ნაზმნარი სახელები
ზმნისგან წარმოქმნილ სახელებს ნაზმნარი ეწოდება. ნაზმნარია მასდა-რი, აბსტრაქტული სახელი, მიმღეობა, მასალისა და დანიშნულების სახელე-ბი. ამათგანაც იწარმოება ახალი სახელები სხვადასხვა მნიშვნელობისა. ისი-ნი განეკუთვნებიან არსებით და ზედსართავ სახელებს და იბრუნვიან დამო-უკიდებლივ ან ატრიბუტულ მსაზღვრელად. ბრუნებისას თავისებურებას არ იჩენენ.
II ჯგუფის ზმნათაგან ვნებითებს ფუძეში ე აქვთ, მოქმედებითებს – ი/ჷ.
- 88. მიმღეობა ფართოდაა გავრცელებული. ა ქ ტ ი უ რ ი მ ი მ ღ ე ო ბ ა ემყარება უმაქცევრო აწმყოს ფუძეს და ხმარობს მჷ-, მე-, მო-, მა- თავსარ-თებს. მნიშვნელობით მოქმედებითია.
მოქმედებითი გვარის მიმღეობის მაწარმოებელია მჷ- (ფუძისეულ უ̂-სთან დამსგავსებით მუ-) თავსართი (მჷ-გემ "მშენებელი", მჷ-დგ-ე "მქრობე-
ლი", მუ-თუ̂რ-ი < ლნტ. მუ-თუ̂ერ-ი "მასწავლებელი").
მე- გვევლინება -ა̄̈ლ ‖ -ალ, -იე̄ლ ელემენტიანებთან და II ჯგუფის ვნები-თებთან და აგრეთვე საშუალთან (მე-ზ-ელ-ა̄̈/ა̄ლ, მე-ზ-ელ-ა̈/ალ "მოსიარულე";
"მყოფი" და სხვა).
ზოგჯერ მე-ს პარალელურად მჷ- იხმარება: მე-რბ-იე̄/ელ, ეცრ. მე-რბ-ელ, ქვსვ. მე-რბ-იელ ‖ მჷ-რბ-იელ "მცხობი".
მო- (ზოგან პარალელურად მე-) გარდაუვალ ზმნათა მიმღეობას აქვს: მო-მა̈/არგ ‖ მე-მა̈რგ "ვარგისი", მო-ლა̈ტ ‖ მე-ლა̈ტ "მოყვარული".
მა- პრეფიქსი II ჯგუფის ვნებითებს ერთვის, ოღონდ ფუძისეულ ე-ს აბ-ლაუტი მოსდის ა̈/ა-ს სახით, თანაც შეიძლება მე- პრეფიქსი შეენაცვლოს (ლშხ. მა-ჴედ > ზსვ., ლნტ. მა-ჴა̈/ად "მოსავალი", შდრ. მე-ჴედ > ლნტ. მე-ჴად "მომსვლელი"; ლშხ. მა-ჟოღუ̂ = ლნტ. მე-ჟეღუ̂ "გამძღოლი").
მ ყ ო ფ ა დ ი ს მ ი მ ღ ე ო ბ ა ვნებითია. იგი მასდარის უთავსართო ფუძესთან ერთად ორ პრეფიქსს იყენებს: ლე- და ლა-ს, მაგრამ ლა-სთან ცვლილებაა სუფიქსებში: -ე ბოლოსართიანებს -ა აქვთ, -ი ბოლოსართიანები მას იკვეცენ ბალსზემოურსა და ლაშხურში, იშვიათად – ბალსქვემოურ-ლენ-ტეხურში.
ლე-: ლე-მა̄/არ-ე "მოსამზადებელი", ლე-ჴდ-ე "მოსატანი", ლე-შხ-ი "სა-
წვავი", ლე-გ-ემ "ასაგები", ლე-ზუ̂ებ ეცრ. ლე-ზებ, ლშხ. ლე-ზობ
"საჭმელი", ლე-ლა̈/ატ "საყვარელი".
ლა- – -ა: ლა-მა̄/არ-ა "მოსამზადებელი" (ადგილი), ლა̈-ჴდ-ა "მოსატანი", ლა-ყუ̂რ-ა "საწოლი"; ბქვ., ლნტ. ლა̈-შხ-ი > ბზ., ლშხ. ლა̈-შიხ
"{და}საწვავი"; ლა̈/ა-ირ "წერილი", "წიგნი" (მასდარი: ლი-ირ-ი "წერა"); ლა̄-ზ "სავალი" (მასდარი: ლი̄/ი-ზ-ი "სვლა"). ფუძისეულ ე-ს აქაც აბლაუტი ახასი-ათებს ა̈/ა-დ (ლა-გა̈/ამ, ლშხ. ლა-გემ "ასაშენებელი"; ლა-ტა̈/ახ, ლშხ. ლა-ტეხ
"დასაბრუნებელი").
ლე- და ლა- თავსართიანი მყოფადის მიმღეობები შინაარსობრივად გან-სხვავდება ერთმანეთისაგან. ლე- პრეფიქსიანი ზედსართავი სახელია, ლა-პრეფიქსიანი – არსებითი სახელი. პირველი დანიშნულებას გამოხატავს, მეორე – სამოქმედო ადგილს (locus actionis), მოქმედების იარაღს ან ნივთს: ლე-თრ-ე "დასალევი" (წყალი) – ლა-თრ-ა "დასალევი ადგილი" ან
"წყლის სასმელი ჭურჭელი".
ნ ა მ ყ ო ს მ ი მ ღ ე ო ბ ა ც ვნებითია. საწარმოებელი აფიქსები სხვა-დასხვაა: ლჷ- – -ე, მჷ- – -,ე, ნა- – -{ა}; ფუძე უმთავრესად ნამყო წყვეტი-ლისაა, ზოგჯერ აწმყოსიც.
ლჷ- – -ე, ჩვეულებრივ, გვევლინება ნამყო წყვეტილში -ე-თი ნაწარმოებ და თანხმოვან-ხმოვნის ან ხმოვან-თანხმოვნისაგან შემდგარ ფუძეებთან (ლჷ-მა̄/არ-ე "მომზადებული"; ლჷ-თ-ე, ქვსვ. ლჷ-თი-ე ‖ ლშხ. ლჷ-თი-ი "მომკი-ლი"; ბზ. ლუ-გუ̂ეჰ, ეცრ. ლჷ-გეჰ, ლნტ. ლუ-გუ̂-ე "დაფქული"), მაგრამ ნამ-ყო წყვეტილში III პ. -ე მოკვეცილ და თანხმოვანკომპლექსიან ფუძეებთან ლჷ- გვხვდება, სუფიქსი -ე მეტწილად დაკარგული ჩანს, რაც უმლაუტით დასტურდება. II ჯგუფის მოქმედებითი გვარის ფუძეთა ი გრძელდება (ლჷ-დგა̈/არ "მკვდარი", "მოკლული"; ლჷ-შიხ ‖ ლჷ-შხ-ე "დამწვარი"; ლჷ-ტი̄ხ,
ლჷ-ტიხ "დაბრუნებული"). არის პარალელური ფორმები: ზსვ. ლჷ-ლ-ფარ-ე ‖ ზსვ., ლშხ. ლჷ-ლ-ფა̈/არ < ლნტ. ლჷ-ლა-ფა̈რ-{ე} "დაფარებული".
მჷ- – ,-ე ზოგჯერ მონაცვლეა ლჷ- – -ე აფიქსებისა: ლჷ-ტყბ-ე < ლჷ-ტყა̈ბ-ე > ბქვ., ლშხ. ლჷ-ტყა̈ბ ‖ მჷ-ტყა̈/აბ "შემწვარი".
მე- – -ე II ჯგუფის ვნებითთა მიმღეობის აფიქსებია (მე-ჴდ-ე < ლნტ.
მე-ჴედ-ე "მოსული", მე-დგ-ე < მე-დეგ-ე "გამქრალი").
ნა- თავსართიან ფორმებში აწმყოს ფუძეა აღებული, ბოლო ნიშანი -ი ან -ე უგულებელყოფილია, იშვიათია ნამყოს ფუძის გამოყენება. უმლაუტი არ ჩანს, თუ არის, ე-ს აბლაუტის შედეგია. ბალსზემოურში და ზოგჯერ სხვა კი-ლოში -უ̂ ერთვის, რომლის ფუნქცია უცნობია. ითარგმნება ნა-თავსართიანი მიმღეობით (ბზ. ნა-დგარ-უ̂ "ნაკლავი"; ლშხ. ნა-ზ-ელ-ა̄ლ, ბზ. ნა-ზ-ელ-ა̄ლ-უ̂, ბქვ., ლნტ. ნა̈/ა-ზ-ელ-ალ "ნასიარულევი"; ზსვ., ლნტ. ნა̈-ტიხ-უ̂, ლშხ. ნა-ტიხ "ნაბრუნები"; ბზ., ეცრ. ნა-გა̈მ-{უ̂}, ლნტ. ნა-გამ-უ̂ = ბეჩ., ლშხ. ნა̈/ა-გემ "ნაშენები"; ბზ. ნა-რდ-ა̈-უ̂, ბქვ. ნა̈/ა-რდ-ე-უ̂, ლნტ. ნა-რდ-უ̂, ლშხ. ნა-რდ "ნაზარდი"...). ნა- პრეფიქსთან უნდა ვივარაუდოთ -ა ბო-
ლოსართი, რომელსაც უუმლაუტობა გვიჩვენებს და მეგრულში ნა- – -ა აფიქსთა მოქმედება.
უ კ უ თ ქ მ ი თ ი (უ ა რ ყ ო ფ ი თ ი) მ ი მ ღ ე ო ბ ა ც ვნებითია. მისი ნიშნებია უ- – -ა, ერთვის უმთავრესად აწმყოს ფუძეს (უ-მა̄/არ-ა
"მოუმზადებელი"; უ-მჩ-ა-უ-დგარ-ა, ლნტ.უ-მეჩ-ა-უ-დაგ რ-ა "უბერებელ-უკვდავი"; უ-თხ-ა ‖ბზ., ლშხ. უ-თხ-ე̄ლ-ა, ლნტ. უ-თხ-ელ-ა "უნახავი", "უპოვა-რი"). II ჯგუფის ზმნათა ი გრძელდება (უ-ტი̄ხ-ა "უბრუნებელი", უ-ქუ̂ი̄/იც-ა "უწყვეტელი"...). ზოგჯერ ბოლოსართი -ა იკვეცება, ჩვეულებრივ, II ჯგუფის ვნებითთან, სადაც ე აბლაუტდება და -უ̂ ერთვის (ზსვ., ლშხ. უ-ტკლ-ებ-ა < ლნტ. უ-და-კლ-ებ-ა ‖ ბზ. უ-ტკლ-ა̄ბ-უ̂, ლნტ. უ-და-კლაბ "უნანებელი"; უ-ტეხ-ა, ლშხ. უ-ტეხ, ბქვ. უ-ტა̈/ახ, ბზ. უ-ტა̈ხ-უ̂ "დაუბრუნებელი").
- 89. მასალის სახელთა საწარმოებელი აფიქსებია ნა- – -უნ, ერთვის -ი, -ე მოკვეცილ აწმყოს ფუძეს (ნა̈/ა-ბ-მ-უნ < ლნტ. ნა̈-ბ-ემ-უნ "საბმელი", "საბე-ლი" (თოკი); ნა-ღფ-უნ < ლნტ. ნა-ღაფ-უნ "საღებავი"; ნა̈/ა-ჴდ-უნ "მოსატა-ნი", "გადასახადი"). ლაშხურში მრ. რ. ფორმები გვიჩვენებენ, რომ -უნ სუ-ფიქსის წინ -უ̂ არის, რომელიც დაკარგულია. წარმოქმნილი სახელის ბოლო-კიდური ხმოვნის უუმლაუტობა გვავარაუდებინებს, რომ -ა მოკვეცილია. სრული სახით უნდა ყოფილიყო ნა- – -უნ-ა.
- 90. დანიშნულების ან მიზეზისა თუ მიზნის სახელთა წარმოსაქმნელად აწმყოს ფუძეს უნიშნოდ ერთვის აფიქსები: ბზ. ნა- – -უ̄̈რუ̂, ლნტ. ნა- – -უ̈რ, ლშხ. ნა- – -უ̄რ, ბეჩ. ნა- – -იერ ‖ ნა- – -ურ, ეცრ. ნა- – -{უ̂}ერ ‖ ნა- – უ̂რ. ფუძის რ-ს გავლენით აფიქსის რ დისიმილირდება;
ზოგჯერ -ი̄რ, -უ̂რ წარმოდგენილია -უ̂ი̄რ, ლნტ., ეცრ. -უ̂ირ-ის სახით (ბზ. ნა̈-ჴდ-უ̄̈რ-უ̂, ლშხ. ნა-ჴდ-უ̄რ, ბეჩ. ნა̈-ჴდ-იერ, ეცრ. ნა̈-ჴდ-ერ ‖ ნა̈-ჴდ-უ̂ირ < ლნტ. ნა̈-ჴედ-უ̂-ირ "მოსვლისათვის"; ბზ. ნა̈-ქუ̂თ-ა̈რ-უ̄̈ლ-უ̂ < ლნტ. ნა-ქუ̂თ-ე/არ-უ̂-ილ, ლშხ. ნა-ქუ̂თ-ერ-უ̄ლ, ბეჩ. ნა̈-ქუ̂თ-ერ-იერ ‖ ნა̈-ქუ̂თ-იერ "მოპარვისათვის"). -უ̄̈რუ̂, -უ̈რ სუფიქსში უ ხმოვნის უმლაუტი
გამოწვეულია, ალბათ, მოკვეცილი -ე ნიშნით.
- 91. ნაზმნარ სახელთაგან სახელის წარმოქმნა. მ ი წ ე ნ ი თ ი ს ა ხ ე-ლ ი შეესაბამება ქართულ -მდე თანდებულიან მასდარს. სუფიქსმოკვეცილ ფორმებს ერთვის ბზ.,ლნტ. -ა̄/ალ-უ̂, ლშხ. -ა̄ლ-დ, ბქვ.-ა/ა̈ლ-დ: ლი-მა̄რ-ა̄ლ-უ̂, ლი-მარ-ალ-უ̂, ლი-მარ-ა̄ლ-დ, ლი-მარ-ა/ა̈ლ-დ "მომზადებამდე". ეგევე შე-იძლება გადმოიცეს აღწერილობითაც: ბზ., ბეჩ., ლნტ.: მასდარი + -ა̄̈ლ, -ალ + ჩიქდ "ვიდრე", ხოლო ლაშხურში ჩიქდ'ის ნაცვლად თანდებულით -ნუნ "მდე" (ლი-მა̄რ-ა̄̈ლ-ჩიქდ, ბეჩ., ლნტ. ლი-მარ-ალ-ჩიქდ, მაგრამ ლშხ. ლი-
მა̄რ-ა̄ლ-ნუნ "მზადებამდე").
მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს დროის გადმოსაცემად უსუფიქსო მასდარს დაერ-თვის ბზ. -იე̄ლ (-იე̄რ), ბეჩ., ქვსვ. -იელ ‖ ლშხ. -იერ, ბქვ. -ელ (ლი-ჴნ-იე̄ლ, ლი-ჴნ-იელ < ლნტ. ლი-ჴა̈ნ-იელ, ეცრ. ლი-ჴნ-ელ "ხვნის დრო"). შეიძლება სუფიქსად იყოს აგრეთვე ბზ. -ა̄̈ლ, ლშხ. -ა̄ლ, ლნტ., ბქვ. -ა̈/-ალ (ლი-ტხ-ა̄̈ლ,
ლი-ტხ-ა̄ლ, ლი-ტხ-ა̈/ალ < ლნტ. ლი-ტეხ-ა̈ლ "დაბრუნების დრო"). ეს ფორ-
მანტები პარალელურადაც იხმარება ერთსა და იმავე დიალექტში: ლნტ. ლი-
შხ-იელ ‖ ლი-შხ-ა̈ლ "წვის დრო"...
ტ ი რ ი ა -ს ტიპის ფორმათა საწარმოებლად -ა ბოლოსართიან აბს-ტრაქტულ სახელებს ერთვის (ი > ) ჲ, რომელიც -ა-ს აუმლაუტებს და თვი-თონ იკარგება ეცერულსა და ლენტეხურში (ჴეფ-ა̈/აჲ, ეცრ., ლნტ. ჴეფ-ა̈
"კბენია").
აღსანიშნავია, რომ ბევრი ნაზმნარი სახელი სუბსტანტივად არის ქცე-ული და მისი წარმოქმნილობა ძნელად ჩანს, მით უფრო მაშინ, როცა იგი სხვა აფიქსებით (კნინობითისა, ქონებისა, დანიშნულებისა) არის გართულე-ბული (მაგ.: ლა-რდ-ო̄/ოლ "პატარა ბინა", ნა̄/ა-ზ-ულ-დ, ლშხ. ნა̄-ზ-უ̄ლ "პა-
ტარა კვალი", ზსვ. ლე-ქუ̂-ე̄/ერ < ლე-გუ̂ჰ-ე̄/ერ, ქვსვ. ლე-გუ̂-ე̄/ერ "საფქვა-
ვი", "წისქვილი"; მა̈-იდ "შიმშილი" – მა̈-იდ-ა̄̈/ა̈რ "მშიერი" და სხვა).
-
92. ობიექტის სიმრავლის გამოხატვა ზმნასა და ნაზმნარ სახელში. ამისთვის გამოყენებულია სუფიქსები -ა̄̈ლ-ი, -ა̄ლ-ი, -ა̈/ალ-ი, -იე̄/ელ-ი, ეცრ. -ელ-ი, -ჷ̄/-ჷრ-ე.
ა̄̈ლ-ი, -ა̄ლ-ი, -ა̈/ალ-ი:
ა-მა̄რ-ა̄̈/ალ-ი, ა-მარ-ა̈/ალ-ი "ამზადებს ბევრს", ა-
ტუ̂რ-ა̄̈/ა̄ლ-ი, ა-ტუ̂რ-ა̈ლ-ი < ლნტ. ა-ტუ̂არ-ალ-ი "ანთებს ბევრს",...
-იე̄ლ-ი, ბეჩ., ქვსვ. -იელ-ი, ბზ. -იე̄ლ-ე, ლშხ. -იელ-ე, ეცრ. -ელ-ი:
ა-შყუ̂დ-იე̄/ელ-ი < ლნტ. ა-შყუ̂ედ-იელ-ი, ეცრ. ა-შყუ̂დ-ელ-ი "რეცხავს"
(ტანისამოსს), მაგრამ ა-შყუ̂დ-ი "რეცხავს"; ი-ხუ̂რ-იე̄/ელ-ე, ეცრ. ი-ხუ̂რ-ელ-ი "იგროვებს ბევრს", მაგრამ ი-ხუ̂რ-ი "იგროვებს".
- -ჷ̄რ-ე, ბქვ. ლნტ. -ჷრ-ე ხშირადაა ნახმარი II, იშვიათად კი I ჯგუფის ზმნებთან: ა-ხპ-ჷ̄/ჷრ-ე "ხეთქს ბევრს", მაგრამ ხი/ჷპ-ე "ხეთქს";
ა-კუ̂შ-უ̄/ურ-ე < ა-კუ̂შ-ჷ̄რ-ე "ამტვრევს", მაგრამ კუ̂იშ-ე "ტეხს".
- -ა̈ლ-ი, -ა̄ლ-ი და -იე̄ლ-ი, -ა̄̈ლ-ი, -ა̈ლ-ი და -ჷ̄/ჷრ-ე ერთმანეთს ენაცვლე-ბიან კილოებში ან -იე̄ლ, -ჷ̄რ-ს შეიძლება დაერთოს -ა̄̈ლ-ი, -ა̄ლ-ი, -ა̈ლ-ი და მოგვევლინოს ორმაგი სუფიქსი: ა-კუ̂შ-უ̄რ-ა̄̈ლ-ი, ბქვ. ა-კუ̂შ-ურ-ა̈/ალ-ი "ამტვრევს" და სხვა.
ეს სუფიქსები დამოუკიდებელ სიტყვებს ქმნიან და ამიტომაა შეტანილი სიტყვაწარმოებაში.
- 93. სიტყვასაწარმოებელ ფორმანტთათვის. ზოგი ამ აფიქსთაგანი სა-ზიაროა სახელისა და ზმნისაგან ნაწარმოებ სახელთათვის. ისინი ცალ-ცალკე
არიან განხილული, მაგრამ წარმოშობითა და ფუნქციით ერთი და იგივეა.
ასეთებია: მჷ-, მე-; ლე-, ლა-; ლჷ-, ნა- (იხ. § 32).
პრეფიქსებთან ერთად სუფიქსები ან დაცულია, ან მოკვეცილი. უკანასკ-ნელი გამოვლინდება ბრუნების (ნათ. და მოქ.) ან უღვლილების დროს. მაგ.: მასდარში -ა̄̈ლ, -ა̄ლ... -იე̄/ელ ელემენტიანებს მოკვეცილი აქვთ -ე, იგი
აღდგება ნათესაობითში: ლი-ღრ-ა̄ლ-ე დრო̈უ̂, ლშხ. დრო-ჲ < ლნტ. ლი-
ღა̈რ-ალ-ე დრო "სიმღერის დრო"; ბზ. ლი-ჭუ̂დ-იე̄ლ-ე სერდე "კითხვის
ჯავრი"...
II ჯგუფის ვნებით ზმნათა მასდარს აკლია -ი, იგი ჩანს ნათესაობითში: ლი-ტეხ-იშ "დაბრუნების{ა}"...
- -ა-ც ამავე ბრუნვაში გამოვლინდება: ლი-ლატუ̂-ა̈-შ "ყვარებისა". -ა აღუ-
დგებათ ნათესაობითში მა-, -ობ, ლა- აფიქსებს: მა-ლატ-ა̈-შ "სიყვარულის{ა}" (< მა-ლატ); დაგრ-ობ-ა̈/ა-შ "მკვლელობის{ა}"; ბზ. ლა̈-ჭუ̂ედ-ია̈ლ-ა̈-შ "საკით-
ხავის{ა}", ან: მოქ. ბრ. ლა-ღრ-ა̄ლ-უშუ̂ ‖ ლა-ღრ-ა̈ლ-ოშუ̂, ეცრ. ლა-ღრ-ალ-შუ̂, ლნტ. ლა-ღარ-ა̈ლ-უშ < ,ლა-ღარ-ალ-ა-უ̂შ-უ̂ "სიმღერით", ნა-რდ-უ̂-ა̈-შუ̂
"ნამყოЧით" და სხვა.
ზოგი აქ სრული სახით წარმოდგენილი ფორმები დაცულია ხალხურ
სიმღერებში, თუმცა არის შემთხვევები ბოლოსართთა შენაცვლებისა, სიმღე-
რების გარდა, მეტყველებაშიც: ლიღრა̄ლ-ეშ < ლნტ. ლიღარა̈ლ-ეშ, ლიღარა̈ლ-იშ, ეცრ. ლიღრა̈ლ-იშ "სიმღერის{ა}"; ბზ. ლირბიე̄ლ-ეშ, ეცრ.
ლირბელ-იშ ბეჩ. ლირბიელ-იშ ‖ ლირბიელ-ა̈-შ "ხაბაზობის{ა}"... ლშხ.
ლჷშკად-ე "მოჭედილი" (სიმღერაში), ბზ., ლშხ. ლჷშკა̄̈/ა̄დ-იშ, ეცრ., ლნტ.
ლჷშკა̈დ-იშ, ლნტ. ლჷშკად-ა̈-შ "მოჭედილის{ა}" და სხვა.