂შა < ლნტ. მა̈კუ̂ეშა, ლშხ.
მაკუ̂შე̄ნა < ლნტ. მა̈კუ̂ეშენა "დამტეხია").
რ ე ზ უ ლ ტ ა ტ ი უ რ II (ნამყო წინარეწარსულს) ვნებითის იგივე -ა̄̈ნ, -ა̈ნ, -ან, ლშხ. -ა̄ნ ‖ -ე̄ნ სუფიქსები მოეპოვება, რაც მოქმედებითს. რე-ზულტატიურ I-ში ჩართული -ე̄ნ ‖ -ენ, ჩვეულებრივ, არ ჩანს, განსაკუთრე-ბით – ბალსზემოურში (ათხატუ̂ა̄̈ნ, ეცრ. ათხატუ̂ა̈ნ, ლშხ. ათხატუ̂ა̄ნ/ე̄ნ < ლნტ. ათახატუ̂ან "დახატოდა"). ამავე სუფიქსებით იწარმოება II ჯგუფის ზმნე-ბი (ხა̈წდა̄̈ნ, ბქვ. ხა̈წდა̈/ან, ლშხ. ხაწდა̄/ე̄ნა < ლნტ. ხა̈წედან " {და}ნახოდა").
კ ო ნ ი უ ნ ქ ტ ი ვ ი III -ე̄ნ/-ენ ბოლოსართს იყენებს, III პირის ნიშანია -ს სუფიქსი (ათხატუ̂ე̄ნს "დახატოდეს"; ლახტეხე̄ნს, ბქვ. ლახტეხენს<ლნტ.
ლახატეხენს "მობრუნებოდეს").
- 79. აღწერილობითი ვნებითი ქართულის ანალოგიურია. იგი შეიცავს
ზმნის ნამყოს მიმღეობას + მეშველი ზმნა. I ჯგუფის მიმღეობა ლჷ- – -ე და II ჯგუფის მე- – -ე აფიქსებით არის წარმოქმნილი. მას ორგანული წარმო-ების მაჩვენებლები მოეპოვება, სახელდობრ: ირთავს ძირითად პრევერბებს, რომლებიც კუმშავენ ლჷ- და მე- პრეფიქსებს; ასიმილაციის გამო, პრევერბის ა უმლაუტდება, ლაშხურში ე-დ იქცევა; თანხმოვნით ელემენტებს კარგავენ, ჩაირთავენ პირის (S1) ნიშანს, რომელიც იმსგავსებს პრევერბის ა ან ბქვ. და ლაშხურის ე ხმოვანს; II ჯგუფის ზმნები III პირში მეშველ ზმნას ხშირად არ საჭიროებენ, თუ ბზ., ლშხ.-ში ბოლო -ე მოკვეცილია.
პრევერბის ა ბალსქვემოურში ო-დ არის წარმოდგენილი. მეშველი ზმნის III პირის ლ- თავსართი ბალსზემოურსა და ლაშხურში მიმღეობის ე-სთან არის შეხორცებული და -ე- დაგრძელებულია (I პ. ჩოლშიხე̄ლხუ̂ი, ლნტ.
ჩუ̂ალშიხეხუ̂ი, ბქვ. ჩოლშიხეხუ̂ი "დამწვარვარ", III პ. ალშიხე̄ლი, ლნტ.
ალშიხელი, ბქვ. ოლშიხელი "დამწვარა"; II ჯგ. ა̈მჴედე̄ლი, ლშხ. ემჴედე̄ლი, ბქვ. ომჴედელი < ლნტ. ა̈მეჴედელი "მოსულა",...).
რეზულტატიურ II-სა (ნამყო წინარეწარსულსა) და კონიუნქტივ III-ში მიმღეობური ნაწილი უცვლელად რჩება, ხოლო მეშველი ზმნა იხმარება პირ-ველთან ნამყოში და მეორესთან – კავშირებითში (ამჴედე̄ლა̈სუ̂, ემჴე-დე̄ლა̈ს, ომჴედელა̈სუ̂, ა̈მჴედ{ე}ლას/ლეს "დაბრუნებულიყო"; კავშირებით III-ში მეშველი ზმნაღა იცვლება: ლესუ̂, ბქვ., ლნტ. ლესეს).